წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 16:1—10

16  იოსების ვაჟებს+ წილად+ ხვდათ უდაბნო იორდანიდან+ იერიხონის მახლობლად, იერიხონის წყლამდე, აღმოსავლეთით. უდაბნო იერიხონიდან ბეთელის+ მთიან მხარეში ადიოდა.  ლუზის ბეთელიდან+ მისი საზღვარი არქიელების+ საზღვრამდე მიდიოდა, ატაროთის მახლობლად,  და ჩადიოდა იაფლეტელთა საზღვრამდე, დასავლეთით, ქვემო ბეთ-ხორონისა+ და გეზერის+ საზღვრებამდე, და ზღვასთან მთავრდებოდა.+  დაეუფლნენ+ ამ მიწას იოსების ვაჟები,+ მენაშე და ეფრემი.+  ეფრემის ძეთა საზღვარი, მათი საგვარეულოების სამკვიდროს საზღვარი აღმოსავლეთით იყო ატაროთ-ადარიდან+ ზემო ბეთ-ხორონამდე;+  საზღვარი ზღვამდე გრძელდებოდა. ჩრდილოეთით იყო მიქმათათი.+ იქიდან საზღვარი უხვევდა და აღმოსავლეთით თაანათ-შილოს გავლით იანოახამდე გრძელდებოდა,  ჩადიოდა იანოახიდან ატაროთსა და ნაარამდე, იერიხონამდე+ გრძელდებოდა და იქიდან იორდანემდე მიდიოდა;  საზღვარი თაფუახიდან+ კანას+ ხევამდე მიდიოდა დასავლეთით და ზღვასთან მთავრდებოდა.+ ეს არის ეფრემის ვაჟების ტომისა და მათი საგვარეულოების სამკვიდრო.  ეფრემის ვაჟებმა ქალაქები შემოსაზღვრეს+ მენაშეს ვაჟების სამკვიდროში, ყველა ქალაქი თავის დასახლებებიანად. 10  არ განუდევნიათ გეზერში+ მცხოვრები ქანაანელები;+ ქანაანელები დღემდე ეფრემს შორის ცხოვრობენ+ და მონურ შრომას ეწევიან.+

სქოლიოები