წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 21:1—45

21  მივიდნენ ლევიანთა მამების თავკაცები ელეაზარ+ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან+ და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებთან  შილოში,+ ქანაანის მიწაზე და უთხრეს მათ: „იეჰოვამ მოსეს პირით ბრძანა, რომ მოეცათ ჩვენთვის ქალაქები საცხოვრებლად და საძოვრები — პირუტყვისთვის“.+  მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს+ ქალაქები და საძოვრები თავიანთი სამკვიდროდან იეჰოვას ბრძანებისამებრ.+  ხვდათ წილი კეჰათელთა+ საგვარეულოებს; აარონ მღვდლის ძეებს, ლევიანებს, წილისყრით ცამეტი ქალაქი ერგოთ იუდას ტომიდან,+ სიმონელთა ტომიდან+ და ბენიამინის ტომიდან.+  კეჰათის დანარჩენ ძეებს+ წილისყრით ერგოთ ათი ქალაქი ეფრემის ტომის საგვარეულოებიდან,+ დანის ტომიდან+ და მენაშეს ტომის ნახევრიდან.+  გერშონის+ ძეებს წილისყრით ცამეტი ქალაქი ერგოთ ისაქარის ტომის+ საგვარეულოებიდან, აშერის ტომიდან,+ ნაფთალის ტომიდან+ და მენაშეს ტომის ნახევრიდან ბაშანში.+  მერარის ძეებსა+ და მათ საგვარეულოებს თორმეტი ქალაქი ერგოთ რეუბენის ტომიდან,+ გადის ტომიდან+ და ზებულონის ტომიდან.+  წილისყრით+ მისცეს ისრაელის ძეებმა ლევიანებს ქალაქები და საძოვრები,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით.+  იუდას ძეების ტომიდან და სიმონის ძეების ტომიდან მისცეს მათ სახელდებული ქალაქები,+ 10  და ერგოთ ისინი აარონის ვაჟებს, კეჰათელთა საგვარეულოებს, ლევის ვაჟებს, რადგან პირველი წილი მათ ერგოთ.+ 11  მისცეს მათ კირიათ-არბა+ (ამბობენ, რომ არბა ანაკის მამა იყო),+ იგივე ხებრონი,+ იუდას+ მთიან მხარეში და საძოვრები მის ირგვლივ. 12  იმ ქალაქის მინდორი კი თავის დასახლებებიანად ქალებ იეფუნეს ძეს მისცეს.+ 13  აარონ მღვდლის ვაჟებს მკვლელის+ თავშესაფრად მისცეს ქალაქი+ ხებრონი,+ თავის საძოვრებიანად, ლიბნა+ თავის საძოვრებიანად, 14  იათირი+ თავის საძოვრებიანად, ეშთემოა+ თავის საძოვრებიანად, 15  ხოლონი*+ თავის საძოვრებიანად, დებირი+ თავის საძოვრებიანად, 16  აინი*+ თავის საძოვრებიანად, იუტა+ თავის საძოვრებიანად და ბეთ-შემეში+ თავის საძოვრებიანად; სულ ცხრა ქალაქი ამ ორი ტომიდან. 17  ბენიამინის ტომიდან მისცეს გაბაონი+ თავის საძოვრებიანად, გება+ თავის საძოვრებიანად, 18  ანათოთი+ თავის საძოვრებიანად და ალმონი*+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი. 19  აარონის ვაჟებს+ სულ ცამეტი ქალაქი ერგოთ თავის საძოვრებიანად.+ 20  კეჰათის ძეების საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს კეჰათის ძეებიდან, წილისყრით ერგოთ ქალაქები ეფრემის ტომიდან.+ 21  მისცეს მათ მკვლელისთვის+ თავშესაფარი+ ქალაქი, იგივე შექემი,+ თავის საძოვრებიანად+ ეფრემის მთიან მხარეში, გეზერი+ თავის საძოვრებიანად, 22  კიბცაიმი*+ თავის საძოვრებიანად და ბეთ-ხორონი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი. 23  დანის ტომიდან მისცეს ელთეკე თავის საძოვრებიანად, გიბეთონი+ თავის საძოვრებიანად, 24  აიალონი+ თავის საძოვრებიანად და გათ-რიმონი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი. 25  მენაშეს ტომის ნახევრიდან მისცეს თაანახი+ თავის საძოვრებიანად და გათ-რიმონი თავის საძოვრებიანად; სულ ორი ქალაქი. 26  კეჰათის ძეების დანარჩენ საგვარეულოებს სულ ათი ქალაქი ერგოთ თავის საძოვრებიანად. 27  გერშონის ძეებს+ ლევიანების საგვარეულოებიდან, მენაშეს ტომის ნახევრიდან+ ერგოთ მკვლელისთვის თავშესაფარი ქალაქები: გოლანი+ ბაშანში თავის საძოვრებიანად და ბეეშთერა*+ თავის საძოვრებიანად; სულ ორი ქალაქი. 28  ისაქარის ტომიდან+ მისცეს კიშიონი+ თავის საძოვრებიანად, დაბერათი+ თავის საძოვრებიანად, 29  იარმუთი*+ თავის საძოვრებიანად და ენ-განიმი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი. 30  აშერის ტომიდან+ მისცეს მიშალი+ თავის საძოვრებიანად, აბდონი+ თავის საძოვრებიანად, 31  ხელკათი+ თავის საძოვრებიანად და რეხობი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი. 32  ნაფთალის ტომიდან+ მკვლელის+ თავშესაფარ+ ქალაქებად გალილეაში მისცეს კედეში+ თავის საძოვრებიანად, ხამოთ-დორი+ თავის საძოვრებიანად და კართანი* თავის საძოვრებიანად; სულ სამი ქალაქი. 33  გერშონელების საგვარეულოებს სულ ცამეტი ქალაქი ერგოთ თავის საძოვრებიანად. 34  მერარის+ ძეების საგვარეულოებს, დანარჩენ ლევიანებს, ზებულონის+ ტომიდან ერგოთ: იოკნეამი+ თავის საძოვრებიანად, კართა თავის საძოვრებიანად, 35  დიმნა*+ თავის საძოვრებიანად და ნაჰალალი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი. 36  რეუბენის ტომიდან+ მისცეს ბეცერი+ თავის საძოვრებიანად, იაჰაცი+ თავის საძოვრებიანად, 37  კედემოთი+ თავის საძოვრებიანად და მეფაათი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი. 38  გადის ტომიდან+ მკვლელის თავშესაფარ ქალაქებად გალაადში+ მისცეს რამოთი თავის საძოვრებიანად, მახანაიმი+ თავის საძოვრებიანად, 39  ხეშბონი+ თავის საძოვრებიანად და იაზერი+ თავის საძოვრებიანად; სულ ოთხი ქალაქი. 40  მერარის ძეების+ საგვარეულოებს, ლევიანების დანარჩენ საგვარეულოებს, წილისყრით სულ თორმეტი ქალაქი ერგოთ. 41  ისრაელის ძეების სამკვიდროდან ლევიანებს სულ ორმოცდარვა ქალაქი+ ერგოთ თავის საძოვრებიანად.+ 42  ყველა ქალაქს საძოვრები ჰქონდა ირგვლივ, ყველა ამ ქალაქს.+ 43  მისცა იეჰოვამ ისრაელს მთელი მიწა, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დაუფიცა;+ მათაც დაიმკვიდრეს+ ის და იქ ცხოვრობდნენ. 44  დაასვენა+ იეჰოვამ ისინი ყოველი მხრიდან, როგორც მათ მამა-პაპას დაუფიცა,+ მტერი ვერ უდგებოდა წინ.+ ყველა მტერი ხელში ჩაუგდო მათ იეჰოვამ.+ 45  არც ერთი სასიკეთო დანაპირები არ გამტყუნებულა, რასაც იეჰოვა ისრაელის სახლს დაჰპირდა, ყველაფერი შესრულდა.+

სქოლიოები

იგივე ხილენი 1 მტ. 6:58-ში.
იგივე აშანი 15:42-ში, 19:7-სა და 1 მტ. 6:59-ში.
იგივე ალემეთი 1 მტ. 6:60-ში.
იგივე იოკმეამი 1 მტ. 6:68-ში.
იგივე აშთაროთი 1 მტ. 6:71-ში.
იგივე რემეთი 19:21-ში და რამოთი 1 მტ. 6:73-ში.
იგივე კირიათაიმი 1 მტ. 6:76-ში.
იგივე რიმონო 1 მტ. 6:77-ში.