წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 47:1—7

47  იეჰოვას ეს სიტყვა გამოეცხადა იერემია წინასწარმეტყველს ფილისტიმელებზე,+ ვიდრე ფარაონი დაამარცხებდა ღაზას.+  აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, წყლები მოედინება+ ჩრდილოეთიდან+ და წამლეკავ მდინარედ იქცევა. დატბორავს მიწას და ყველაფერს, რაც მასზეა, ქალაქსა და მის მკვიდრთ.+ აყვირდება ხალხი და იღრიალებს ყველა,+ ვინც იმ მიწაზე ცხოვრობს.  აღარ მობრუნდებიან მამები ვაჟებისკენ მისი ულაყების თქარუნზე,+ საბრძოლო ეტლების გრიალზე+ და ბორბლების ხმაურზე,+ რადგან ჩამოუშვებენ ხელებს;  ვინაიდან მოდის ფილისტიმელთა ძარცვის დღე,+ რომ მოესპოს ტვიროსსა+ და სიდონს+ ყველა გადარჩენილი შემწე.+ იეჰოვა ძარცვავს კუნძულ ქაფთორიდან+ წამოსულ ფილისტიმელთა დარჩენილ ნაწილს.+  გაქაჩლდა+ ღაზა,+ დადუმდა აშკელონი.+ როდემდე დაისერავთ თავს, მათ ველზე დარჩენილებო?!+  იეჰოვას მახვილო,+ როდისღა გაჩერდები?! ჩაეგე ქარქაშში,+ დამშვიდდი და დადუმდი.  როგორ გაჩერდეს, როცა თვით იეჰოვამ უბრძანა?! აშკელონისა და ზღვისპირეთისთვისაა ის.+ მან იქაურობისთვის განაწესა ის“.

სქოლიოები