წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 6:1—30

6  თავს უშველეთ, ბენიამინის ძეებო, გაიქეცით იერუსალიმიდან, თეკოაში+ ჩაჰბერეთ საყვირს,+ ბეთ-ჰაქერემში+ ცეცხლით მიეცით ნიშანი, რადგან ჩრდილოეთიდან გამოჩნდა უბედურება და დიდი დაცემა.+  მშვენიერ და განებივრებულ ქალს ჰგავს სიონის ასული.+  მასთან მივიდნენ მწყემსები თავიანთ ფარებთან ერთად. მის გარშემო გაშალეს კარვები მის წინააღმდეგ;+ ყველამ თავისი წილი გადაძოვა.+  მასთან საომრად მოემზადნენ*+ და თქვეს: ადექით და ავიდეთო შუადღისას!+ „ვაი ჩვენ, რადგან დღე იწურება და იზრდება საღამოს ჩრდილები!“  „ადექით, ღამით ავიდეთ და დავანგრიოთ მისი საცხოვრებელი კოშკები!“+  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „მოჭერით ხეები+ და ყრილი აღმართეთ იერუსალიმის წინააღმდეგ.+ პასუხი უნდა მოეთხოვოს ამ ქალაქს;+ მხოლოდ ჩაგვრაა იქ.+  როგორც ჭა ინახავს ცივად წყალს, ასევე ცივად ინახავს ის თავის ბოროტებას; ძალადობისა და ძარცვის ხმა ისმის იქ;+ ავადმყოფობა და უბედურებაა ჩემ თვალწინ მუდამ.  გამოსწორდი,+ იერუსალიმო, ზიზღით ზურგი რომ არ შეგაქციოს ჩემმა სულმა,+ რომ არ გაგაპარტახო და უკაცრიელ მიწად არ გაქციო!“+  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ვაზივით მოიმცვრევენ მათ, ვინც ისრაელისგან დარჩება.+ კიდევ გაიწოდე ხელი ყურძნის მკრეფავივით ვაზის პწკალებს შორის“. 10  „ვის უნდა ველაპარაკო და ვინ უნდა გავაფრთხილო, რომ მომისმინოს?! აი, წინადაუცვეთელია მათი ყური და არ შეუძლიათ ყურისგდება.+ აი, შეურაცხყოფად იქცა მათთვის იეჰოვას სიტყვა,+ არ მოსწონთ იგი.+ 11  ავივსე იეჰოვას რისხვით; დავიღალე მისი შეკავებით“.+ „ერთბაშად გადმოანთხიე ის ბავშვებზე ქუჩაში+ და ჭაბუკთა სამეგობროზე; კაცსაც შეიპყრობენ ცოლთან ერთად, მოხუცებულსაც — დღესრულთან ერთად.+ 12  სხვებს გადაეცემა საკუთრებად მათი სახლები, მინდვრები და ცოლები,+ რადგან ხელს გავიწვდი ამ ქვეყნის მკვიდრთა წინააღმდეგ“, — ამბობს იეჰოვა.+ 13  „ყველა, დიდიან-პატარიანად, უსამართლოდ იხვეჭს+ და ყველა, წინასწარმეტყველიდან მღვდლამდე, სიცრუით მოქმედებს.+ 14  ზერელედ ცდილობენ უმკურნალონ ჩემი ხალხის მოტეხილობას+ და ამბობენ, მშვიდობაა, მშვიდობააო! როცა არ არის მშვიდობა.+ 15  განა შერცხვათ, რომ სისაძაგლე ჩაიდინეს?!+ არც რცხვენიათ და არც ის იციან, როგორ უნდა იგრძნონ თავი დამცირებულად.+ ამიტომ დაეცემიან მათ შორის, ვინც ეცემა;+ წაიბორძიკებენ, როცა პასუხს მოვთხოვ მათ“, — ამბობს იეჰოვა. 16  აი რას ეუბნებოდა მათ იეჰოვა: „გაჩერდით გზებზე, ნახეთ და გამოიკითხეთ ძველი გზები, სად არის კარგი გზა;+ იარეთ მასზე+ და შვება მოჰგვარეთ თქვენს სულებს“.+ ისინი კი ამბობდნენ, არ ვივლითო.+ 17  „გუშაგები+ დაგიყენეთ; ყურადღებით უსმინეთ საყვირის ხმას!“+ ისინი კი ამბობდნენ, ყურადღებას არ მივაქცევთო.+ 18  „ამიტომ, ისმინეთ, ხალხნო! იცოდე, კრებულო, რა მოუვა მათ. 19  ისმინე, დედამიწავ! აი, უბედურებას მოვუვლენ ამ ხალხს,+ მათი აზრების ნაყოფს,+ რადგან ყურადღებას არ აქცევდნენ ჩემს სიტყვებს და ჩემს კანონს უარყოფდნენ“.+ 20  „რად მინდა შებადან+ თქვენი მოტანილი გუნდრუკი და შორეული ქვეყნიდან მოტანილი ტკბილი ლერწამი?! არ მსიამოვნებს თქვენი მთლიანად დასაწვავი შესაწირავები+ და თქვენი მსხვერპლი არ მანიჭებს სიამოვნებას“.+ 21  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, დაბრკოლებებს+ დავუდებ ამ ხალხს და დაბრკოლდებიან ისინი, მამები ვაჟებთან ერთად; დაიღუპება მეზობელიცა და მისი მოძმეც“.+ 22  აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, ჩრდილოეთის ქვეყნიდან მოდის ხალხი; დედამიწის კიდეებიდან აღსდგება დიდი ხალხი.+ 23  მშვილდი და ხელშუბი ეჭირებათ ხელში;+ სასტიკია ეს ხალხი, შეუბრალებელი. მათი ხმა ზღვის ხმასავით იქნება,+ ცხენებზე ამხედრდებიან.+ მეომრებივით მზად არიან შენთან საბრძოლველად, სიონის ასულო“.+ 24  გავიგეთ ეს ამბავი და ხელები ჩამოვუშვით.+ გასაჭირმა შეგვიპყრო, ტკივილებმა მოგვიცვა მშობიარე ქალივით.+ 25  ველზე ნუ გახვალ და გზაზე ნუ ივლი, რადგან იქ მტრის მახვილია და ყოველი მხრიდან — შიში.+ 26  ჯვალო+ შემოირტყი და ნაცარში იგორავე,+ ჩემი ხალხის ასულო! მწარე მოთქმით იგლოვე+ ისე, როგორც ერთადერთ ვაჟს გლოვობენ ხოლმე, რადგან უეცრად მოვა ჩვენთან მძარცველი.+ 27  „ლითონის შემმოწმებლად დაგაყენე ჩემს ხალხში, გულმოდგინე გამომკვლევად. დააკვირდები და შეამოწმებ მათ გზას.+ 28  ყველანი ჯიუტზე ჯიუტნი,+ ცილისმწამებელნი+ არიან და სპილენძსა და რკინას ჰგვანან; ყველანი დამღუპველნი არიან.+ 29  დამწვარია საბერვლები;+ მათი ცეცხლიდან მხოლოდ ტყვია გამოდის.+ ტყუილუბრალოდ წმენდს გულმოდგინედ, არ ცალკევდებიან ბოროტები.+ 30  დაწუნებულ ვერცხლს დაარქმევენ მათ,+ რადგან იეჰოვამ უარყო ისინი“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — განიწმინდნენ.