წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 17:1—18

17  წილად+ ხვდა მიწა მენაშეს+ ტომს, იოსების პირმშოს,+ მენაშეს პირმშო მაქირს,+ გალაადის მამას;+ ის მებრძოლი კაცი იყო+ და მისი გახდა გალაადი+ და ბაშანი.  წილად ხვდათ მიწა მენაშეს დანარჩენ ვაჟებსა და მათ საგვარეულოებსაც; აბი-ეზერის+ ვაჟებს, ხელეკის+ ვაჟებს, ასრიელის ვაჟებს, შექემის+ ვაჟებს, ხეფერის ვაჟებსა და შემიდას+ ვაჟებს. ესენი იყვნენ იოსების ვაჟის, მენაშეს ვაჟები და მათი საგვარეულოები.  მენაშეს ვაჟს, მაქირის ვაჟს, გალაადის ვაჟს, ხეფერის ვაჟს, ცელოფხადს,+ ვაჟები არ ჰყოლია, მხოლოდ ასულები ჰყავდა. მათ ერქვათ: მახლა, ნოე, ხოგლა, მილქა და თირცა.+  მივიდნენ ელეაზარ+ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და მთავრებთან და უთხრეს: „იეჰოვამ უბრძანა მოსეს, რომ ჩვენს ძმებს შორის სამკვიდრო მოეცა ჩვენთვის“.+ იეჰოვას ბრძანებისამებრ მანაც მისცა სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის.+  გალაადისა და ბაშანის მიწის გარდა იორდანის გაღმა მენაშეს ათი ადგილი ხვდა წილად.+  მენაშეს ასულებს სამკვიდრო მის ვაჟებს შორის მიეცათ, გალაადის მიწა კი მენაშეს დანარჩენ ვაჟებს ერგოთ.  მენაშეს საზღვარი აშერიდან მიქმათათამდე+ გადიოდა, შექემის+ პირდაპირ, და მარჯვნივ ენ-თაფუახის დასახლებამდე გრძელდებოდა.  თაფუახის+ მიწა მენაშესი გახდა, მაგრამ მენაშეს საზღვართან თაფუახი ეფრემის ძეებისა იყო.  საზღვარი კანას ხევისკენ ეშვებოდა, სამხრეთით, ეფრემის ქალაქების+ ხევისკენ, მენაშეს ქალაქებს შორის; მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადიოდა და ზღვასთან მთავრდებოდა.+ 10  სამხრეთი ეფრემისა იყო, ჩრდილოეთი კი — მენაშესი, მას ზღვა ესაზღვრებოდა.+ ჩრდილოეთით მენაშელებს აშერი ესაზღვრებოდა და აღმოსავლეთით — ისაქარი. 11  ისაქარიდან და აშერიდან მენაშეს+ ეკუთვნოდა ბეთ-შეანი+ მიმდებარე ქალაქებით, იბლეამი+ მიმდებარე ქალაქებით, დორის+ დასახლება მიმდებარე ქალაქებით, ენ-დორის+ დასახლება მიმდებარე ქალაქებით, თაანახის+ დასახლება მიმდებარე ქალაქებით და მეგიდოს+ დასახლება მიმდებარე ქალაქებით, სამი მთაგორიანი მხარე. 12  ვერ დაეუფლნენ მენაშეს ძეები იმ ქალაქებს,+ რადგან ქანაანელები ფეხს არ იცვლიდნენ იმ მიწიდან.+ 13  როცა გაძლიერდნენ ისრაელის ძეები,+ დაიმონეს ქანაანელები;+ მთლიანად არ განუდევნიათ ისინი.+ 14  უთხრეს იოსების ძეებმა იესო ნავეს ძეს: „რატომ მოგვეცი სამკვიდროდ მხოლოდ ერთი წილი+ და ერთი ადგილი? იეჰოვა ხომ დღემდე არ გვაკლებს კურთხევას და ამიტომაც ვართ მრავალრიცხოვანი ხალხი?!“+ 15  იესო ნავეს ძემ მიუგო: „თუ მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ და ეფრემის მთიანი მხარე+ გევიწროებათ, ადით ფერიზელებისა+ და რეფაიმების+ მიწაზე და გაჩეხეთ ტყე“. 16  იოსების ძეებმა მიუგეს: „არ გვეყოფა ის მთიანი მხარე; თანაც იმ დაბლობში მცხოვრებ ქანაანელებს დანებიანი საომარი ეტლები+ აქვთ, მათაც და ბეთ-შეანის,+ მისი მიმდებარე ქალაქებისა და იზრეელის ველზე მცხოვრებლებსაც“.+ 17  მიუგო იესო ნავეს ძემ იოსების საგვარეულოს, ეფრემსა და მენაშეს: „მრავალრიცხოვანი და ძლიერი ხალხი ხართ,+ ამიტომაც ერთი წილი+ არ უნდა გქონდეთ, 18  მთიანი მხარეც თქვენი იყოს.+ გაჩეხეთ ის ტყე და ის იქნება თქვენი საზღვარი. უნდა განდევნოთ ქანაანელები, თუმცა დანებიანი საომარი ეტლები აქვთ და ძლიერები არიან“.+

სქოლიოები