წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 5:1—31

5  წადით, მოიარეთ იერუსალიმის ქუჩები და ნახეთ, გაიგეთ, ეძებეთ მის მოედნებზე, თუ იპოვით კაცს,+ თუ არის ვინმე, ვინც სამართლიანად იქცევა,+ ვინც ერთგულებას ესწრაფვის,+ და მაშინ ვაპატიებ ამ ქალაქს.  რომც თქვან, ცოცხალიაო იეჰოვა, ისინი აშკარად ცრუდ დაიფიცებენ.+  ო, იეჰოვა, განა თვალს ერთგულებას არ აპყრობ?!+ შენ დაჰკარი მათ,+ მაგრამ ისინი ავად არ გამხდარან.+ შენ შემუსრე ისინი.+ არ სურდათ, ჭკუა ესწავლათ;+ სახეები კლდეზე მეტად გაიმაგრეს;+ უარს ამბობდნენ დაბრუნებაზე.+  ვთქვი: მდაბიონი არიან, უგუნურად მოქმედებდნენ, რადგან უგულებელყვეს იეჰოვას გზა, თავიანთი ღვთის სამართალი.+  წავალ დიდებულებთან და დაველაპარაკები-მეთქი,+ რადგან ისინი ყურადღებას მიაქცევენ იეჰოვას გზას, თავიანთი ღვთის სამართალს;+ ერთად დალეწავენ უღელს, დაწყვეტენ-მეთქი აპეურებს.+  ამიტომაც ესხმით თავს ლომი ტყიდან, უკაცრიელი ველის მგელი ძარცვავს მათ,+ ჯიქი უდარაჯდება მათ ქალაქებს.+ ვინც იქიდან გამოვა, ყველა დაიფლითება, რადგან გამრავლდა მათი ცოდვები და იმატა მათმა ორგულობამ.+  როგორ გაპატიო ეს?! მიმატოვეს შენმა ვაჟებმა და იმას ფიცულობენ,+ რაც ღმერთი არ არის.+ გავაძღე ისინი,+ მათ კი განაგრძეს მრუშობა;+ ჯგუფ-ჯგუფად დადიან მეძავის სახლში.  ძლიერი სათესლეების მქონე ახურებული ცხენებივით არიან. თითოეული თავისი მეგობრის ცოლს შესჭიხვინებს.+  „როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა.+ — როგორ არ ვიძიო* შური ამისთანა ხალხზე?!“+ 10  „დაუარეთ მისი ვაზის მწკრივებს და მოსპეთ,+ მაგრამ ბოლომდე ნუ გაანადგურებთ.+ აყვავებული ლერწები დააცალეთ, ვინაიდან იეჰოვას არ ეკუთვნის ისინი.+ 11  ვერაგულად მექცევა ისრაელის სახლი და იუდას სახლი, — ამბობს იეჰოვა.+ 12  ისინი უარყოფენ იეჰოვას და ამბობენ: არ არისო ის,+ არ გვეწევა უბედურება, არ ვიხილავთო მახვილსა და შიმშილს.+ 13  ქარს ემსგავსებიან წინასწარმეტყველები, ღვთის სიტყვა არ არის მათში.+ მათზევე ახდეს მათი სიტყვები“. 14  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი: „რადგან ამას ამბობენ, აი, ცეცხლად ვაქცევ ჩემს სიტყვებს შენს პირში.+ შეშა იქნება ეს ხალხი და ის შთანთქავს მათ“.+ 15  „ისრაელის სახლო, აი, შორიდან მომყავს ხალხი თქვენ წინააღმდეგ,+ — ამბობს იეჰოვა. — ძველისძველი ხალხია ის,+ ძველი ხალხია, ხალხი, რომლის ენაც არ იცი და რომლის ლაპარაკსაც ვერ გაიგებ. 16  მათი კაპარჭი ღია საფლავივითაა. ყველანი ძლიერი კაცები არიან.+ 17  შეჭამენ შენს მოსავალს და შენს პურს,+ ეს ხალხი შეჭამს შენს ვაჟებსა და ასულებს, შეჭამენ შენს ცხვარ-ძროხას, შეჭამენ შენს ვაზსა და ლეღვს.+ მახვილით შემუსრავენ შენს გამაგრებულ ქალაქებს, რომელთა იმედიც გაქვს“. 18  «იმ დროსაც კი, — ამბობს იეჰოვა, — ბოლომდე არ გაგანადგურებთ.+ 19  იტყვით, რატომ დაგვმართაო ეს ყველაფერი იეჰოვამ, ჩვენმა ღმერთმა?+ შენ კი ეტყვი მათ: „როგორც მე მიმატოვეთ და ემსახურებით უცხო ღმერთს თქვენს ქვეყანაში, ასევე ემსახურებით უცხოებს იმ ქვეყანაშიც, რომელიც თქვენი არ არის“».+ 20  თქვით იაკობის სახლში და გააცხადეთ იუდაში: 21  «ახლა ისმინე, სულელო და უგუნურო* ხალხო:+ თვალები აქვთ მათ და ვერ ხედავენ,+ ყურები აქვთ და არ ესმით.+ 22  „ნუთუ ჩემი არ გეშინიათ,+ — ამბობს იეჰოვა, — არ განიცდით მწვავე ტკივილებს ჩემ გამო,+ რომელმაც ქვიშა დავუდე ზღვას საზღვრად, სამარადისო წესად, რასაც ის ვერ დაარღვევს?! ღელავენ მისი ტალღები, მაგრამ ვერაფერს ხდებიან; ბობოქრობენ, მაგრამ მის იქით ვერ გადადიან.+ 23  ამ ხალხს კი ჯიუტი და ურჩი გული აქვს; გვერდზე გადაუხვიეს და თავიანთი გზით დადიან.+ 24  გულშიც არ ამბობენ, ახლა გვეშინოდესო იეჰოვასი, ჩვენი ღვთისა,+ რომელიც გვაძლევს კოკისპირულ წვიმას, შემოდგომის წვიმას და გაზაფხულის წვიმას თავის დროზე,+ და რომელიც მკის კვირებსაც კი იცავსო ჩვენთვის.+ 25  თქვენი დანაშაულის გამო შებრუნდა ეს ყველაფერი და თქვენი ცოდვების გამო შეკავდა თქვენთვის ყოველივე კარგი.+ 26  ჩემს ხალხს შორის ბოროტი ხალხია.+ ისინი ყურადღებით იცქირებიან, როგორც ჩიტების დასაჭერად ჩასაფრებული მონადირეები.+ დამღუპველ მახეს აგებენ; ადამიანებს იჭერენ. 27  როგორც გალიაა ფრინველებით სავსე, ისე მათი სახლებია სიცრუით სავსე.+ ამიტომ არიან განდიდებულნი და გამდიდრებულნი.+ 28  გასუქებულნი+ და გაპრიალებულნი არიან, სავსენი ბოროტებით. ხელი რომ მოემართოთ,+ არ არჩევენ სასამართლო საქმეს,+ უმამო ბავშვისთვისაც კი;+ არ განიხილავენ ღარიბთა საქმეს“». 29  „როგორ არ მოვკითხო ამისთვის პასუხი?! — ამბობს იეჰოვა. — როგორ არ იძიოს შური ჩემმა სულმა ამისთანა ხალხზე?!+ 30  გამაოგნებელი მდგომარეობაა, საშინელება ხდება ქვეყანაში:+ 31  წინასწარმეტყველები სიცრუეს წინასწარმეტყველებენ,+ მღვდლები კი თავიანთი ძალაუფლებით ბატონობენ,+ და ჩემს ხალხს უყვარს ეს,+ მაგრამ რას იზამთ მაშინ, როცა ეს დასრულდება?!“+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — იძიოს ჩემმა სულმა. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
სიტყვასიტყვით — უგულო ან ცუდი ზრახვების მქონე.