წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იესო ნავეს ძე 1:1—18

1  იეჰოვას მსახურის, მოსეს სიკვდილის შემდეგ იეჰოვამ იესო* ნავეს ძეს,+ მოსეს მომსახურეს+ უთხრა:  „მოკვდა ჩემი მსახური მოსე.+ ადექი, გადაკვეთეთ იორდანე შენ და მთელმა ამ ხალხმა და შედით მიწაზე, რომელსაც ისრაელის ძეებს ვაძლევ.+  ყოველ ადგილს, სადაც ფეხს დადგამთ, თქვენ მოგცემთ, როგორც მოსეს დავპირდი.+  უდაბნოდან და ამ ლიბანიდან დიდ მდინარემდე, მდინარე ევფრატამდე, ხეთელთა+ მთელი ქვეყანა, დიდ ზღვამდე*, იქამდე, სადაც მზე ჩადის, თქვენი იქნება.+  ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე.+ როგორც მოსესთან ვიყავი, ისევე ვიქნები შენთან,+ თავს არ დაგანებებ და არ მიგატოვებ!+  გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი,+ რადგან შენ დაამკვიდრებინებ+ ამ ხალხს მიწას, რომლის მიცემაც მათ მამა-პაპას დავუფიცე.+  ოღონდ მოიკრიბე გამბედაობა, გამაგრდი და გულდასმით შეასრულე მთელი კანონი, რაც მოსემ, ჩემმა მსახურმა გიბრძანა.+ არ გადაუხვიო არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,+ რათა ბრძნულად იმოქმედო ყველგან, სადაც კი წახვალ.+  არ მოშორდეს შენს ბაგეს კანონის ეს წიგნი,+ იკითხე* ის დღედაღამ, რათა გულდასმით შეასრულო ყველაფერი, რაც მასში წერია;+ მაშინ წარგემართება გზა და მაშინ იმოქმედებ ბრძნულად.+  ხომ გიბრძანე,+ გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი-მეთქი! ნუ შეძრწუნდები და ნუ შეშინდები,+ რადგან სადაც არ უნდა წახვიდე, ყველგან შენთან იქნება იეჰოვა, შენი ღმერთი“.+ 10  უბრძანა იესო ნავეს ძემ ხალხის მთავრებს: 11  „გაიარეთ ბანაკის შუაში და უბრძანეთ ხალხს, გაიმზადეთ-თქო საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ გადაკვეთთ იორდანეს, შეხვალთ და დაეუფლებით იმ მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ-თქო დასაუფლებლად“.+ 12  უთხრა იესო ნავეს ძემ რეუბენელებს, გადელებსა და მენაშეს ტომის ნახევარს: 13  «გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც იეჰოვას მსახურმა მოსემ გიბრძანათ:+ „იეჰოვა, თქვენი ღმერთი დაგასვენებთ და მოგცემთ ამ მიწას. 14  თქვენი ცოლები, თქვენი ბავშვები და თქვენი ცხვარ-ძროხა ამ მიწაზე დარჩებიან, მოსემ იორდანის გამოღმა რომ მოგცათ,+ თქვენ კი, ყველა მამაცი, ძლიერი ვაჟკაცი,+ დარაზმულები+ გაუძეხით თქვენს ძმებს და დაეხმარეთ მათ. 15  როცა თქვენს ძმებსაც თქვენსავით დაასვენებს იეჰოვა და ისინიც დაეუფლებიან იმ მიწას, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი აძლევს მათ,+ დაუბრუნდით თქვენ-თქვენს სამკვიდროს და დაეუფლეთ მას,+ რაც იეჰოვას მსახურმა მოსემ მოგცათ იორდანის გამოღმა, მზის ამოსავლის მხარეს“».+ 16  მათ მიუგეს იესო ნავეს ძეს: „რაც გვიბრძანე, ყველაფერს გავაკეთებთ და სადაც გაგვგზავნი, იქ წავალთ.+ 17  როგორც მოსეს ვუგონებდით ყველაფერს, შენც ისევე გაგიგონებთ, ოღონდ იეჰოვა, შენი ღმერთი იყოს შენთან,+ როგორც მოსესთან იყო.+ 18  ვინც ეურჩება შენს ბრძანებას+ და არ მოუსმენს სიტყვებს, რასაც უბრძანებ, უნდა მოკვდეს,+ ოღონდ გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი!“+

სქოლიოები

ებრაულად იეჰოშუა, ნიშნავს: იეჰოვაა ხსნა.
ანუ ხმელთაშუა ზღვა.
ანუ დაბალი ხმით იკითხე, იფიქრე.