წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 19:1—51

19  მეორე წილი+ ხვდა სიმონს, სიმონის ძეების+ ტომსა და მათ საგვარეულოებს. მათი სამკვიდრო იუდას ძეების სამკვიდროს შორის იყო.+  მათი სამკვიდრო იყო: ბეერ-შება+ შებასთან ერთად, მოლადა,+  ხაცარ-შუალი,+ ბალა, ეცემი,+  ელთოლადი,+ ბეთული, ხორმა,  ციკლაგი,+ ბეთ-მარქაბოთი, ხაცარ-სუსა,+  ბეთ-ლებაოთი+ და შარუხენი; სულ ცამეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად.  აინი,+ რიმონი,+ ეთერი და აშანი;+ სულ ოთხი ქალაქი თავის დასახლებებიანად  და ყველა დასახლება ამ ქალაქების გარშემო ბაალათ-ბეერამდე,+ რამის+ სამხრეთით. ეს იყო სიმონის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო.  სიმონის ძეებს სამკვიდრო იუდას ძეების წილიდან გამოუყვეს, რადგან იუდას ძეებს დიდი წილი ჰქონდათ.+ სიმონის ძეებმა მათ სამკვიდროში მიიღეს სამკვიდრო.+ 10  მესამე წილი+ ხვდა ზებულონის+ ძეებსა და მათ საგვარეულოებს. მათი სამკვიდრო სარიდამდე იყო გადაჭიმული. 11  დასავლეთით მათი საზღვარი მარალამდე ადიოდა და დაბაშეთამდე გრძელდებოდა, იქიდან კი — იოკნეამის+ პირდაპირ მდებარე ხევამდე. 12  სარიდიდან საზღვარი აღმოსავლეთით, მზის ამოსავლის მხარეს გადიოდა ქისლოთ-თაბორამდე, იქიდან დაბერათამდე+ და ადიოდა იაფიამდე. 13  იქიდან ისევ აღმოსავლეთით მიდიოდა, მზის ამოსავლის მხარეს, გათ-ჰეფერამდე,+ ეთ-კაცინამდე, საიდანაც გრძელდებოდა რიმონამდე და მიემართებოდა ნეასკენ. 14  გვერდს უვლიდა მას საზღვარი, ჩრდილოეთით ხანათონამდე მიდიოდა და მთავრდებოდა იფთახ-ელის ველთან, 15  კატათთან, ნაჰალალთან, შიმრონთან,+ იდალასთან და ბეთლემთან;+ სულ თორმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 16  ეს იყო ზებულონის ძეებისა და მათი საგვარეულოების+ სამკვიდრო,+ ქალაქები თავის დასახლებებიანად. 17  მეოთხე წილი ხვდა ისაქარს,+ ისაქარის ძეებსა და მათ საგვარეულოებს. 18  მათი საზღვარი გადიოდა იზრეელთან,+ ქესულოთთან, შუნემთან,+ 19  ხაფარაიმთან, შიონთან, ანახარათთან, 20  რაბითთან, კიშიონთან, აბეცთან, 21  რემეთთან, ენ-განიმთან,+ ენ-ჰადასთან, ბეთ-ფაცეცთან 22  და გრძელდებოდა თაბორამდე,+ შახაციმამდე, ბეთ-შემეშამდე და იორდანესთან მთავრდებოდა; სულ თექვსმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 23  ეს იყო ისაქარის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო,+ ქალაქები თავის დასახლებებიანად. 24  მეხუთე წილი+ ხვდა აშერის+ ძეების ტომსა და მათ საგვარეულოებს. 25  მათი საზღვარი გადიოდა ხელკათთან,+ ხალისთან, ბეტენთან, აქშაფთან,+ 26  ალამელექთან, ამადთან და მიშალთან+ და ქარმელსა+ და შიხორ-ლიბნათამდე გრძელდებოდა დასავლეთით. 27  იქიდან მიდიოდა მზის ამოსავლის მხარეს ბეთ-დაგონამდე და გრძელდებოდა ზებულონამდე,+ ჩრდილოეთით კი — იფთახ-ელის ველამდე, ბეთ-ემეკამდე და ნეიელამდე, საიდანაც მარცხნივ გადიოდა ქაბულამდე, 28  აბრონამდე, რეხობამდე, ხამონამდე, კანამდე და მრავალრიცხოვან სიდონამდე.+ 29  იქიდან საზღვარი მიდიოდა რამამდე და გამაგრებულ ქალაქ ტვიროსამდე,+ გრძელდებოდა ხოსამდე და აქციბის+ მხარეში მთავრდებოდა ზღვასთან, 30  უმასთან, აფეკთან+ და რეხობთან;+ სულ ოცდაორი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 31  ეს იყო აშერის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო,+ ქალაქები თავის დასახლებებიანად. 32  მეექვსე წილი+ ნაფთალის+ ძეებს ხვდათ, ნაფთალის ძეებსა და მათ საგვარეულოებს. 33  მათი საზღვარი იწყებოდა ხელეფიდან, ცაანანიმიდან,+ სადაც დიდი ხე დგას, და გრძელდებოდა ადამი-ნეკებისკენ, იაბნეელისკენ, ლაკუმამდე, და იორდანესთან მთავრდებოდა. 34  იქიდან საზღვარი დასავლეთით მიდიოდა აზნოთ-თაბორამდე, იქიდან ხუკოკამდე. სამხრეთით ზებულონამდე+ გრძელდებოდა, დასავლეთით კი — აშერამდე+ და იუდამდე,+ იორდანესთან, მზის ამოსავლის მხარეს. 35  გამაგრებული ქალაქები იყო ციდიმი, ცერი, ხამათი,+ რაკათი, ქინერეთი,+ 36  ადამა, რამა, ხაცორი,+ 37  კედეში,+ ედრეი, ენ-ხაცორი, 38  ირონი, მიგდალ-ელი, ხორემი, ბეთ-ანათი და ბეთ-შემეში;+ სულ ცხრამეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 39  ეს იყო ნაფთალის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების+ სამკვიდრო,+ ქალაქები თავის დასახლებებიანად. 40  მეშვიდე წილი+ ხვდა დანის+ ძეების ტომსა და მათ საგვარეულოებს. 41  მათი სამკვიდროს საზღვარი გადიოდა ცორასთან,+ ეშთაოლთან, ირ-შემეშთან, 42  შაალაბინთან,+ აიალონთან,+ ითლასთან, 43  ელონთან, თიმნასთან,+ ეკრონთან,+ 44  ელთეკესთან, გიბეთონთან,+ ბაალათთან,+ 45  იეჰუდთან, ბენე-ბერაკთან, გათ-რიმონთან,+ 46  მე-იარკონთან, რაკონთან, სადაც საზღვარი გადიოდა, იოპეს+ პირდაპირ. 47  ძალიან პატარა იყო+ ეს მიწა დანის ძეებისთვის. ავიდნენ დანის ძეები და ლეშემს+ შეებრძოლნენ, აიღეს ის და მახვილით გაანადგურეს. დაეუფლნენ მას, იქ დასახლდნენ და ლეშემს დანი უწოდეს თავიანთი წინაპრის, დანის სახელი.+ 48  ეს იყო დანის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო, ქალაქები თავის დასახლებებიანად. 49  დაასრულეს მიწების დანაწილება. ისრაელის ძეებმა იესო ნავეს ძეს თავიანთ შორის მისცეს სამკვიდრო. 50  იეჰოვას ბრძანებით მისცეს ის ქალაქი, რომელიც ითხოვა,+ ანუ თიმნათ-სერახი+ ეფრემის მთიან მხარეში; იქ ააშენა მან ქალაქი და დასახლდა. 51  ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებმა წილისყრით დაანაწილეს+ ეს მიწები სამკვიდროებად შილოში,+ იეჰოვას წინაშე, შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ ასე დაასრულეს მიწების დანაწილება.

სქოლიოები