წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 14:1—15

14  ეს არის ისრაელის ძეების მემკვიდრეობა ქანაანის მიწაზე,+ რომელიც ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ და ისრაელის ძეების ტომთა მამების თავკაცებმა დაამკვიდრებინეს მათ.+  წილისყრით+ დაუნაწილდა სამკვიდრო ცხრა ტომსა და ტომის ნახევარს,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსეს პირით.  დანარჩენ ორ ტომსა და ტომის ნახევარს მანამდე მისცა მოსემ სამკვიდრო იორდანის გაღმა;+ ლევიანებისთვის კი არ მიუცია სამკვიდრო მათ შორის.+  ეს იმიტომ, რომ იოსების ძეებიდან ორი ტომი იყო,+ მენაშე+ და ეფრემი;+ მათ არ მიუციათ წილი ლევიანებისთვის, მხოლოდ საცხოვრებელი ქალაქები+ და მიწები მისცეს ცხვარ-ძროხისთვის საძოვრად და მათი ქონებისთვის.+  ისრაელის ძეები ისე მოიქცნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, და დაანაწილეს მიწა.  მივიდნენ იუდას ძეები იესო ნავეს ძესთან გილგალში+ და ქალებმა,+ კენიზელი იეფუნეს ძემ,+ უთხრა მას: «კარგად იცი, რა უთხრა ჩემზე და შენზე იეჰოვამ+ მოსეს, ჭეშმარიტი ღვთის კაცს+ კადეშ-ბარნეასთან.+  ორმოცი წლისა ვიყავი, როცა იეჰოვას მსახურმა მოსემ მიწის დასაზვერად გამგზავნა კადეშ-ბარნეადან+ და მეც ის სიტყვა მოვუტანე, რაც გულში მქონდა.+  ჩემთან ერთად წამოსულმა ჩემმა ძმებმა გული შეუკრთეს ხალხს,+ მე კი ბოლომდე იეჰოვას, ჩემს ღმერთს მივყვებოდი.+  დაიფიცა მოსემ იმ დღეს: „მიწა, რომელსაც ფეხს დაადგამ,+ სამუდამოდ შენი და შენი ვაჟების სამკვიდრო გახდება, რადგან ბოლომდე მიჰყევი იეჰოვას, ჩემს ღმერთს“.+ 10  ცოცხალი დამტოვა იეჰოვამ+ თავისი დაპირებისამებრ.+ ორმოცდახუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მოსეს დაუფიცა, როცა ისრაელი უდაბნოში დადიოდა;+ ახლა უკვე ოთხმოცდახუთი წლისა ვარ, 11  მაგრამ ისეთივე ძლიერი, როგორც მაშინ, როცა მოსემ გამგზავნა.+ რა ძალაც მაშინ მქონდა, ახლაც იმავე ძალით შემიძლია ბრძოლა, გასვლა და შემოსვლა.+ 12  მომეცი ეს მთიანი მხარე იეჰოვას დაპირებისამებრ, რადგან გაიგე შენ იმ დღეს,+ რომ ანაკიმები+ იყვნენ იქ და დიდი გამაგრებული ქალაქები ჰქონდათ.+ იეჰოვა იქნება ჩემთან+ და მე განვდევნი მათ იეჰოვას დაპირებისამებრ».+ 13  აკურთხა იესო ნავეს ძემ ქალებ იეფუნეს ძე და მისცა მას სამკვიდროდ ხებრონი.+ 14  ამიტომაა ხებრონი ქალების, კენიზელი იეფუნეს ძის სამკვიდრო დღემდე, რადგან ბოლომდე მიჰყვა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს.+ 15  ხებრონს ადრე კირიათ-არბა+ ერქვა (როგორც ამბობენ, არბა+ დიდი კაცი იყო ანაკიმებს შორის). დაისვენა მიწამ ომისგან.+

სქოლიოები