წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 29:1—32

29  ეს არის იმ წერილის სიტყვები, რომელიც იერემია წინასწარმეტყველმა გაუგზავნა იერუსალიმიდან გადასახლებულ ხალხს შორის დარჩენილ უხუცესებს, მღვდლებს, წინასწარმეტყველებსა და მთელ ხალხს, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა,+  მას შემდეგ, რაც მეფე იექონიამ,+ დიდგვაროვანმა ქალბატონმა,+ კარისკაცებმა, იუდასა და იერუსალიმის მთავრებმა,+ ხელოსნებმა და ბურჯთა მშენებლებმა+ დატოვეს იერუსალიმი.  ელაშამ, შაფანის+ ძემ, და გემარიამ, ხილკიას ძემ, რომლებიც იუდას მეფე ციდკიამ+ გაგზავნა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან, საკუთარი ხელით გადასცეს მათ ეს წერილი, რომელშიც ეწერა:  «აი რას ეუბნება ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ყველა გადასახლებულს, ვინც მან იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლა:+  „აიშენეთ სახლები და იცხოვრეთ იქ, გააშენეთ ბაღები და ჭამეთ მათი ნაყოფი.+  მოიყვანეთ ცოლები და გააჩინეთ ვაჟები და ასულები,+ ცოლები შერთეთ თქვენს ვაჟებს და გაათხოვეთ თქვენი ასულები, რათა მათაც გააჩინონ ვაჟები და ასულები; გამრავლდით და არ დაცოტავდეთ.  მშვიდობა ეძებეთ იმ ქალაქში, სადაც გადაგასახლეთ და ლოცვით შეავედრეთ იეჰოვას ის, რადგან მისი მშვიდობა თქვენი მშვიდობა იქნება.+  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: არ მოგატყუონ წინასწარმეტყველებმა, თქვენ შორის რომ არიან, და თქვენმა მკითხავებმა;+ არ მოუსმინოთ მათ, ვინც სიზმრებს ხედავენ და ხსნიან მათ,+  რადგან სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით. მე არ გამომიგზავნია ისინი“,+ — ამბობს იეჰოვა». 10  «აი რას ამბობს იეჰოვა: „როცა სამოცდაათი წელი შესრულდება ბაბილონში, მაშინ მოგხედავთ+ და განვამტკიცებ ჩემს სასიკეთო სიტყვას და დაგაბრუნებთ ამ ადგილზე“.+ 11  „რადგან ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის,+ — ამბობს იეჰოვა, — მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას,+ რომ მომავალი და იმედი მოგცეთ.+ 12  მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ“.+ 13  „ძებნას დამიწყებთ და მიპოვით,+ რადგან მთელი გულით დამიწყებთ ძებნას.+ 14  თავს გაპოვნინებთ,+ — ამბობს იეჰოვა, — შევკრებ თქვენს ტყვეებს და გამოგკრებთ ყველა ხალხიდან და ყველა ადგილიდან, სადაც გაგფანტეთ,+ — ამბობს იეჰოვა. — დაგაბრუნებთ იმ ადგილზე, საიდანაც გადაგასახლეთ“.+ 15  თქვენ კი ამბობთ, იეჰოვამ წინასწარმეტყველები დაგვიყენაო ბაბილონში. 16  აი რას ეუბნება იეჰოვა დავითის ტახტზე მჯდომ მეფესა+ და ამ ქალაქში მცხოვრებ მთელ ხალხს, თქვენს ძმებს, რომლებიც არ ყოფილან გადასახლებულნი თქვენთან ერთად,+ 17  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი, მათ წინააღმდეგ ვგზავნი მახვილს,+ შიმშილსა+ და ჭირს.+ დავამსგავსებ მათ დამსკდარ ლეღვს, რომელიც იმდენად ცუდია, რომ შეუძლებელია მისი ჭამა“.+ 18  „მახვილით, შიმშილითა და ჭირით დავედევნები მათ, შიშის ზარად ვაქცევ დედამიწის ყველა სამეფოსთვის,+ გამაოგნებლად, დასასტვენად და შეურაცხყოფად — იმ ხალხებში, რომლებშიც გავფანტავ მათ,+ 19  რადგან არ უსმენენ ჩემს სიტყვას, — ამბობს იეჰოვა, — რომელსაც ჩემს მსახურთა, წინასწარმეტყველთა პირით ვუგზავნი, ადრე ვდგები და ვუგზავნი მათ.+ თქვენ კი არ მისმენთ“,+ — ამბობს იეჰოვა. 20  ისმინე იეჰოვას სიტყვა ყველა გადასახლებულო,+ ვინც იერუსალიმიდან ბაბილონში გაგგზავნეთ,+ 21  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, ახაბზე, კოლაიას ძეზე, და ციდკიაზე, მაასეიას ძეზე, რომლებიც სიცრუეს გიწინასწარმეტყველებენ ჩემი სახელით:+ „აი, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელში ჩავყრი მათ და ის თქვენ თვალწინ დახოცავს მათ.+ 22  ასეთი წყევლა წამოვა მათ გამო იუდადან ბაბილონში გადასახლებულთა შორის: იეჰოვამ გაგხადოსო ციდკიასავით და ახაბივით,+ რომლებიც ცეცხლზე შეწვაო ბაბილონის მეფემ!+ 23  რადგან უგუნურებას სჩადიან ისრაელში,+ თავიანთი მოძმეების ცოლებთან მრუშობენ+ და ჩემი სახელით ცრუდ ლაპარაკობენ სიტყვას, რომელიც მათთვის არ მიბრძანებია.+ ვიცი ეს და ამის მოწმე ვარ“,+ — ამბობს იეჰოვა». 24  «ნეხელამელ შემაიას+ უთხარი, 25  აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი, რადგან იერუსალიმში მყოფ მთელ ხალხს, მღვდელ ცეფანიას,+ მაასეიას ძეს, და ყველა მღვდელს შენი სახელით უგზავნი წერილებს+ ასეთი სიტყვებით: 26  „იეჰოვამ დაგაყენა მღვდლად იეჰოიადა მღვდლის ნაცვლად, რათა იეჰოვას სახლის მთავარ ზედამხედველად ექციე+ ყველა შეშლილისა+ და წინასწარმეტყველისთვის, და მათთვის კისერზე და ხელ-ფეხზე ხუნდები დაგედო.+ 27  რატომ არ კიცხავ ანათოთელ იერემიას,+ რომელიც გიწინასწარმეტყველებთ?!+ 28  ამიტომაც შემოგვითვალა მან ბაბილონში: დიდხანს გაგრძელდებაო ეს. აიშენეთ სახლები და იცხოვრეთო იქ, გააშენეთ ბაღები და ჭამეთო მათი ნაყოფი...“».+ 29  წაუკითხა ეს წერილი ცეფანია+ მღვდელმა იერემია წინასწარმეტყველს. 30  მაშინ იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას: 31  «შეუთვალე ყველა გადასახლებულს,+ აი რას ამბობს-თქო იეჰოვა ნეხელამელ შემაიაზე: „რადგან გიწინასწარმეტყველებდათ შემაია, თუმცა მე არ გამომიგზავნია ის, და სიცრუით ცდილობდა თქვენს დაიმედებას,+ 32  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: განვიკითხავ ნეხელამელ შემაიასა+ და მის შთამომავლობას.+ კაციშვილი არ ეყოლება ამ ხალხში,+ ვერ ნახავს იმ სიკეთეს, რასაც ჩემს ხალხს გავუკეთებ,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან აშკარად ურჩად ლაპარაკობს იეჰოვას წინააღმდეგ“».+

სქოლიოები