წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 18:1—28

18  შეიკრიბა შილოში+ ისრაელის ძეების მთელი კრებული და გაშალეს შეხვედრის კარავი;+ დაპყრობილი ჰქონდათ ის მიწა.+  მაგრამ ისრაელის შვიდ ტომს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სამკვიდრო დანაწილებული.  უთხრა იესო ნავეს ძემ ისრაელის ძეებს: „რაღას აყოვნებთ, წადით და დაეუფლეთ მიწას,+ რომელიც იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა მოგცათ.+  გამოიყვანეთ სამ-სამი კაცი თითო ტომიდან და გავგზავნი მათ, რომ ადგნენ, მოიარონ ის მიწა, აღწერონ სამკვიდროების მიხედვით და ჩემთან დაბრუნდნენ.+  შვიდ ნაწილად დაყონ ის.+ იუდა სამხრეთით+ იქნება, იოსების სახლი კი — ჩრდილოეთით.+  თქვენც შვიდ ნაწილად დაყავით მიწა, აღნიშნეთ და ჩემთან მოდით; წილს გიყრით+ იეჰოვას, ჩვენი ღვთის წინაშე.  ლევიანებს არ ექნებათ წილი თქვენ შორის,+ რადგან იეჰოვას მღვდლობაა მათი სამკვიდრო;+ გადმა, რეუბენმა+ და მენაშეს+ ტომის ნახევარმა უკვე მიიღო სამკვიდრო იორდანის გაღმა, აღმოსავლეთით, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ მისცა მათ“.+  ადგნენ ისინი და წასვლა დააპირეს. უბრძანა იესო ნავეს ძემ მათ,+ ვინც მიწის აღსაწერად მიდიოდა: „წადით, მოიარეთ ის მიწა, აღწერეთ და ჩემთან დაბრუნდით; აქ, შილოში+ გიყრით წილს+ იეჰოვას წინაშე“.  ისინიც წავიდნენ, მოიარეს მიწა, ქალაქების მიხედვით დაყვეს+ შვიდ ნაწილად, წიგნში ჩაწერეს და დაბრუნდნენ იესო ნავეს ძესთან შილოს ბანაკში; 10  უყარა მათ წილი იესო ნავეს ძემ შილოში იეჰოვას წინაშე+ და დაუნაწილა მიწები ისრაელის ძეებს.+ 11  ბენიამინის+ ძეების ტომსა და მათ საგვარეულოებს იუდას ვაჟებსა+ და იოსების ვაჟებს+ შორის ხვდათ წილად+ მიწა. 12  მათი ჩრდილოეთი საზღვარი იორდანიდან იწყებოდა და იერიხონის+ ფერდობზე ადიოდა ჩრდილოეთით, დასავლეთით მიუყვებოდა მთას და ბეთ-ავენის+ უდაბნოში მთავრდებოდა. 13  იქიდან საზღვარი ლუზამდე+ მიდიოდა, ლუზის სამხრეთ ფერდობამდე ანუ ბეთელამდე,+ საიდანაც ატაროთ-ადარისკენ+ ეშვებოდა მთაზე, ქვემო ბეთ-ხორონის+ სამხრეთით. 14  გადიოდა საზღვარი და დასავლეთით უხვევდა, იმ მთის სამხრეთით, რომელიც ბეთ-ხორონის წინ იყო, სამხრეთით. საზღვარი მთავრდებოდა კირიათ-ბაალთან ანუ კირიათ-იეარიმთან,+ იუდას ვაჟების ქალაქთან. ეს იყო დასავლეთი მხარე. 15  სამხრეთი მხარე კირიათ-იეარიმიდან იწყებოდა და საზღვარი დასავლეთით ნეფთოახის+ წყაროს წყლამდე მიდიოდა. 16  იქიდან საზღვარი ეშვებოდა მთის ძირამდე, ჰინომის ძეთა+ ველის პირდაპირ რომ მდებარეობდა, რეფაიმის ველზე+ ჩრდილოეთით, და ჰინომის ველისკენ ჩადიოდა, იებუსელების+ ფერდობისკენ, სამხრეთით, იქიდან კი — ენ-როგელისკენ.+ 17  ჩრდილოეთით საზღვარი ენ-შემეშისკენ მიდიოდა, იქიდან — გელილოთისკენ, რომელიც ადუმიმის+ მაღლობის პირდაპირ იყო, საიდანაც რეუბენის ვაჟის, ბოჰანის+ ქვისკენ+ ეშვებოდა. 18  საზღვარი ჩრდილოეთ ფერდობზე გადიოდა, არაბას პირდაპირ და არაბასკენ ეშვებოდა. 19  იქიდან საზღვარი ბეთ-ხოგლას+ ჩრდილოეთ ფერდობზე გადიოდა და მარილოვანი ზღვის+ ჩრდილოეთ ყურესთან მთავრდებოდა, იორდანის სამხრეთ შესართავთან. ეს იყო სამხრეთი საზღვარი. 20  აღმოსავლეთით მას იორდანე ესაზღვრებოდა. ეს იყო ბენიამინის ძეებისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო, მათი საზღვრები. 21  ბენიამინის ძეების ტომისა და მათი საგვარეულოების ქალაქები იყო: იერიხონი,+ ბეთ-ხოგლა, ემეკ-კეციცი, 22  ბეთ-არაბა,+ ცემარაიმი, ბეთელი,+ 23  ავიმი, ფარა, ოფრა,+ 24  ქეფარ-ამონი, ოფნი და გება;+ სულ თორმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 25  გაბაონი,+ რამა, ბეეროთი, 26  მიცფე,+ ქეფირა,+ მოცა, 27  რეკემი, ირფეელი, თარალა, 28  ცელა,+ ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი,+ გიბა+ და კირიათი; სულ თოთხმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. ეს იყო ბენიამინის ძეებისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო.+

სქოლიოები