წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 12:1—24

12  ისრაელის ძეებმა დაამარცხეს იმ მიწაზე მცხოვრები მეფეები და დაეუფლნენ მათ მიწას იორდანის გამოღმა, მზის ამოსავლის მხარეს,+ არნონის ხევიდან+ ხერმონის მთამდე+ და მთელ არაბას+ მზის ამოსავლის მხარეს.  მათ დაამარცხეს ამორეველთა მეფე სიხონი,+ რომელიც ხეშბონში+ ცხოვრობდა და განაგებდა არნონის ხევის+ ნაპირას მდებარე აროერს,+ შუა ხევს, გალაადის ნახევარს იაბოკის+ ხევამდე, ამონის ძეთა საზღვრებამდე,  არაბას+ ქინერეთის ზღვამდე,+ აღმოსავლეთით, და არაბას ზღვამდე — მარილოვან ზღვამდე,+ აღმოსავლეთით ბეთ-იეშიმოთისკენ+ და სამხრეთით ფისგას+ ფერდობების ძირას.  დაეუფლნენ ისინი ბაშანის მეფის ოგის,+ უკანასკნელი რეფაიმის+ მიწასაც, რომელიც აშთაროთსა+ და ედრეიში+ ცხოვრობდა  და განაგებდა ხერმონის+ მთას, სალქას, მთელ ბაშანს+ გეშურელთა+ და მააქათელთა+ საზღვრებამდე, გალაადის ნახევარს ხეშბონის+ მეფის, სიხონის+ მიწამდე.  დაამარცხეს ისინი იეჰოვას მსახურმა მოსემ და ისრაელის ძეებმა,+ რის შემდეგაც იეჰოვას მსახურმა მოსემ მათი მიწა რეუბენელებს,+ გადელებსა+ და მენაშეს+ ტომის ნახევარს მისცა სამკვიდროდ.  იესო ნავეს ძემ და ისრაელის ძეებმა იორდანის გაღმა, დასავლეთით მცხოვრები მეფეებიც დაამარცხეს ლიბანის+ ველზე, ბაალ-გადიდან+ ხალაკის მთამდე,+ სეირამდე+ რომ ადის, რის შემდეგაც იესო ნავეს ძემ მათი მიწა ისრაელის ტომებს დაუნაწილა სამკვიდროდ+  მთიან მხარეში, შეფელაში, არაბაში, ფერდობებზე, უდაბნოსა და ნეგებში,+ სადაც ხეთელები, ამორეველები,+ ქანაანელები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები+ ცხოვრობდნენ.   მათ დაამარცხეს: იერიხონის მეფე,+ ბეთელის გვერდით მდებარე აის მეფე,+ 10  იერუსალიმის მეფე,+ ხებრონის მეფე,+ 11  იარმუთის მეფე,+ ლაქიშის მეფე,+ 12  ეგლონის მეფე,+ გეზერის მეფე,+ 13  დებირის მეფე,+ გედერის მეფე, 14  ხორმას მეფე, არადის მეფე, 15  ლიბნას მეფე,+ ადულამის მეფე, 16  მაკედას მეფე,+ ბეთელის მეფე,+ 17  თაფუახის მეფე, ხეფერის მეფე,+ 18  აფეკის მეფე, ლაშარონის მეფე, 19  მადონის მეფე,+ ხაცორის მეფე,+ 20  შიმრონ-მერონის მეფე, აქშაფის მეფე,+ 21  თაანახის მეფე, მეგიდოს+ მეფე, 22  კედეშის მეფე, იოკნეამის+ მეფე ქარმელში, 23  დორის მეფე დორის მთაზე,+ გოიიმის მეფე გილგალში 24  და თირცას მეფე; სულ ოცდათერთმეტი მეფე.+

სქოლიოები