წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 35:1—19

35  იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, დროს:  „წადი რექაბელთა+ სახლში, დაელაპარაკე მათ და მიიყვანე იეჰოვას სახლის ერთ-ერთ სასადილო ოთახში და ღვინო დაალევინე“.  მეც წამოვიყვანე იააზანია, ხაბაცინიას ძის იერემიას ძე, მისი ძმები, ყველა მისი ვაჟი და რექაბელთა მთელი სახლეულობა.  მივიყვანე ისინი იეჰოვას სახლში, ჭეშმარიტი ღვთის კაცის, იგდალიას ძის, ხანანის ძეების სასადილო ოთახში,+ რომელიც მაასეიას, კარის მცველ შალუმის+ ძის, სასადილო ოთახის ზემოთ მდებარე მთავრების სასადილო ოთახის გვერდით იყო.  რექაბელთა სახლის ძეებს ღვინით სავსე ფიალები და თასები დავუდგი და ვუთხარი: „დალიეთ ღვინო“.  მათ კი მომიგეს: «ვერ დავლევთ ღვინოს, რადგან იონადაბმა, რექაბის+ ძემ, ჩვენმა წინაპარმა, გვიბრძანა: „არასოდეს დალიოთ ღვინო, არც თქვენ და არც თქვენმა ვაჟებმა.+  სახლები არ აიშენოთ, თესლი არ დათესოთ; არც ვენახი გააშენოთ, არც დაეპატრონოთ მას. მთელი სიცოცხლე კარვებში იცხოვრეთ, რათა დღეგრძელი იყოთ იმ მიწის პირზე, რომელზეც ხიზნობთ“.+  ამიტომ, ჩვენც ვემორჩილებით ჩვენი წინაპრის იეჰონადაბის, რექაბის ძის, ხმას ყველაფერში, რაც გვიბრძანა,+ და არ ვსვამთ ღვინოს მთელი ჩვენი სიცოცხლე არც ჩვენ, არც ჩვენი ცოლები, არც ჩვენი ვაჟები და არც ჩვენი ასულები;+  არ ვიშენებთ სახლებს საცხოვრებლად, რომ არც ვენახი გვქონდეს, არც ყანა და არც თესლი. 10  კარვებში ვცხოვრობთ, ვემორჩილებით და ვასრულებთ ყველაფერს, რაც ჩვენმა წინაპარმა, იონადაბმა+ გვიბრძანა.+ 11  მაგრამ როდესაც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი ამ ქვეყნის წინააღმდეგ გამოვიდა,+ ვთქვით: მოდი, შევიდეთ იერუსალიმში ქალდეველთა ჯარისა და სირიელთა ჯარის გამო, და იერუსალიმში ვიცხოვროთ».+ 12  კვლავ გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იერემიას: 13  „აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: წადი და უთხარი იუდას ხალხსა და იერუსალიმის მკვიდრებს: განა მუდმივად არ გესმით მოწოდება, რომ დაემორჩილოთ ჩემს სიტყვებს?!+ — ამბობს იეჰოვა. — 14  სრულდება იეჰონადაბის, რექაბის+ ძის სიტყვები, რომლებიც მან თავის ძეებს უბრძანა, არ დაელიათ ღვინო, და ისინიც დღემდე არ სვამენ ღვინოს, რადგან თავიანთი წინაპრის ბრძანებას ემორჩილებიან.+ მე კი გელაპარაკებით, ადრე ვდგები და გელაპარაკებით,+ მაგრამ არ მემორჩილებით.+ 15  გიგზავნიდით ყველა ჩემს მსახურს, წინასწარმეტყველებს,+ ადრე ვდგებოდი, გიგზავნიდით მათ და გეუბნებოდით: მობრუნდით-მეთქი თითოეული თქვენი ბოროტი გზიდან+ და გამოასწორეთ თქვენი საქმეები,+ ნუ გაჰყვებით სხვა ღმერთებს, რომ ემსახუროთ მათ.+ იცხოვრეთ მიწაზე, რომელიც მოგეცით თქვენ და თქვენს მამა-პაპას.+ მაგრამ თქვენ ყური არ მათხოვეთ და არ მომისმინეთ.+ 16  რექაბის+ ძის, იეჰონადაბის ძეები ასრულებენ თავიანთი წინაპრის ბრძანებას,+ ეს ხალხი კი არ მისმენს“.+ 17  „ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა, ლაშქართა ღმერთი, ისრაელის ღმერთი: მოვაწევ იუდაზე და იერუსალიმის ყველა მკვიდრზე მთელ იმ უბედურებას, რომელიც მათზე წარმოვთქვი,+ რადგან ველაპარაკებოდი და არ მისმენდნენ, ვეძახდი და არ მპასუხობდნენ“.+ 18  უთხრა იერემიამ რექაბელთა სახლეულობას: «აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „რადგან ემორჩილებით თქვენი წინაპრის, იეჰონადაბის ბრძანებას,+ კვლავაც იცავთ ყველა მის ბრძანებას და ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც მან გიბრძანათ,+ 19  ამიტომ, ასე ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: არ მოაკლდება იონადაბს, რექაბის ძეს, მუდამ ჩემ წინაშე+ მდგომი კაცი“».+

სქოლიოები