წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 42:1—22

42  ჯარის ყველა მეთაური, იოხანანი,+ კარეახის ძე, იეზანია*,+ ჰოშაიას ძე,+ და მთელი ხალხი დიდიან-პატარიანად მივიდნენ  და სთხოვეს იერემია წინასწარმეტყველს: „შეისმინე ჩვენი ვედრება და ლოცვით მიმართე იეჰოვას, შენს ღმერთს, ჩვენთვის,+ ამ დარჩენილი ხალხისთვის, რადგან ბევრნი ვიყავით და ცოტანიღა დავრჩით,+ როგორც თავადაც ხედავ;  გვითხრას იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, რა გზით ვიაროთ და როგორ მოვიქცეთ“.+  მიუგო მათ იერემია წინასწარმეტყველმა: „კეთილი, ლოცვით მივმართავ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, თქვენი სიტყვისამებრ;+ გეტყვით ყველა სიტყვას, რითაც იეჰოვა გიპასუხებთ,+ არაფერს დაგიმალავთ“.+  მათ კი მიუგეს იერემიას: „იეჰოვა იყოს ჭეშმარიტი და ერთგული მოწმე ჩვენ წინააღმდეგ,+ თუ ზუსტად არ მოვიქცევით ყველა იმ სიტყვისამებრ, რითაც იეჰოვა, შენი ღმერთი, გამოგგზავნის ჩვენთან.+  კარგი იქნება თუ ცუდი, დავემორჩილებით იეჰოვას, ჩვენი ღვთის ხმას, რომელთანაც გგზავნით, რათა ხელი მოგვემართოს იეჰოვას, ჩვენი ღვთის ხმის მორჩილებით“.+  ათი დღის შემდეგ იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას.+  მოუხმო მან იოხანანს, კარეახის ძეს, მასთან ერთად მყოფ ჯარის ყველა მეთაურს და მთელ ხალხს დიდიან-პატარიანად,+  და უთხრა მათ: «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რომელთანაც გამგზავნეთ თქვენი ვედრების გადასაცემად:+ 10  „თუ იცხოვრებთ ამ მიწაზე,+ მეც აგაშენებთ და არ დაგაქცევთ, დაგრგავთ და არ ამოგძირკვავთ,+ რადგან ვინანებ იმ უბედურების გამო, რომელიც დაგმართეთ.+ 11  ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფის, რომლის შიშიც გაქვთ.+ ნუ შეგეშინდებათ მისი,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან თქვენთანა ვარ, რომ გადაგარჩინოთ და გიხსნათ მისი ხელიდან.+ 12  წყალობას გიყოფთ მე; ის შეგიწყალებთ და დაგაბრუნებთ თქვენს მიწაზე.+ 13  მაგრამ თუ იტყვით, არ ვიცხოვრებთო ამ მიწაზე, რომ არ დაემორჩილოთ იეჰოვას, თქვენი ღვთის, ხმას,+ 14  და იტყვით: ეგვიპტეში წავალთ,+ სადაც არც ომს ვიხილავთ, არც საყვირის ხმას გავიგონებთ და არც პური მოგვშივდება, იქ ვიცხოვრებთო,+ 15  მაშინ ისმინეთ იეჰოვას სიტყვა, იუდადან დარჩენილებო, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: თუ პირს იბრუნებთ ეგვიპტისკენ, წახვალთ იქ და მას შეეხიზნებით,+ 16  მაშინ ეგვიპტის მიწაზე მოგწვდებათ მახვილი,+ რომელიც გაშინებთ, და ფეხდაფეხ დაგედევნებათ ეგვიპტეში შიმშილი,+ რომლის შიშიც გაქვთ, და იქ დაიხოცებით.+ 17  ყველა, ვინც პირს იბრუნებს ეგვიპტისკენ, რომ შეეხიზნოს მას, მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცება;+ ვერავინ გადაურჩება და ვერავინ დააღწევს თავს უბედურებას, რომელსაც მოვაწევ მათზე“.+ 18  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „როგორც იერუსალიმის მკვიდრებზე გადმოვღვარე ჩემი რისხვა და მრისხანება,+ ისევე გადმოვღვრი ჩემს რისხვას თქვენზე, რადგან ეგვიპტეში მიდიხართ. დაგწყევლიან, გაოგნდებიან, შეგაჩვენებენ, სასირცხვილო გახდებით+ და ვეღარ იხილავთ ამ ადგილს“.+ 19  იუდადან დარჩენილებო, იეჰოვა ლაპარაკობს თქვენ წინააღმდეგ, არ წახვიდეთ ეგვიპტეში!+ იცოდეთ, თქვენ წინააღმდეგ ვამოწმებ დღეს,+ 20  რომ დანაშაულს სჩადიხართ თქვენი სულების წინააღმდეგ;+ თქვენ თვითონ გამგზავნეთ იეჰოვასთან, თქვენს ღმერთთან, და მითხარით, ლოცვით მიმართე იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, და გვითხარი ყველაფერი, რასაც იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იტყვის და შევასრულებთო.+ 21  ამას გეუბნებით დღეს, მაგრამ თქვენ არ დაემორჩილებით იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას და არც იმას, რითაც გამომგზავნა თქვენთან.+ 22  იცოდეთ, რომ მახვილით,+ შიმშილითა და ჭირით დაიხოცებით იმ ადგილზე, სადაც ხიზნობა გსურთ».+

სქოლიოები

იგივე იააზანია 2 მფ. 25:23-ში და იგივე აზარია 43:2-ში.