წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 7:1—34

7  იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას:  «დადექი იეჰოვას სახლის კარიბჭესთან, გააცხადე ეს სიტყვა+ და თქვი, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა, იუდას მკვიდრნო, ვინც შედიხართ ამ კარიბჭეებში იეჰოვას თაყვანსაცემად.  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი საქმეები და ამ ადგილზე დაგტოვებთ საცხოვრებლად.+  არ ენდოთ ცრუ სიტყვებს+ და არ თქვათ, იეჰოვას ტაძარი, იეჰოვას ტაძარი, იეჰოვას ტაძარიაო ეს!  თუ თქვენს გზებსა და საქმეებს გამოასწორებთ, თუ სამართალს გაუჩენთ კაცსა და მის მოძმეს,+  თუ ხიზანს, უმამო ბავშვსა და ქვრივს არ დაჩაგრავთ+ და უდანაშაულო სისხლს არ დაღვრით ამ ადგილზე,+ თუ სხვა ღმერთებს არ გაჰყვებით თქვენდა საუბედუროდ,+  მაშინ მეც დაგტოვებთ საცხოვრებლად ამ ადგილზე, მიწაზე, რომელიც თქვენს მამა-პაპას მივეცი, სამარადისოდ“».+  „იმედს ამყარებთ ცრუ სიტყვებზე, რაც არაფერს გარგებთ.+  განა უნდა ქურდობდეთ,+ კლავდეთ,+ მრუშობდეთ,+ ცრუდ იფიცებდეთ,+ ბაალს უბოლებდეთ შესაწირავს+ და მიჰყვებოდეთ სხვა ღმერთებს, რომლებსაც აქამდე არ იცნობდით,+ 10  და განა უნდა მოდიოდეთ და დგებოდეთ ჩემ წინაშე ამ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება,+ და ამ სისაძაგლეების მიუხედავად ამბობდეთ, გადავრჩებითო?! 11  ხომ ხედავთ, რომ ყაჩაღების ბუნაგად იქცა+ ეს სახლი, რომელსაც ჩემი სახელი ეწოდება?!+ მეც ვხედავ ამას“, — ამბობს იეჰოვა.+ 12  «ახლა კი წადით შილოში,+ სადაც ჩემი ადგილი იყო, სადაც თავდაპირველად დავამკვიდრე ჩემი სახელი,+ და ნახეთ, რა დავმართე მას ჩემი ხალხის, ისრაელის, ბოროტების გამო.+ 13  რაკი თქვენ აკეთებდით ამ ყოველივეს, — ამბობს იეჰოვა, — გელაპარაკებოდით, ადრე ვდგებოდი და გელაპარაკებოდით,+ თქვენ კი არ მისმენდით,+ გეძახდით, თქვენ კი არ მპასუხობდით,+ 14  ამიტომ, რაც შილოს+ დავმართე, იმავეს დავმართებ ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელით იწოდება,+ რომლის იმედიც გაქვთ,+ და იმ ადგილს, რომელიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას. 15  მოგისვრით ჩემს თვალთაგან,+ როგორც მოვისროლე თქვენი ძმები, ეფრემის მთელი შთამომავლობა.+ 16  შენ კი ნუ ილოცებ ამ ხალხისთვის, ნუ შემევედრები, ნუ ილოცებ და ნუ შემეხვეწები,+ რადგან არ მოგისმენ.+ 17  ვერ ხედავ, რას აკეთებენ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში?!+ 18  ვაჟები ფიჩხს აგროვებენ, მამები ცეცხლს ანთებენ, ცოლები ცომს ზელენ ცის დედოფლისთვის+ მსხვერპლად შესაწირავი კვერების გამოსაცხობად; დასაღვრელ შესაწირავს უღვრიან სხვა ღმერთებს,+ რომ შეურაცხმყონ.+ 19  განა მე შეურაცხმყოფენ?! — ამბობს იეჰოვა.+ — განა თავიანთ თავს არ შეურაცხყოფენ თავიანთი სახის შესარცხვენად?!+ 20  ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი, ჩემი რისხვა და ჩემი მრისხანება იღვრება ამ ადგილზე,+ ადამიანებზე, პირუტყვზე, მინდვრის ხეებსა+ და მიწის ნაყოფზე; იგიზგიზებს ის და არ ჩაქრება“.+ 21  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დაამატეთ თქვენი მთლიანად დასაწვავი შესაწირავი თქვენს მსხვერპლს და ჭამეთ ხორცი.+ 22  არ მილაპარაკია თქვენს მამა-პაპასთან, არაფერი მიბრძანებია მათთვის ეგვიპტის მიწიდან მათი გამოყვანის დღეს მთლიანად დასაწვავი შესაწირავისა და მსხვერპლის თაობაზე,+ 23  ეს სიტყვა კი ვუბრძანე მათ: დაემორჩილეთ ჩემს ხმას+ და ვიქნები თქვენი ღმერთი,+ თქვენ კი იქნებით ჩემი ხალხი; იარეთ-მეთქი იმ გზით,+ რომელზეც გიბრძანებთ სიარულს, რათა მოგემართოთ ხელი“.+ 24  მათ კი არ ისმინეს, ყურად არ იღეს,+ არამედ თავიანთი ბოროტი და ჯიუტი გულით+ მიჰყვებოდნენ თავიანთ ზრახვებს; ამიტომ, წინ წასვლის ნაცვლად უკან იხევდნენ+ 25  თქვენი მამა-პაპის ეგვიპტის მიწიდან გამოსვლის დღიდან დღემდე.+ მე გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურს, წინასწარმეტყველებს; ყოველდღე ადრე ვდგებოდი და გიგზავნიდით მათ.+ 26  არ მისმინეს, ყური არ მათხოვეს,+ არ მოიდრიკეს ქედი;+ თავიანთ მამა-პაპაზე უარესად იქცეოდნენ!+ 27  უთხარი მათ ყველა ეს სიტყვა,+ ისინი კი არ მოგისმენენ. დაუძახე მათ, ისინი კი პასუხს არ გაგცემენ.+ 28  უთხარი მათ: „ეს არის ერი, ხალხი, რომელიც არ ემორჩილება იეჰოვას, თავისი ღვთის ხმას,+ და არ იღებს დარიგებას.+ გაქრა ერთგულება, წაიშალა მათი ბაგეებიდან“.+ 29  გადაიპარსეთ გრძელი თმა და გადაყარეთ;+ სამგლოვიარო სიმღერა იმღერეთ მოტიტვლებულ გორებზე,+ რადგან იეჰოვამ უარყო+ ეს თაობა და ის მიატოვებს თაობას, რომელზეც განრისხებულია.+ 30  „იუდას ძეები იმას აკეთებენ, რაც ცუდია ჩემს თვალში, — ამბობს იეჰოვა. — თავიანთ სისაძაგლეებს დებენ სახლში, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, მის წასაბილწავად.+ 31  ჰინომის ძის ველზე+ აშენებენ თოფეთის მაღლობებს,+ რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ვაჟები და ასულები,+ რაც არ მიბრძანებია და გულშიც არ გამივლია“.+ 32  ამიტომ, აი, დადგება დღეები, — ამბობს იეჰოვა, — როცა აღარ ეწოდება მას თოფეთი და ჰინომის ძის ველი, არამედ სასაკლაო ველი.+ ისინი დამარხავენ მკვდრებს თოფეთში, თუნდაც არ იყოს იქ საკმარისი ადგილი.+ 33  ამ ხალხის გვამები ცის ფრინველებისა და მიწის მხეცების საჭმელი გახდება; არავინ დააფრთხობს მათ.+ 34  შევწყვეტ იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში სიხარულისა და მხიარულების ხმას, ნეფისა და პატარძლის ხმას,+ რადგან განადგურდება ეს ქვეყანა».+

სქოლიოები