წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 39:1—18

39  იუდას მეფე ციდკიას მეფობის მეცხრე წელს, მეათე თვეს,+ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი მთელი თავისი ჯარით მოადგა იერუსალიმს და ალყა შემოარტყა მას.+  ციდკიას მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს, გატყდა ქალაქი.+  ბაბილონის მეფის ყველა მთავარი შევიდა იქ და დასხდნენ ისინი შუა კარიბჭესთან:+ ნერგალ-შარეცერი, სამგარ-ნებუ, სარსექიმი, რაბსარისი*, რაბმაგი* ნერგალ-შარეცერი და ბაბილონის მეფის ყველა სხვა მთავარი.  როგორც კი იუდას მეფე ციდკიამ და ყველა მეომარმა დაინახეს ისინი, გაიქცნენ+ და ღამით გავიდნენ ქალაქიდან მეფის ბაღის გზით,+ ორმაგი გალავნის კარიბჭის გავლით, და დაადგნენ არაბას+ გზას.  დაედევნა მათ ქალდეველთა ჯარი+ და დაეწია ციდკიას იერიხონის ხრიოკ ველზე.+ აიყვანეს ის და მიჰგვარეს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს რიბლაში,+ ხამათის მიწაზე,+ რომ მას განაჩენი გამოეტანა მისთვის.+  რიბლაში ბაბილონის მეფემ თვალწინ+ დაუხოცა+ ვაჟები ციდკიას და დახოცა იუდას ყველა წარჩინებული;+  ციდკია კი დააბრმავა+ და სპილენძის ბორკილები დაადო, რომ ბაბილონში წაეყვანა.  ქალდეველებმა გადაწვეს მეფის სასახლე და ხალხის სახლები+ და დაანგრიეს იერუსალიმის გალავანი.+  ნებუზარადანმა,+ მცველთა უფროსმა,+ ქალაქში დარჩენილი ხალხი, მის მხარეზე გადასულები და სხვა დარჩენილი ხალხი ბაბილონში გადაასახლა.+ 10  ზოგიერთები, მდაბიო ხალხი, რომელსაც არაფერი ებადა, ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, იუდას მიწაზე დატოვა,+ მისცა მათ ვენახები და სავალდებულო სამუშაო დააკისრა იმ დღეს.+ 11  ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა, ნებუზარადანის, მცველთა უფროსის პირით ბრძანა იერემიაზე: 12  „წაიყვანე და თვალი გეჭიროს მასზე, ნურაფერს ავნებ.+ როგორც გეტყვის, ისე მოექეცი“.+ 13  ხალხი გაგზავნეს მცველთა უფროსმა ნებუზარადანმა,+ რაბსარისმა ნებუშაზბანმა, რაბმაგმა ნერგალ-შარეცერმა და ბაბილონის მეფის ყველა გავლენიანმა პირმა; 14  გაგზავნეს და მცველების ეზოდან+ მოაყვანინეს იერემია და ჩააბარეს გედალიას,+ შაფანის+ ძის ახიკამის+ ძეს, რათა თავის სახლში წაეყვანა და ხალხთან ერთად ეცხოვრა. 15  იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას, როცა ის მცველების ეზოში+ იყო დამწყვდეული: 16  «წადი და უთხარი ეთიოპ ებედ-მელექს,+ აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „აი, შევასრულებ ჩემს სიტყვებს ამ ქალაქის საუბედუროდ და არა სასიკეთოდ,+ შენ თვალწინ შესრულდება ეს სიტყვები იმ დღეს“.+ 17  „გიხსნი იმ დღეს,+ — ამბობს იეჰოვა, — და არ ჩავარდები მათ ხელში, ვისიც გეშინია.+ 18  გადაგარჩენ და არ დაეცემი მახვილით. ნადავლად შენი სული გექნება,+ რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული,+ — ამბობს იეჰოვა“».

სქოლიოები

სამეფო კარის მთავარი მოხელის ტიტული.
ანუ მთავარი ჯადოქარი (მკითხავი, ასტროლოგი); დიდებულთა მთავარი.