არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 9:1—26

9  ო, ნეტავ ჩემი თავი წყალი იყოს და თვალები — ცრემლის წყარო!+ მაშინ დღე და ღამე ვიტირებდი მათ, ვინც ჩემი ხალხის ასულს დაუხოცეს.+  ო, ნეტავ ისეთი ადგილი მქონდეს უდაბნოში, მგზავრებს რომ აქვთ ღამის გასათევად!+ დავტოვებდი ჩემს ხალხს და გავეცლებოდი მათ, რადგან ყველანი მრუშები არიან,+ ერთად თავმოყრილი ვერაგები.+  მშვილდივით მოუზიდავთ ენები სიცრუით,+ ერთგულებას კი არ ავლენენ ამ მიწაზე. „ბოროტებიდან ბოროტებაზე გადადიოდნენ და არაფრად ჩამაგდეს“,+ — ამბობს იეჰოვა.  „უფრთხილდით თითოეული თქვენს მოძმეს+ და არ ენდოთ ძმებს,+ რადგან ერთი მეორის ადგილის დაკავებას ცდილობს+ და ყოველი მოძმე ცილისმწამებელია,+  თითოეული თავის მოძმეს აბრიყვებს,+ სიმართლეს არ ლაპარაკობენ. თავიანთ ენებს სიცრუის თქმას ასწავლიან.+ იღლებიან ბოროტების კეთებით.+  მზაკვრობის შუაგულში ზიხარ.+ მზაკვრები არიან და არ უნდათ, რომ მიცნობდნენ“,+ — ამბობს იეჰოვა.  ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი, ვადნობ მათ და შევამოწმებ,+ რადგან სხვაგვარად როგორ მოვექცე ჩემი ხალხის ასულს?!+  მათი ენა სასიკვდილო ისარია,+ სიცრუის მთქმელი. პირით მშვიდობაზე ელაპარაკება კაცი თავის მოძმეს, გულში კი მახეს უგებს“.+  „განა პასუხი არ უნდა მოვთხოვო მათ ამის გამო?! — ამბობს იეჰოვა. — როგორ არ იძიოს შური ჩემმა სულმა ამისთანა ხალხზე?!+ 10  ავტირდები, გოდებას მოვყვები მთების გამო+ და სამგლოვიარო სიმღერებს ვიმღერებ უდაბური ადგილის საძოვრების გამო, რადგან გადაიწვება ისინი,+ კაციშვილი არ გაივლის მათზე და აღარ გაიგონებს ხალხი ცხვარ-ძროხის ხმას.+ ცის ფრინველები გაფრინდებიან და მხეცები გაიქცევიან, გადაიკარგებიან ისინი.+ 11  ქვების გროვად+ და ტურების ბუნაგად+ ვაქცევ იერუსალიმს, იუდას ქალაქებს კი გავაპარტახებ და გავაუკაცრიელებ.+ 12  ვინ არის ბრძენი, რომ გაიგოს ეს?! ვის ელაპარაკა იეჰოვა, რომ თქვას ეს?!+ რატომ უნდა დაიღუპოს ქვეყანა?! რატომ უნდა გადაიბუგოს უდაბნოსავით, სადაც კაციშვილი ვეღარ გაივლის?!“+ 13  თქვა იეჰოვამ: «რაკი მიატოვეს ჩემი კანონი, რომელიც მივეცი მათ, არ დაემორჩილნენ ჩემს ხმას და არ იარეს ჩემი კანონით,+ 14  არამედ აჰყვნენ თავიანთ ჯიუტ გულს+ და გაჰყვნენ ბაალის ქანდაკებებს,+ როგორც თავიანთმა მამებმა ასწავლეს,+ 15  ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აბზინდას ვაჭმევ+ ამ ხალხს და მოწამლულ წყალს ვასმევ,+ 16  გავფანტავ მათ იმ ერებში, რომლებსაც არც თვითონ იცნობდნენ და არც მათი მამები;+ მახვილს დავადევნებ მათ, ვიდრე არ გავწყვეტ“.+ 17  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „შეგნებულად მოიქეცით და მოუხმეთ დამტირებელ ქალებს,+ რომ მოვიდნენ ისინი; მოაყვანინეთ დახელოვნებული ქალები,+ 18  რომ იჩქარონ და გოდებას მოჰყვნენ ჩვენზე. ცრემლად იღვრებოდეს ჩვენი თვალები და წყალი გადმოდიოდეს ჩვენი მბრწყინავი თვალებიდან.+ 19  გოდების ხმა ისმის სიონიდან:+ როგორ გავიძარცვეთ,+ როგორ შევრცხვითო! დავტოვეთ ქვეყანა, რადგან მათ გაგვინადგურესო საცხოვრებლები.+ 20  ისმინეთ, ქალებო, იეჰოვას სიტყვა და ყურად იღეთ მისი ბაგის სიტყვა! გოდება ასწავლეთ თქვენს ასულებს,+ თითოეულმა ქალმა სამგლოვიარო სიმღერა ასწავლოს თავის მეგობარს,+ 21  რადგან სიკვდილი შემოვიდა ჩვენს სარკმლებში, ჩვენს საცხოვრებელ კოშკებში, რათა აღარ დარჩნენ ბავშვები ქუჩაში და ჭაბუკები — მოედნებზე“.+ 22  თქვი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ადამიანთა გვამები დაეყრება, როგორც ნეხვი მინდვრის პირზე და როგორც მომკელის უკან დარჩენილი ახალმომკილი თავთავის ძნები; არავინ იქნება მათი შემგროვებელი“».+ 23  აი რას ამბობს იეჰოვა: „ბრძენი ნუ იტრაბახებს თავისი სიბრძნით,+ ძლიერი ნუ იტრაბახებს თავისი ძალით+ და მდიდარი ნუ იტრაბახებს თავისი სიმდიდრით“.+ 24  „თუ იტრაბახებს, მხოლოდ იმით იტრაბახოს, რომ შეუძლია ჩასწვდეს ცოდნას ჩემ შესახებ+ და რომ მიცნობს, იცის, რომ მე ვარ იეჰოვა,+ რომელსაც მსიამოვნებს+ სიკეთის*, სამართლიანობისა და სიმართლის გამოვლენა დედამიწაზე“,+ — ამბობს იეჰოვა. 25  „აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა პასუხს მოვთხოვ ყველა წინადაცვეთილს, მაგრამ მაინც წინადაუცვეთელს,+ 26  ეგვიპტეს,+ იუდას,+ ედომს,+ ამონის ძეებს,+ მოაბსა+ და უდაბნოს ყველა მცხოვრებს, ვისაც საფეთქელთან თმა აქვს შეკრეჭილი,+ რადგან ყველა ერი წინადაუცვეთელია და ისრაელის სახლიც წინადაუცვეთელია გულით“.+

სქოლიოები

იხილეთ 2:2-ის სქოლიო.