წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 52:1—34

52  ოცდაერთი წლისა იყო ციდკია,+ როცა გამეფდა,+ და თერთმეტ წელიწადს იმეფა იერუსალიმში;+ დედამისი იყო ხამუტალი,+ ლიბნელი+ იერემიას ასული.  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში+ იეჰოიაკიმის+ მსგავსად.  განარისხა იეჰოვა იმან, რაც იერუსალიმსა და იუდაში ხდებოდა, და განდევნა მან ისინი თავის თვალთაგან.+ განუდგა ციდკია ბაბილონის მეფეს.+  მისი მეფობის მეცხრე წელს,+ მეათე თვის მეათე დღეს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ჯარით მოადგა იერუსალიმს;+ დაბანაკდნენ ისინი, კედელი შემოავლეს მას და ალყაში მოაქციეს.+  მეფე ციდკიას მეფობის მეთერთმეტე წლამდე ალყაში იყო ქალაქი მოქცეული.+  მეოთხე თვის მეცხრე დღეს+ შიმშილი გაძლიერდა ქალაქში, აღარ იყო პური იმ მიწაზე მცხოვრები ხალხისთვის.+  ბოლოს გატყდა ქალაქი;+ ღამით, როცა ქალაქის ირგვლივ იყვნენ ქალდეველები, გაიქცა ყველა მეომარი+ და გავიდნენ ისინი ქალაქიდან ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, მეფის ბაღთან+ რომ არის, და დაადგნენ არაბას+ გზას.  დაედევნა ქალდეველთა ჯარი მეფეს+ და დაეწივნენ ისინი ციდკიას+ იერიხონის ხრიოკ ველზე; მთელი ჯარი შემოეფანტა მას.+  შეიპყრეს მეფე და მიჰგვარეს ბაბილონის მეფეს+ რიბლაში,+ ხამათის+ მიწაზე, რომ მას განაჩენი გამოეტანა+ მისთვის. 10  ბაბილონის მეფემ თვალწინ დაუხოცა ვაჟები ციდკიას,+ ასევე დახოცა იუდას ყველა მთავარი რიბლაში,+ 11  ციდკია კი დააბრმავა.+ სპილენძის ბორკილები დაადო მას ბაბილონის მეფემ, ბაბილონში წაიყვანა+ და სიკვდილამდე საპატიმროში ჰყავდა. 12  მეხუთე თვის მეათე დღეს, ბაბილონის მეფის, მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის მეცხრამეტე წელს,+ ნებუზარადანი,+ მცველთა უფროსი, რომელიც ბაბილონის მეფის წინაშე იდგა, იერუსალიმში შევიდა. 13  გადაწვა იეჰოვას სახლი,+ მეფის სასახლე და ყველა სახლი იერუსალიმში;+ ცეცხლს მისცა დიდი სახლები.+ 14  მცველთა უფროსის თანმხლებმა ქალდეველთა ჯარმა დაანგრია იერუსალიმის მთელი გალავანი.+ 15  მდაბიო ხალხიდან ზოგიერთი, ქალაქში დარჩენილი ხალხი,+ ბაბილონის მეფის მხარეზე გადასულები და დარჩენილი ოსტატები მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა გადაასახლა.+ 16  იმ მიწაზე მცხოვრები მდაბიო ხალხიდან ზოგიერთი კი მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა, მევენახეებად და სავალდებულო სამუშაოების შემსრულებლად დატოვა.+ 17  იეჰოვას სახლის სპილენძის სვეტები,+ საზიდრები+ და სპილენძის ზღვა,+ რომელიც იეჰოვას სახლში იყო, ქალდეველებმა დაამტვრიეს და მთელი სპილენძი ბაბილონში გაზიდეს.+ 18  თან წაიღეს+ ქილები, ნიჩბები,+ პატრუქის ნამწვის მოსაცილებლები,+ თასები,+ სასმისები და სპილენძის ყველა ნივთი, რასაც მსახურებისას იყენებდნენ. 19  წაიღო მცველთა უფროსმა+ ხალასი ოქროსა+ და ხალასი ვერცხლისგან+ დამზადებული ავზები,+ საცეცხლურები, თასები,+ ქილები, სალამპრეები,+ სასმისები და სხვა თასები. 20  ასევე წაიღო ორი სვეტი,+ ზღვა,+ თორმეტი სპილენძის ხარი,+ ზღვის ქვეშ რომ იყო, საზიდრები, რომლებიც მეფე სოლომონმა იეჰოვას სახლისთვის გააკეთა.+ სპილენძის ამ ნაკეთობებს წონა არ ჰქონდა.+ 21  თითოეული სვეტი სიმაღლით თვრამეტი წყრთა+ იყო, გარშემო თორმეტი წყრთა ძაფი შემოევლებოდა,+ სისქით კი — ოთხი თითის დადება*, ღრუიანი იყო ის. 22  მას სპილენძის ბუღაური ჰქონდა,+ ერთი ბუღაური სიმაღლით ხუთი წყრთა+ იყო; მის ირგვლივ ბადისებური ნაკეთობა ბროწეულებითურთ მთლიანად სპილენძისა იყო;+ ასეთივე იყო მეორე სვეტიც ბროწეულებითურთ.+ 23  ოთხმოცდათექვსმეტი ბროწეული იყო ირგვლივ, მთლიანობაში — ასი ბროწეული ბადისებური ნაკეთობის ირგვლივ.+ 24  გარდა ამისა, მცველთა უფროსმა წაიყვანა უფროსი მღვდელი სერაია,+ მეორე მღვდელი ცეფანია+ და სამი კარის მცველი,+ 25  ქალაქიდან წაიყვანა ერთი კარისკაცი, იგივე მეომართა ზედამხედველი, მეფესთან დაახლოებული+ ქალაქში მყოფი შვიდი კაცი, მხედართმთავრის მწერალი, რომელიც იმ მიწაზე მცხოვრებ ხალხს კრებდა ჯარისთვის, და იმ მიწაზე მცხოვრები სამოცი კაცი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ.+ 26  წაიყვანა ისინი მცველთა უფროსმა, ნებუზარადანმა,+ და მიჰგვარა ბაბილონის მეფეს რიბლაში.+ 27  დაჰკრა მათ+ და დახოცა ისინი ბაბილონის მეფემ რიბლაში,+ ხამათის+ მიწაზე. ასე გადაასახლეს იუდა თავისი მიწიდან.+ 28  აი ხალხი, რომელიც გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა: მეშვიდე წელს — სამი ათას ოცდასამი იუდეველი;+ 29  ნაბუქოდონოსორის მეფობის მეთვრამეტე წელს+ — რვაას ოცდათორმეტი სული იერუსალიმიდან; 30  ნაბუქოდონოსორის მეფობის ოცდამესამე წელს მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა გადაასახლა იუდეველები — შვიდას ორმოცდახუთი სული;+ მთლიანობაში ოთხი ათას ექვსასი სული გადაასახლეს. 31  იუდას მეფე იეჰოიაქინის+ გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წელს, მეთორმეტე თვის ოცდამეხუთე დღეს, ბაბილონის მეფე ევილ-მეროდაქმა თავისი გამეფების წელს თავი აუწია+ იუდას მეფე იეჰოიაქინს და საპყრობილიდან გამოიყვანა. 32  კარგად ელაპარაკა მას და ბაბილონში მასთან მყოფ სხვა მეფეებზე მაღლა დაუდგა ტახტი.+ 33  გაიხადა მან პატიმრის ტანსაცმელი+ და მის წინაშე ჭამდა+ პურს მთელი სიცოცხლე.+ 34  ყოველდღიურად ეძლეოდა მას სარჩო ბაბილონის მეფისგან, სიკვდილის დღემდე,+ მთელი სიცოცხლე.

სქოლიოები

თითის დადება უდრის 1,85 სანტიმეტრს.