წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 37:1—21

37  ქონიას,+ იეჰოიაკიმის+ ძის ნაცვლად, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გაამეფა იუდას მიწაზე,+ გამეფდა მეფე ციდკია,+ იოშიას+ ძე.  ის, მისი მსახურები და იმ მიწის ხალხი არ ისმენდნენ იეჰოვას სიტყვებს,+ იერემია წინასწარმეტყველის მიერ თქმულს.+  მეფე ციდკიამ იერემია წინასწარმეტყველთან გაგზავნა იეჰუქალი,+ შელემიას ძე, და ცეფანია,+ მღვდელ მაასეიას ძე,+ და შეუთვალა: „გთხოვ, ლოცვით მიმართე ჩვენთვის იეჰოვას, ჩვენს ღმერთს“.+  ხალხს შორის მიმოდიოდა იერემია,+ რადგან ჯერ კიდევ არ ჰყავდათ საპყრობილეში ჩაგდებული.  ფარაონის ჯარი გამოვიდა ეგვიპტიდან.+ ქალდეველებმა, რომლებსაც ალყაში ჰყავდათ მოქცეული იერუსალიმი, გაიგეს ეს ამბავი და გაეცალნენ იერუსალიმს.+  იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემია წინასწარმეტყველს:  «ასე ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, უთხარითო იუდას მეფეს, რომელმაც ჩემთან შესაკითხად გამოგგზავნათ:+ „აი, თქვენ დასახმარებლად გამოსულ ფარაონის ჯარს თავის მიწაზე, ეგვიპტეში, დაბრუნება მოუწევს.+  დაბრუნდებიან ქალდეველები, გაილაშქრებენ ამ ქალაქზე, დაიპყრობენ მას და ცეცხლს მისცემენ“.+  აი რას ამბობს იეჰოვა: „ნუ მოიტყუებთ სულებს იმით,+ რომ ამბობთ, გაგვეცლებიანო ქალდეველები, რადგან არ გაგეცლებიან. 10  თქვენთან მებრძოლი ქალდეველების მთელი ჯარიც რომ დაგემარცხებინათ+ და მათ მხოლოდ განგმირულებიღა დარჩენოდათ,+ მაინც წამოდგებოდა თითოეული თავ-თავის კარავში და გადაწვავდა ამ ქალაქს“». 11  როცა ქალდეველთა ჯარი ფარაონის+ ჯარის გამო გაეცალა იერუსალიმს,+ 12  იერემია იერუსალიმიდან ბენიამინის+ მიწაზე წავიდა თავის ხალხს შორის თავისი წილის მისაღებად. 13  როცა ის ბენიამინის კარიბჭესთან+ მივიდა, იქ დახვდა ზედამხედველი, სახელად ირია, ხანანიას ძის შელემიას ძე. მან შეიპყრო იერემია წინასწარმეტყველი და უთხრა: „შენ ქალდეველების მხარეს გადადიხარ!“ 14  იერემიამ მიუგო: „ტყუილია!+ მე არ გადავდივარ ქალდეველების მხარეს“. მაგრამ ირიამ არ უსმინა მას. შეიპყრო იერემია და მთავრებთან მიიყვანა. 15  მთავრები+ განურისხდნენ იერემიას,+ დაარტყეს+ მას და ჩასვეს საპატიმროში,+ მწერალ იეჰონათანის სახლში,+ რომელსაც საპყრობილედ იყენებდნენ.+ 16  ჩასვეს იერემია ჭის სახლში+ გაკეთებულ დილეგში და თაღოვან ოთახებში. მან მრავალი დღე დაყო იქ. 17  მეფე ციდკიამ მოაყვანინა ის და თავისი სასახლის სამალავში გამოკითხვა დაუწყო.+ ჰკითხა: „არის სიტყვა იეჰოვასგან?“ იერემიამ მიუგო: „არის!“ და უთხრა: „ბაბილონის მეფის ხელში ჩავარდები!“+ 18  იერემიამ ჰკითხა მეფე ციდკიას: „რა შეგცოდეთ შენ, შენს მსახურებსა და ამ ხალხს,+ საპყრობილეში რომ ჩამაგდეთ? 19  ახლა სად არიან თქვენი წინასწარმეტყველები, რომლებიც გიწინასწარმეტყველებდნენ, არ გამოვაო ბაბილონის მეფე თქვენსა და ამ მიწის წინააღმდეგ?!+ 20  გთხოვ, მისმინე, ჩემო მეფე-ბატონო, იქნებ შეისმინო ჩემი ვედრება+ და არ დამაბრუნო მწერალ იეჰონათანის სახლში,+ რომ არ მოვკვდე იქ“.+ 21  მაშინ ბრძანა მეფე ციდკიამ და დაპატიმრებული იერემია მცველების ეზოში გადაიყვანეს;+ თითო მრგვალი პური ეძლეოდა მას ყოველდღიურად მცხობელთა ქუჩიდან,+ სანამ პური არ გამოილია ქალაქში.+ ცხოვრობდა იერემია მცველების ეზოში.+

სქოლიოები