არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 15:1—63

15  იუდას ძეების ტომს მათი საგვარეულოების მიხედვით წილად+ ხვდა მიწა ედომის+ საზღვრამდე, ცინის უდაბნო,+ ნეგების+ სამხრეთის ჩათვლით.  მისი სამხრეთი საზღვარი იწყებოდა მარილოვანი ზღვის+ სანაპიროდან, სამხრეთ ყურიდან,  გადიოდა სამხრეთით, აკრაბიმის+ მაღლობამდე, გაივლიდა ცინს+ და სამხრეთიდან კადეშ-ბარნეამდე+ ადიოდა, გაივლიდა ხეცრონს, ადიოდა ადარამდე და კარკას უვლიდა გვერდს,  გრძელდებოდა აცმონამდე,+ მიდიოდა ეგვიპტის ხევამდე+ და ზღვასთან მთავრდებოდა. ეს იყო მათი სამხრეთი საზღვარი.  აღმოსავლეთით მარილოვანი ზღვა ესაზღვრებოდა იორდანის შესართავამდე; საზღვარი იწყებოდა ჩრდილოეთით ზღვის ყურიდან, იორდანის შესართავიდან,+  ადიოდა ბეთ-ხოგლამდე,+ გადიოდა ბეთ-არაბას+ ჩრდილოეთით და რეუბენის ძის, ბოჰანის+ ქვამდე გრძელდებოდა.  ადიოდა საზღვარი დებირამდე, აქორის+ ველამდე და უხვევდა ჩრდილოეთით გილგალისკენ,+ რომელიც ხევის სამხრეთით ადუმიმის მაღლობის პირდაპირ იყო; გრძელდებოდა საზღვარი ენ-შემეშის+ წყლისკენ და მთავრდებოდა ენ-როგელთან.+  ადიოდა საზღვარი ჰინომის+ ძის ველამდე, იებუსელთა+ ფერდობამდე, იერუსალიმამდე,+ სამხრეთით, და გრძელდებოდა ჩრდილოეთით რეფაიმის ველის+ ბოლოში მდებარე მთის წვერამდე, დასავლეთით ჰინომის ველს რომ გადაჰყურებს.  გადიოდა საზღვარი მთის წვერიდან ნეფთოახის წყაროს+ წყლისკენ ეფრონის მთის ქალაქებამდე; გრძელდებოდა ბაალამდე,+ კირიათ-იეარიმამდე.+ 10  საზღვარი დასავლეთით ბაალას უვლიდა გვერდს, სეირის მთამდე მიდიოდა და გრძელდებოდა იეარიმის მთის ფერდობამდე, ჩრდილოეთით, ქესალონამდე, ეშვებოდა ბეთ-შემეშისკენ+ და თიმნამდე+ ჩადიოდა. 11  იქიდან ჩრდილოეთით ეკრონის+ ფერდობამდე ადიოდა, შიქერონამდე და ბაალას მთამდე, იაბნეელამდე გრძელდებოდა და ზღვასთან მთავრდებოდა. 12  დასავლეთით დიდი ზღვა+ და მისი სანაპირო ესაზღვრებოდა. ეს იყო იუდას ძეების მთელი საზღვარი მათი საგვარეულოების მიხედვით. 13  მისცა მან წილი ქალებ იეფუნეს ძეს+ იუდას ძეებს შორის, კირიათ-არბა (ამბობენ, რომ არბა ანაკის მამა იყო), იგივე ხებრონი,+ როგორც იეჰოვამ უბრძანა იესო ნავეს ძეს. 14  განდევნა იქიდან ქალებ იეფუნეს ძემ ანაკის სამივე ვაჟი:+ შეშაი,+ ახიმანი და თალმაი,+ რომლებიც ანაკს+ შეეძინა. 15  იქიდან დებირის+ მცხოვრებლებთან ავიდა (დებირს ადრე კირიათ-სეფერი ერქვა).+ 16  ქალებ იეფუნეს ძემ თქვა: „ვინც შეუტევს კირიათ-სეფერს და დაიპყრობს, ჩემს ასულ აქსას+ მივათხოვებ“. 17  დაიპყრო ის ოთნიელმა,+ ქალებ იეფუნეს ძმის, კენაზის+ ვაჟმა. მანაც მიათხოვა თავისი ასული აქსა.+ 18  ქალი სახლში რომ მიდიოდა, წააქეზა იგი, რომ თავისი მამისთვის, ქალებ იეფუნეს ძისთვის, მინდორი ეთხოვა. შემდეგ ვირზე მჯდომმა ხელი ხელს შემოჰკრა. ქალებ იეფუნეს ძემ ჰკითხა: „რა გინდა?“+ 19  მან მიუგო: „მაკურთხე, და რაკი სამხრეთით მომეცი მიწა, ბარემ გულოთ-მაიმიც მომეცი“. მანაც მისცა ზემო გულოთი და ქვემო გულოთი.+ 20  ეს იყო იუდას ძეების ტომის+ სამკვიდრო+ მათი საგვარეულოების მიხედვით. 21  ედომის+ საზღვართან, სამხრეთით, იუდას ძეების ტომის ქალაქები იყო: კაბცეელი,+ ედერი, იაგური, 22  კინა, დიმონა, ადადა, 23  კედეში, ხაცორი, ითნანი, 24  ზიფი, ტელემი,+ ბეალოთი, 25  ხაცორ-ხადათა, კერიოთ-ხეცრონი ანუ ხაცორი, 26  ამამი, შემა, მოლადა,+ 27  ხაცარ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფალეტი,+ 28  ხაცარ-შუალი,+ ბეერ-შება,+ ბიზიოთია, 29  ბაალა,+ იიმი, ეცემი,+ 30  ელთოლადი, ქესილი, ხორმა,+ 31  ციკლაგი,+ მადმანა, სანსანა, 32  ლებაოთი, შილხიმი, აინი+ და რიმონი;+ სულ ოცდაცხრა ქალაქი თავის დასახლებებიანად. 33  შეფელაში+ იყო: ეშთაოლი,+ ცორა,+ აშნა, 34  ზანოახი,+ ენ-განიმი, თაფუახი, ენამი, 35  იარმუთი,+ ადულამი,+ სოქო,+ აზეკა,+ 36  შაარაიმი,+ ადითაიმი, გედერა და გედეროთაიმი; სულ თოთხმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 37  ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი, 38  დილანი, მიცფე, იოკთეელი, 39  ლაქიში,+ ბოცკათი,+ ეგლონი,+ 40  ქაბონი, ლახმასი, ქითლიში, 41  გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაამა და მაკედა;+ სულ თექვსმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 42  ლიბნა,+ ეთერი,+ აშანი, 43  იფთახი, აშნა, ნეცები, 44  კეილა,+ აქციბი+ და მარეშა;+ სულ ცხრა ქალაქი თავის დასახლებებიანად. 45  ეკრონი+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით, 46  ეკრონიდან დასავლეთით ყველაფერი, რაც აშდოდსა და მათ დასახლებებს ესაზღვრება. 47  აშდოდი+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით, ღაზა+ მიმდებარე ქალაქებითა და დასახლებებით ეგვიპტის ხევამდე, დიდი ზღვა და მისი მიდამოები.+ 48  მთიან მხარეში შამირი, იათირი,+ სოქო, 49  დანა, კირიათ-სანა ანუ დებირი, 50  ანაბი, ეშთემო,+ ანიმი, 51  გოშენი,+ ხოლონი და გილო;+ სულ თერთმეტი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 52  არაბი, დუმა, ეშანი, 53  იანუმი, ბეთ-თაფუახი, აფეკა, 54  ხუმტა, კირიათ-არბა, იგივე ხებრონი+ და ციორი; სულ ცხრა ქალაქი თავის დასახლებებიანად. 55  მაონი,+ ქარმელი, ზიფი,+ იუტა, 56  იზრეელი, იოკდეამი, ზანოახი, 57  კაინი, გიბა და თიმნა;+ სულ ათი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 58  ხალხული, ბეთ-ცური, გედორი, 59  მაარათი, ბეთ-ანოთი, ელთეკონი; სულ ექვსი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 60  კირიათ-ბაალი+ ანუ კირიათ-იეარიმი+ და რაბა; ორი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 61  უდაბნოში ბეთ-არაბა,+ მიდინი, სექაქა, 62  ნიბშანი, მარილოვანი ქალაქი და ენ-გედი;+ სულ ექვსი ქალაქი თავის დასახლებებიანად. 63  ვერ განდევნეს+ იუდას ძეებმა იერუსალიმში მცხოვრები+ იებუსელები.+ იებუსელები დღემდე იუდას ძეებთან ცხოვრობენ იერუსალიმში.

სქოლიოები