არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 4:1—31

4  «თუ დაბრუნდები, ისრაელო, — ამბობს იეჰოვა, — შეგიძლია დამიბრუნდე.+ თუ ჩემი გულისთვის მოიშორებ სისაძაგლეებს,+ მაშინ აღარ იხეტიალებ.  თუ დაიფიცებ:+ „ცოცხალია იეჰოვა, ჭეშმარიტი,+ სამართლიანი და მართალი!“+ მაშინ მისით იკურთხებიან ხალხები და მისით დაიკვეხნიან ისინი».+  აი რას ეუბნება იეჰოვა იუდას ხალხსა და იერუსალიმს: „დახანით სახნავი მიწა და ეკლებში ნუ დათესავთ.+  წინადაიცვითეთ იეჰოვასთვის, მოიცილეთ გულის ჩუჩა,+ იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამო ცეცხლივით არ გამოვიდეს ჩემი რისხვა და არ აგიზგიზდეს, რასაც ვერავინ ჩააქრობს!“+  თქვით ეს იუდაში და გააცხადეთ იერუსალიმში,+ აუწყეთ და საყვირს ჩაჰბერეთ მთელ ქვეყანაში,+ ხმამაღლა შესძახეთ: „მოგროვდით და შევიდეთ გამაგრებულ ქალაქებში,+  ნიშანი აღმართეთ სიონის მხარეს, თავი შეაფარეთ, ნუ გაჩერდებით!“ ვინაიდან უბედურებასა და დიდ დაცემას ვგზავნი ჩრდილოეთიდან.+  ის გამოდის, როგორც ლომი ტევრიდან;+ დაიძრა ხალხთა გამანადგურებელი.+ გამოვიდა თავისი ადგილიდან, რათა გამაოგნებელი გახადოს შენი ქვეყანა. ნანგრევებად იქცევა შენი ქალაქები და არავინ იცხოვრებს იქ.+  ამიტომ ჯვალო შემოირტყით,+ მკერდში იცემდეთ და ღრიალებდეთ,+ რადგან არ დამცხრალა იეჰოვას რისხვა ჩვენზე.+  „იმ დღეს, — ამბობს იეჰოვა, — გული შეუდრკებათ მეფესა+ და მთავრებს. გაოგნდებიან მღვდლები და გაოცდებიან წინასწარმეტყველები“.+ 10  ვთქვი: „ვაიმე, უზენაესო უფალო იეჰოვა! ნამდვილად ატყუებ ამ ხალხს+ და იერუსალიმს, როცა ეუბნები, მშვიდობა გექნებათო,+ მახვილი კი სულამდე გვწვდება“. 11  იმ დროს ეტყვიან ამ ხალხსა და იერუსალიმს: „უდაბნოს დატკეპნილი გზებიდან მწველი ქარი მოდის+ ჩემი ხალხის ასულთან.+ არც გასანიავებლად მოდის და არც გასასუფთავებლად. 12  იქიდან მთელი ძალით მოდის ქარი ჩემთან. ახლა გამოვუცხადებ მათ ჩემს განაჩენს.+ 13  აი, საწვიმარი ღრუბელივით მოვა მტერი, ქარიშხალივითაა მისი ეტლები;+ მისი ცხენები არწივებზე სწრაფები არიან.+ ვაი ჩვენ, ვიძარცვებით! 14  გული გაისუფთავე, იერუსალიმო, ბოროტებისგან, რათა გადარჩე!+ როდემდე უნდა ბუდობდეს შენში მცდარი აზრები?!+ 15  ხმა მოდის დანიდან+ და რაღაც საზიანოს აცხადებს ეფრემის მთიანი მხარიდან.+ 16  უთხარით ეს ხალხებს, გააცხადეთ ეს იერუსალიმის წინააღმდეგ“. „გუშაგები მოდიან შორეული ქვეყნიდან+ და ხმას იმაღლებენ იუდას ქალაქების წინააღმდეგ. 17  მინდვრის მცველებივით ყოველი მხრიდან შემოადგნენ მას,+ რადგან ის მე მეურჩება,+ — ამბობს იეჰოვა. — 18  შენი გზისა და საქმეების გამო მიიღებ საზღაურს.+ ეს არის უბედურება, რომელიც გეწია; მწარეა ის, რადგან გულამდე გწვდება“. 19  ვაი, ჩემი შიგნეული, ჩემი შიგნეული! მწვავე ტკივილი მაქვს გულში.+ შემეძრა გული,+ ვერ ვდუმდები, რადგან საყვირის დაყვირების ხმა, საბრძოლო განგაში+ ესმის ჩემს სულს. 20  დაცემა დაცემაზე ცხადდება, რადგან იძარცვება მთელი ქვეყანა.+ მოულოდნელად იძარცვება ჩემი კარვები,+ უეცრად — ჩემი კარვის ქსოვილები. 21  როდემდე უნდა ვხედავდე ნიშანს?! როდემდე უნდა მესმოდეს საყვირის ხმა?!+ 22  უგუნურია ჩემი ხალხი;+ ყურადღებას არ მაქცევს.+ უგუნური ვაჟები არიან; გაგების უნარი არა აქვთ.+ ცუდის კეთებაში არიან ბრძენნი, სიკეთის კეთება კი არ იციან.+ 23  შევხედე ამ ქვეყანას და, აი, ცარიელი და უდაბური იყო.+ ცას ავხედე და აღარ ჰქონდა სინათლე.+ 24  მთებს შევხედე და, აი, იძვროდნენ ისინი და ირყეოდნენ გორები.+ 25  შევხედე და, აი, კაციშვილი არ იყო; ცის ყველა ფრინველი გაფრენილიყო.+ 26  შევხედე, და, აი, უდაბნოდ ქცეულიყო ბაღნარი და ყველა მისი ქალაქი დანგრეულიყო.+ ეს იეჰოვას გამო მოხდა, მისი მრისხანების გამო. 27  აი რას ამბობს იეჰოვა: „გაპარტახდება მთელი ქვეყანა.+ განა ბოლომდე არ შევმუსრავ მას?!+ 28  ამიტომ იგლოვებს ქვეყანა+ და მაღლა ცა დაბნელდება.+ ეს იმიტომ, რომ მე ვამბობ, მე ვწყვეტ და არ ვნანობ, არც გადავიფიქრებ.+ 29  მხედრებისა და მშვილდოსნების ხმაზე მთელი ქალაქი გარბის;+ ტევრებში შედიან და კლდეებზე ადიან.+ მიტოვებულია ყველა ქალაქი, არავინ ცხოვრობს იქ“. 30  ალისფერი ტანსაცმლით იმოსებოდი, ოქროს სამკაულებით ირთვებოდი, თვალებს შავი საღებავით იდიდებდი,+ მაგრამ ახლა რაღას იზამ, როცა გაძარცული ხარ?! ფუჭად ილამაზებდი თავს.+ მათ უარგყვეს, ვინც ვნებით ილტვოდა შენკენ, შენს სულს დაეძებენ.+ 31  მესმის ხმა, რომელიც ავადმყოფი ქალის ხმას ჰგავს, პირველად მშობიარე ქალის გაჭირვების ხმას,+ სიონის ასულის ხმას, ძლივს რომ სუნთქავს. ხელებს იშვერს+ ის და ამბობს: „ვაიმე, რადგან სული დამიტანჯეს მკვლელებმა!“+

სქოლიოები