არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 51:1—64

51  აი რას ამბობს იეჰოვა: „გამანადგურებელ ქარს+ აღვძრავ ბაბილონის წინააღმდეგ+ და ლებ-კამაის* მცხოვრებთა წინააღმდეგ.  გამნიავებლებს გავუგზავნი ბაბილონს და გაანიავებენ მას, დააცარიელებენ+ მის მიწას, რადგან ყოველი მხრიდან მოადგებიან მას უბედურების დღეს.+  ნუ მოზიდავს მშვილდს მშვილდის მომზიდველი.+ ნურავინ წამოდგება ჯავშნით. ნუ შეიბრალებთ მის ჭაბუკებს;+ გასანადგურებლად განაწესეთ მთელი მისი ჯარი.+  დაეცემიან დახოცილები ქალდეველთა+ მიწაზე და განგმირულები — მის ქუჩებში.+  არ დაუქვრივებია ისრაელი და იუდა+ თავიანთ ღმერთს, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას.+ ისრაელის წმინდის თვალში ქალდეველთა მიწა სავსეა დანაშაულით.+  გაიქეცით ბაბილონიდან,+ გადაირჩინეთ თქვენ-თქვენი სულები.+ უსიცოცხლონი ნუ გახდებით მისი დანაშაულის+ გამო, რადგან ეს იეჰოვას შურისძიების დროა;+ სამაგიეროს უხდის მას.+  იეჰოვას ხელში ოქროს თასი იყო ბაბილონი,+ მთელი დედამიწის დამათრობელი;+ მისი ღვინით თვრებოდნენ+ ხალხები, ამიტომაც იქცევიან შეშლილებივით.+  მოულოდნელად დაეცა ბაბილონი და დაიმტვრა.+ იღრიალეთ+ მის გამო, ბალზამი აიღეთ მისი ტკივილის დასაამებლად,+ იქნებ განიკურნოს“.  „ვმკურნალობდით ბაბილონს, მაგრამ არ იკურნებოდა. თავი დაანებეთ,+ თითოეული ჩვენ-ჩვენს ქვეყანაში წავიდეთ,+ რადგან ცას მისწვდა მისი განაჩენი, ღრუბლიან ცამდე ავიდა.+ 10  სიმართლეს მოიმოქმედებს იეჰოვა ჩვენთვის.+ მოდით, სიონში ვილაპარაკოთ ჩვენი ღვთის, იეჰოვას საქმეზე“.+ 11  „წამახეთ ისრები,+ ამოეფარეთ მრგვალ ფარებს. იეჰოვამ აღძრა მიდიელთა+ მეფეების სული, რადგან ბაბილონის განადგურება აქვს ჩაფიქრებული.+ იეჰოვას შურისძიებაა ეს, შურისძიება მისი ტაძრისთვის.+ 12  ნიშანი აღმართეთ+ ბაბილონის გალავნის წინააღმდეგ, გაამაგრეთ დაცვა,+ დააყენეთ გუშაგები, მზად გყავდეთ ჩასაფრებულები,+ რადგან განიზრახა იეჰოვამ და შეასრულებს იმას, რაც წარმოთქვა ბაბილონელებზე“.+ 13  „დიდ წყლებზე დამკვიდრებულო ქალო,+ დიდი განძის მფლობელო,+ მოაწია შენმა აღსასრულმა,+ ბოლო მოეღო შენს მოგებას.+ 14  საკუთარი სული დაიფიცა ლაშქართა ღმერთმა იეჰოვამ,+ აგავსებო ხალხით, როგორც კალიებით,+ და ისინი ყიჟინას დასცემენო+ შენზე. 15  თავისი ძლიერებით შექმნა მან დედამიწა,+ სიბრძნით+ განამტკიცა ნაყოფის მომცემი მიწა+ და გამჭრიახობით+ გადაჭიმა ცა.+ 16  მის ხმაზე წყალი ხმაურობს ცაში, ორთქლი ამოჰყავს დედამიწის კიდიდან,+ წყლის კარიბჭეებს უდგენს წვიმას+ და თავისი საცავებიდან გამოჰყავს ქარი. 17  უგუნურად იქცევიან, უცოდინარებივით.+ ყველა მჭედელი შერცხვება გამოსახულების+ გამო, რადგან სიცრუეა+ მათი ჩამოსხმული ქანდაკებები და სული არ არის მათში.+ 18  ფუჭი+ და დასაცინი+ არიან ისინი. დაიღუპებიან განკითხვისას.+ 19  იაკობის წილი* კი მათ არ ჰგავს,+ რადგან ის ყველაფრის შემქმნელია,+ თავისი მემკვიდრეობის კვერთხისაც;+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი“.+ 20  „ხელკეტი ხარ ჩემს ხელში, საომარი იარაღი,+ შენით შევმუსრავ ხალხებს, შენით მოვსპობ სამეფოებს, 21  შენით შევმუსრავ ცხენსა და მხედარს, შენით შევმუსრავ ეტლსა და მეეტლეს,+ 22  შენით შევმუსრავ კაცსა და ქალს, შენით შევმუსრავ მოხუცსა და ყმაწვილს, შენით შევმუსრავ ჭაბუკსა და ქალწულს, 23  შენით შევმუსრავ მწყემსსა და მის ფარას, შენით შევმუსრავ მიწათმოქმედსა და მის წყვილად შებმულ პირუტყვს, შენით შევმუსრავ გამგებლებსა და მმართველებს. 24  სამაგიეროს გადავუხდი ბაბილონსა და ქალდეის ყველა მკვიდრს მთელი იმ ბოროტების გამო, რომელიც ჩაიდინეს სიონში თქვენ თვალწინ“,+ — ამბობს იეჰოვა. 25  „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ დამღუპველო მთავ,+ — ამბობს იეჰოვა, — მთელი დედამიწის დამღუპველო.+ ხელს გავიწვდი შენზე, კლდეებიდან დაგაგორებ და გადაბუგულ მთად გაქცევ“.+ 26  „ქვასაც კი ვერ აიღებს შენგან ხალხი კუთხის ქვად თუ ქვაკუთხედად,+ რადგან სამარადისოდ გაპარტახდები“,+ — ამბობს იეჰოვა. 27  „აღმართეთ ნიშანი მიწაზე,+ ჩაჰბერეთ საყვირს ხალხთა შორის. გაამზადეთ*+ მის წინააღმდეგ ხალხები. მოუხმეთ მის წინააღმდეგ არარატის,+ მინისა და აშქენაზის+ სამეფოებს. მის წინააღმდეგ დააყენეთ ჯარის შემკრები. გამოიყვანეთ ცხენები+ ბუსუსებიანი კალიებივით. 28  გაამზადეთ მის წინააღმდეგ ხალხები, მიდიის მეფეები,+ მისი გამგებლები, მისი მმართველები და მთელი მათი სამფლობელო. 29  შეიძრას დედამიწა და მწვავე ტკივილები დაეწყოს,+ რადგან ბაბილონის წინააღმდეგ აქვს იეჰოვას განზრახვა, რათა გამაოგნებლად აქციოს და გააუკაცრიელოს ბაბილონის მიწა.+ 30  ბრძოლა შეწყვიტეს ბაბილონის ძლიერებმა; სიმაგრეებში სხედან. დაილია მათი ძალა,+ ქალებივით გახდნენ.+ გადამწვარია მისი საცხოვრებლები, დამტვრეულია მისი ურდულები.+ 31  მალემსრბოლი მალემსრბოლის შესახვედრად გარბის, მაცნე — მაცნის შესახვედრად,+ რათა აცნობოს ბაბილონის მეფეს, რომ ყოველი მხრიდან დაპყრობილია მისი ქალაქი,+ 32  დაიკავეს ფონი,+ გადაწვეს ჭილის ნავები და შეძრწუნებულნი არიან მეომრები“.+ 33  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „კალოსა ჰგავს ბაბილონის ასული.+ დროა მაგრად დაიტკეპნოს. ცოტაც და მისი მკის დროც დადგება“.+ 34  «შემჭამა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა,+ თავგზა ამიბნია; ცარიელ ჭურჭლად მაქცია; როგორც დიდმა გველმა,+ ისე გადამყლაპა, ჩემი ძვირფასეულობით აივსო მუცელი, ჩამომრეცხა. 35  „ისეთივე ძალადობით მოექცნენ ბაბილონს, როგორითაც მე მომექცნენ!“ — იტყვის სიონის მკვიდრი ქალი.+ „ქალდეის მკვიდრებზე იყოს ჩემი სისხლი!“ — იტყვის იერუსალიმი».+ 36  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „მე განვიხილავ შენს სასამართლო საქმეს+ და შურს ვიძიებ+ შენ გამო. ამოვაშრობ მის ზღვას და დავაშრობ მის ჭებს.+ 37  ქვების გროვად იქცევა ბაბილონი,+ ტურების ბუნაგად,+ გაოგნდებიან და სტვენას მოჰყვებიან მისი შემხედვარენი, არავინ იცხოვრებს იქ.+ 38  ყველანი ერთად იღრიალებენ ფაფრიანი ლომებივით, ლომის ბოკვრებივით დაიწყებენ ბრდღვინვას“. 39  „როცა გახურდებიან, ნადიმს გავუმართავ და დავათრობ, რათა გაიხარონ;+ მარადიული ძილით დაიძინებენ და ვერ გამოიღვიძებენ,+ — ამბობს იეჰოვა. — 40  დასაკლავად ჩავიყვან მათ, როგორც ვერძებს, როგორც ერკემლებსა და ვაცებს“.+ 41  „ო, როგორ დაიპყრეს შეშაქი+ და როგორ დაატყვევეს მთელი დედამიწის ქება!+ როგორ გაოგნდნენ ხალხები+ ბაბილონის შემხედვარე! 42  ზღვამ გადაუარა ბაბილონს, მრავალმა ტალღამ დაფარა.+ 43  მისმა ქალაქებმა ხალხი გააოგნა, უწყლო მიწად და ხრიოკად იქცა ისინი.+ მისი ქალაქები იქცა მიწად, სადაც არავინ იცხოვრებს, კაციშვილი არ გაივლის მათზე.+ 44  განვიკითხავ ბელს*+ ბაბილონში და პირიდან ამოვანთხევინებ იმას, რაც ჩაყლაპა.+ აღარ იდინებენ მისკენ ხალხები.+ ბაბილონის გალავანიც დაეცემა.+ 45  გამოდი მისგან, ჩემო ხალხო,+ და გადაირჩინეთ+ თქვენ-თქვენი სულები იეჰოვას მრისხანებისგან.+ 46  თუ არადა, შეგიდრკებათ გული+ და შეგეშინდებათ იმ ამბისა, რომელსაც გაიგებთ ამ მიწაზე. ერთ წელიწადში მოვა ამბავი, მას შემდეგ, მომდევნო წელს კი — სხვა ამბავი, და იქნება ძალადობა დედამიწაზე და მმართველი მმართველის წინააღმდეგ გამოვა. 47  ამიტომ, აი, დადგება დრო, როცა განვიკითხავ ბაბილონის ქანდაკებებს;+ მთელი მისი მიწა შერცხვება და მისი ხალხი დახოცილი ეყრება იქ.+ 48  სიხარულით შესძახებენ+ ბაბილონის გამო ცა და მიწა და ყველაფერი, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან მოვლენ მისი მძარცველები,+ — ამბობს იეჰოვა. — 49  როგორც ბაბილონმა დასცა ისრაელის დახოცილები,+ ისე დაეცნენ ბაბილონში მთელი დედამიწის დახოცილები.+ 50  მახვილსგადარჩენილნო, იარეთ, ნუ გაჩერდებით.+ შორიდანვე გახსოვდეთ იეჰოვა+ და გულში გქონდეთ იერუსალიმი“.+ 51  „შერცხვენილები ვართ,+ რადგან შეურაცხყოფას ვისმენთ.+ დამცირებამ დაგვიფარა სახე,+ რადგან უცხოები გამოვიდნენ იეჰოვას სახლის წმინდა ადგილების წინააღმდეგ“.+ 52  „ამიტომ, აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა განვიკითხავ მის ქანდაკებებს+ და აკვნესდებიან განგმირულები მთელ მის მიწაზე“.+ 53  „ცაშიც რომ ავიდეს ბაბილონი+ და მიუწვდომელ სიმაღლეს მიაღწიოს მისმა ძლიერებამ,+ მძარცველებს მოვუვლენ მას“,+ — ამბობს იეჰოვა. 54  „ისმინეთ! ყვირილი ისმის ბაბილონიდან,+ დიდი დაცემის ხმა — ქალდეველთა+ მიწიდან, 55  რადგან ძარცვავს იეჰოვა ბაბილონს. ის ჩაახშობს იქ დიდ ხმას,+ მათი ტალღები დიდი წყლებივით აბობოქრდება+ და გაისმება მათი ხმაური. 56  რადგან დაესხმება მას, ბაბილონს, მძარცველი;+ შეიპყრობენ მის ძლიერებს.+ დაილეწება მათი მშვილდები,+ რადგან იეჰოვა შურისგების ღმერთია+ და სამაგიეროს მიუზღავს მათ.+ 57  დავათრობ მის მთავრებს, მის ბრძენკაცებს, მის გამგებლებს, მმართველებსა და მის ძლიერებს.+ მარადიული ძილით დაიძინებენ და ვერ გამოიღვიძებენ“,+ — ამბობს მეფე,+ რომლის სახელიც ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა.+ 58  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „თუმცა განიერია ბაბილონის გალავანი, მაინც დაინგრევა;+ თუმცა მაღალია მისი კარიბჭეები, ცეცხლს მიეცემა.+ ტყუილუბრალოდ იშრომებენ ხალხები+ და ცეცხლისთვის იშრომებენ ერები,+ ქანცს გაიწყვეტენ“. 59  სიტყვა უბრძანა იერემია წინასწარმეტყველმა სერაიას, მახსეიას+ ძის ნერიას ძეს,+ როცა ის იუდას მეფე ციდკიას მეფობის მეოთხე წელს მასთან ერთად წავიდა ბაბილონში (სერაია სამეფო კარის მესაწოლე იყო). 60  იერემიამ ერთ წიგნში+ ჩაწერა ყველა ის უბედურება, რაც ბაბილონს უნდა დასტყდომოდა, ბაბილონზე ნათქვამი ყველა ეს სიტყვა. 61  უთხრა იერემიამ სერაიას: «როგორც კი ჩახვალ ბაბილონში და დაინახავ მას, ხმამაღლა წაიკითხე ყველა ეს სიტყვა.+ 62  თქვი: „ო, იეჰოვა, შენ ლაპარაკობ ამ ადგილზე, რომ მოსპო ის და არავინ იცხოვროს იქ,+ არც ადამიანმა და არც პირუტყვმა, და სამარადისოდ გაპარტახდეს“. 63  როცა დაამთავრებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი მას ქვა, შუაგულ ევფრატში+ ჩააგდე 64  და თქვი: „ასე ჩაიძირება და აღარასოდეს აღდგება ბაბილონი იმ უბედურების გამო, რომელსაც დავატეხ მას;+ ქანცს გაიწყვეტენ ისინი“».+ აქამდეა იერემიას სიტყვები.

სქოლიოები

ქალდეის (ბაბილონის) ერთ-ერთი სავარაუდო სახელი.
იაკობის წილში იგულისხმება ღმერთი.
სიტყვასიტყვით — განწმინდეთ.
ბაბილონელთა ღვთაება.