წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 50:1—46

50  სიტყვა, რომელიც წარმოთქვა იეჰოვამ ბაბილონის,+ ქალდეველთა+ მიწის შესახებ, იერემია წინასწარმეტყველის პირით:  «თქვით ეს ხალხებში და გამოაცხადეთ,+ ნიშანი აღმართეთ,+ გამოაცხადეთ, არაფერი დამალოთ, თქვით: „დაპყრობილია ბაბილონი,+ შერცხვენილია ბელი*,+ შეძრწუნებულია მეროდაქი, შერცხვენილია მისი ქანდაკებები,+ შეძრწუნებულია მისი ნეხვიანი კერპები“.  რადგან მის წინააღმდეგ მოდის ხალხი ჩრდილოეთიდან.+ ის გამაოგნებლად აქცევს მის მიწას და აღარავინ იცხოვრებს იქ.+ გაქცეულია კაციცა და პირუტყვიც;+ აღარ არიან ისინი».+  «იმ დღეებში და იმ დროს,+ — ამბობს იეჰოვა, — ისრაელის ძეები იუდას ძეებთან ერთად მოვლენ.+ ტირილით ივლიან+ და იეჰოვას, თავიანთ ღმერთს დაუწყებენ ძებნას.+  სიონისკენ იბრუნებენ პირს, კითხვა-კითხვით დაადგებიან მისკენ მიმავალ გზას+ და იტყვიან, მოდით, შევუერთდეთ იეჰოვას მარადიული შეთანხმებით, რომელიც დავიწყებას არ მიეცემაო.+  ჩემი ხალხი იქცა ცხვრის ფარად, რომელიც იღუპება;+ მათივე მწყემსები ახეტიალებენ მათ,+ უაზროდ დაატარებენ მთებში.+ ერთი მთიდან მეორე მთაზე გადადიან და ერთი გორიდან — მეორე გორაზე. დაივიწყეს თავიანთი მოსასვენებელი ადგილი.+  მათი მპოვნელები ჭამენ მათ+ და მათი მტრები ამბობენ:+ „არ ვიქნებით დამნაშავენი,+ რადგან შესცოდეს იეჰოვას — სიმართლის სამყოფელს+ და მათი მამა-პაპის იმედს,+ იეჰოვას“».  „გაიქეცით ბაბილონიდან, წადით ქალდეველთა მიწიდან,+ გახდით ფარის წინამძღოლი ცხოველივით.+  აი, ბაბილონის წინააღმდეგ ჩრდილოეთის მიწიდან+ აღვძრავ და გამოვიყვან დიდი ხალხების კრებულს და მის წინააღმდეგ დაეწყობიან ისინი.+ იქიდან დაიპყრობენ მას.+ მათი ისრები ჰგავს ძლიერი კაცის ისრებს, რომლებიც შვილებს უხოცავს მშობლებს, არ ბრუნდება ის უკან მიზნის მიუღწევლად.+ 10  ნადავლად იქცევა ქალდეა.+ გაძღებიან მისი მძარცველები“,+ — ამბობს იეჰოვა. 11  „ხარობდით+ და მხიარულობდით, როცა ძარცვავდით ჩემს მემკვიდრეობას.+ კუნტრუშებდით, როგორც დეკეული ქორფა ბალახზე,+ ულაყებივით ჭიხვინებდით.+ 12  შერცხვა დედათქვენი.+ გაწბილებულია თქვენი მშობელი დედა.+ აი, ყველაზე მდაბიოა ის ხალხებს შორის, უწყლო უდაბნო და ხრიოკია.+ 13  იეჰოვას რისხვის გამო გაუკაცრიელდება+ ის და მთლიანად გაპარტახდება.+ ვინც ბაბილონს ჩაუვლის, გაოგნებული შეხედავს მას და სტვენას მოჰყვება მთელი მისი უბედურების გამო.+ 14  დაეწყვეთ ბაბილონის წინააღმდეგ ყოველი მხრიდან,+ მშვილდის მომზიდველებო,+ ესროლეთ მას,+ არ დაზოგოთ ისრები, რადგან იეჰოვას შესცოდა მან!+ 15  საომარი ყიჟინა დაეცით მის წინააღმდეგ ყოველი მხრიდან.+ ჩამოშვებული აქვს ხელები,+ ეცემა მისი სვეტები და ინგრევა მისი გალავნები,+ რადგან იეჰოვას შურისძიებაა ეს.+ შური იძიეთ მასზე; როგორც თვითონ იქცეოდა, ისე მოექეცით მას.+ 16  მოსპეთ მთესველი ბაბილონში+ და მკის დროს ნამგლის დამჭერი. სასტიკი მახვილის გამო თითოეული თავის ხალხს დაუბრუნდება, თითოეული თავის ქვეყანაში გაიქცევა.+ 17  დაფანტული ცხვარია+ ისრაელი; ლომები ფანტავენ+ მას. პირველად ასურეთის მეფემ შთანთქა+ ის, ახლა კი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი უხრავს ძვლებს.+ 18  ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: აი, განვიკითხავ ბაბილონის მეფესა და მის მიწას, ისევე როგორც ასურეთის+ მეფე განვიკითხე. 19  დავაბრუნებ ისრაელს თავის საძოვარზე,+ მოძოვს ის ქარმელსა+ და ბაშანში,+ გაძღება მისი სული ეფრემისა+ და გალაადის+ მთიან მხარეში“. 20  „იმ დღეებში და იმ დროს,+ — ამბობს იეჰოვა, — დაუწყებენ ძებნას ისრაელის დანაშაულს,+ მაგრამ აღარ იქნება ის; იუდას ცოდვებს+ — მაგრამ ვერ იპოვიან მათ, რადგან ვაპატიებ მათ, ვისაც დავტოვებ“.+ 21  „გამოდი მერათაიმის მიწისა და ფეკოდის+ მკვიდრთა წინააღმდეგ.+ გაიჟლიტონ და განადგურდნენ ისინი, — ამბობს იეჰოვა, — ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გიბრძანე.+ 22  ბრძოლის ხმაა ქვეყანაში და დიდი დაქცევა.+ 23  ო, როგორ მოიკვეთა და გადატყდა+ მთელი ქვეყნის ურო!+ ო, რა გამაოგნებელი გახდა ბაბილონი ხალხთა შორის!+ 24  მახე დაგიგე და შენც გაები, ბაბილონო, ისე, რომ ვერც მიხვდი.+ გიპოვეს და შეგიპყრეს კიდეც, რადგან იეჰოვას წინააღმდეგ გამოდიოდი.+ 25  ხსნის იეჰოვა თავის საცავს და გამოაქვს თავისი რისხვის იარაღები.+ საქმე აქვს უზენაეს+ უფალს, ლაშქართა ღმერთ იეჰოვას, ქალდეველთა+ მიწაზე. 26  მიდი მასთან შორეთიდან;+ გააღე მისი ბეღლები.+ ზვინის დამდგმელებივით+ ააზვინე ის და გასანადგურებლად+ განაწესე. არავინ დარჩეს მას.+ 27  გაუჟლიტე ყველა მოზვერი,+ სასაკლაოზე ჩავიდნენ ისინი!+ ვაი მათ, რადგან დადგა მათი დღე, მათი განკითხვის დრო!+ 28  ისმის ბაბილონიდან+ გაქცეულთა და თავდაღწეულთა ხმა, რათა ამცნონ სიონში ჩვენი ღვთის, იეჰოვას შურისძიების,+ თავისი ტაძრის გამო შურისძიების შესახებ.+ 29  მოუხმეთ მშვილდოსნებს ბაბილონის წინააღმდეგ, ყველას, მშვილდის მომზიდველს.+ დაბანაკდით მის გარშემო, ნურავინ დააღწევს თავს იქიდან!+ მიუზღეთ მას მისი ნამოქმედარისამებრ,+ მისი საქმეებისამებრ მოექეცით,+ რადგან იეჰოვას, ისრაელის წმინდას გაუკადნიერდა.+ 30  ამიტომაც დაეცემიან მოედნებზე+ მისი ჭაბუკები, იმ დღეს დადუმდება ყველა მისი მეომარი“,+ — ამბობს იეჰოვა. 31  „აი, შენ წინააღმდეგ გამოვდივარ,+ კადნიერებავ,+ — ამბობს უზენაესი+ უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — რადგან დადგება შენი დღე, დრო, როცა განგიკითხავ. 32  წაიბორძიკებს და დაეცემა კადნიერება+ და არავინ ეყოლება წამომყენებელი.+ ცეცხლს გავაჩაღებ მის ქალაქებში და შთანთქავს ის მთელ მის შემოგარენს“.+ 33  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „ისრაელის ძეები და იუდას ძეები დაჩაგრულნი არიან, შეიპყრეს ისინი მათმა დამატყვევებლებმა,+ არ უნდათ მათი გაშვება.+ 34  მაგრამ ძლიერია მათი გამომსყიდველი,+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+ ის განიხილავს მათ სასამართლო საქმეს,+ რომ შვება მისცეს მათ მიწას+ და შეაშფოთოს ბაბილონის მცხოვრებნი“.+ 35  „მახვილია ქალდეველთა+ წინააღმდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ბაბილონის მკვიდრთა,+ მის მთავართა+ და მის ბრძენთა წინააღმდეგ.+ 36  მახვილია ფუჭად მოლაპარაკეთა+ წინააღმდეგ — უგუნურად მოიქცევიან+ ისინი. მახვილია მის ძლიერ კაცთა+ წინააღმდეგ — შეძრწუნდებიან+ ისინი. 37  მახვილია მათი ცხენებისა+ და საომარი ეტლების წინააღმდეგ, მახვილია იქ მყოფი მთელი ჭრელი ხალხის წინააღმდეგ+ — ქალებს დაემსგავსებიან+ ისინი. მახვილია მისი განძეულობის+ წინააღმდეგ — გაიძარცვება ის. 38  განადგურებაა მის წყლებზე — დაშრება+ ისინი. ქანდაკებების+ ქვეყანაა ის და შეშლილებივით იქცევიან თავიანთი საზარელი ხილვების გამო. 39  ამიტომ ღრიალა ცხოველებთან ერთად იცხოვრებენ უწყლო მხარის ბინადრები და სირაქლემები დაიბუდებენ+ იქ; აღარ დასახლდება იქაურობა და აღარ ექნება მას სამკვიდრო თაობიდან თაობაში“.+ 40  „როგორც ღვთის მიერ სოდომის, გომორისა+ და მისი მეზობელი ქალაქების+ დამხობის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ისე იქაც არავინ იცხოვრებს და კაციშვილი არ შეეხიზნება მას.+ 41  აი, ხალხი მოდის ჩრდილოეთიდან; დიდი ხალხი+ და დიდი მეფეები+ წამოვლენ დედამიწის კიდეებიდან.+ 42  მშვილდი და ხელშუბი აქვთ მომარჯვებული.+ სასტიკნი არიან და არავის შეიწყალებენ.+ მათი ხმა აღელვებული ზღვის ხმასავითაა,+ ცხენებზე ამხედრდებიან;+ ბაბილონის ასულო, ერთსულოვნად ჩამწკრივებულან შენ წინააღმდეგ საბრძოლველად.+ 43  გაიგო ბაბილონის მეფემ მათი ამბავი+ და ჩამოუშვა ხელები.+ გასაჭირია! მწვავე ტკივილებმა შეიპყრო ის მშობიარე ქალივით.+ 44  აი, ლომივით მივა ის იორდანის პირას გადაჭიმული დიდებული ტევრებიდან მუდმივ საცხოვრებელში,+ მაგრამ მყისვე გავაქცევ მისგან.+ რჩეულს დავაყენებ მასზე.+ ვინ არის ჩემი მსგავსი?!+ ვინ შემომედავება?!+ რომელი მწყემსი დამიდგება წინ?!+ 45  ამიტომ მოისმინეთ ბაბილონის წინააღმდეგ+ მიღებული იეჰოვას გადაწყვეტილება+ და ის, რაც ქალდეველთა მიწის წინააღმდეგ განუზრახავს.+ წაათრევენ ბატკნებს+ და გააპარტახებენ მათ საცხოვრებელს+ მათ გამო. 46  ბაბილონის დაპყრობის ხმაზე შეიძვრება მიწა+ და ყვირილს გაიგონებენ ხალხები“.+

სქოლიოები

ბაბილონელთა ღვთაება.