წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 30:1—24

30  იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას:  «აი რას ამბობს იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „წიგნში ჩაწერე ყველა ის სიტყვა, რასაც გეტყვი.+  აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა შევკრებ ჩემს დატყვევებულ ხალხს, ისრაელსა და იუდას,+ და დავაბრუნებ იმ მიწაზე, რომელიც მივეცი მათ მამა-პაპას, ისინი კვლავაც დაისაკუთრებენ მას“,+ — ამბობს იეჰოვა».  აი სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ უთხრა ისრაელსა და იუდას,  აი რას ამბობს იეჰოვა: „კანკალის, შიშის ხმა გვესმის,+ არ არის მშვიდობა.  იკითხეთ და ნახეთ, თუ შობს მამაკაცი. მაშ, რატომ ვხედავ ყოველ ვაჟკაცს მშობიარე ქალივით+ თეძოებზე ხელებდადებულს და ყველას სახეგაფითრებულს?!+  ვაი, რადგან დიდია ეს დღე,+ არ არის სხვა მისი მსგავსი!+ იაკობის გასაჭირის დროა,+ მაგრამ ის გადაურჩება მას“.  „იმ დღეს, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, — კისრიდან ჩამოვხსნი და დავუმტვრევ უღელს, დავუწყვეტ აპეურებს+ და მეტად აღარ დაიმორჩილებენ მას უცხოები.  ისინი ემსახურებიან თავიანთ ღმერთ იეჰოვას და თავიანთ მეფე დავითს,+ რომელსაც მოვუვლენ“.+ 10  „ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, — ამბობს იეჰოვა, — და თავზარი ნუ დაგეცემა, ისრაელო,+ რადგან გიხსნი შორეთიდან და ვიხსნი შენს შთამომავლებს მათი ტყვეობის ქვეყნიდან.+ დაბრუნდება იაკობი, მოისვენებს, მშვიდად იქნება და არავინ დააფრთხობს მას“.+ 11  „შენთანა ვარ, — ამბობს იეჰოვა, — რომ გიხსნა;+ შევმუსრავ ყველა ხალხს, რომელთა შორისაც გაგფანტე,+ შენ კი არ შეგმუსრავ.+ სამართლიანი დასჯით გამოგასწორებ, დაუსჯელს არ დაგტოვებ“.+ 12  აი რას ამბობს იეჰოვა: „უკურნებელია შენი მოტეხილობა;+ არ იკურნება დარტყმით მიყენებული შენი ჭრილობა.+ 13  არავინ გესარჩლება, რომ წყლული მოგიშუშდეს.+ არ არსებობს განსაკურნავი საშუალება, განკურნება შენთვის.+ 14  ყველა შენმა საყვარელმა დაგივიწყა,+ აღარ გეძებენ. მტერივით დაგკარი,+ სასტიკივით დაგსაჯე+ შენი მრავალი დანაშაულის გამო;+ გაგიმრავლდა ცოდვები.+ 15  რატომ ყვირი შენი მოტეხილობის გამო?+ არ ყუჩდება შენი ტკივილი შენი მრავალი დანაშაულის გამო; გაგიმრავლდა ცოდვები.+ მე დაგმართე ეს. 16  ამიტომ შთაინთქმებიან შენი შთამნთქმელები,+ შენი მოწინააღმდეგეები ტყვეობაში წავლენ.+ გაიქურდებიან შენი გამქურდავები და გაიძარცვებიან შენი მძარცველები“.+ 17  „განგკურნავ და მოგიშუშებ დარტყმებით მიყენებულ ჭრილობებს,+ — ამბობს იეჰოვა. — განდევნილ ქალს გიწოდებდნენ,+ ეს არის სიონი, რომელსაც არავინ ეძებსო“.+ 18  აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, ვაგროვებ იაკობის კარვებიდან დატყვევებულებს,+ შევიბრალებ მის კარვებს. თავის გორაკზე აშენდება ქალაქი+ და თავის ადგილზე იდგება საცხოვრებელი კოშკი.+ 19  სამადლობლისა და სიცილის ხმა გამოვა მათგან.+ გავამრავლებ და არ დაცოტავდებიან,+ რიცხობრივად გავზრდი და უმნიშვნელონი არ გახდებიან.+ 20  მისი ვაჟები ძველებურად იქნებიან, ჩემ წინაშე განმტკიცდება მისი საკრებულო.+ განვიკითხავ ყველა მის მჩაგვრელს.+ 21  მისგან გამოვა მისი დიდებული+ და მისი შუაგულიდან — მისი მმართველი.+ მოვიახლოებ მას და ისიც მომიახლოვდება“.+ „ვინ მისცა გული გირაოდ, რომ მომიახლოვდეს?!+ — ამბობს იეჰოვა. — 22  თქვენ იქნებით ჩემი ხალხი+ და მე ვიქნები თქვენი ღმერთი“.+ 23  აი, ქარიშხალივით, ყველაფრის აღმგველი გრიგალივით გამოდის იეჰოვას რისხვა;+ ბოროტთა თავზე დატრიალდება ის.+ 24  არ დაცხრება იეჰოვას მრისხანება, სანამ არ აღასრულებს, სანამ ბოლომდე არ მიიყვანს იმას, რაც გულში განიზრახა.+ უკანასკნელ დღეებში დაუკვირდებით ამას.+

სქოლიოები