წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 28:1—17

28  იმავე წელს, იუდას მეფე ციდკიას+ მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს, გაბაონელმა+ წინასწარმეტყველმა ხანანიამ,+ აზურის ძემ, იეჰოვას სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ მითხრა,  აი რას ამბობსო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დავამტვრევ ბაბილონის მეფის უღელს+  და ორ წელიწადში ამ ადგილზე დავაბრუნებ იეჰოვას სახლის ყველა იმ ნივთს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა+ ამ ადგილიდან წაიღო ბაბილონში მისატანად“.  „ამ ადგილზე დავაბრუნებ იუდას მეფე იექონიას,+ იეჰოიაკიმის+ ძეს, და ყველას, ვინც იუდადან ბაბილონშია გადასახლებული,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან დავამტვრევ ბაბილონის მეფის უღელს“.+  მიუგო იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს იეჰოვას სახლში მდგომი მღვდლებისა და მთელი ხალხის თვალწინ,+  თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: „ამინ*!+ ასე ქნას იეჰოვამ! იეჰოვამ განამტკიცოს შენი სიტყვები, რომლითაც იწინასწარმეტყველე და დააბრუნოს ამ ადგილზე იეჰოვას სახლის ნივთები და ყველა, ვინც ბაბილონშია გადასახლებული!+  მაგრამ ისმინე ის სიტყვა, რომელსაც შენი და მთელი ამ ხალხის გასაგონად ვამბობ,+  ძველი დროიდან მოყოლებული ჩემზე და შენზე ადრე მცხოვრები წინასწარმეტყველებიც+ მრავალ ქვეყანასა და დიდ სამეფოს უწინასწარმეტყველებდნენ ომს, უბედურებასა და ჭირს.+  როცა მშვიდობის წინასწარმეტყველის სიტყვა სრულდება,+ მაშინ ცხადი ხდება, რომ ის ნამდვილად იეჰოვას გამოგზავნილი წინასწარმეტყველია“.+ 10  მაშინ ჩამოხსნა ხანანია წინასწარმეტყველმა იერემია წინასწარმეტყველს კისრიდან უღელი და დაამტვრია.+ 11  შემდეგ კი ხანანიამ+ მთელი ხალხის თვალწინ თქვა, აი რას ამბობსო იეჰოვა:+ „ორ წელიწადში ასევე გადავაგდებ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის უღელს ყველა ხალხის კისრიდან და დავამტვრევ მას“.+ და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.+ 12  იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას+ მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა იერემია წინასწარმეტყველს კისრიდან უღელი გადაუგდო და დაუმტვრია: 13  «წადი და უთხარი ხანანიას, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „ხის უღელი+ კი დაამტვრიე, მაგრამ მის ნაცვლად რკინის უღელს გააკეთებ“.+ 14  რადგან აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „რკინის უღელს დავადგამ ყველა ამ ხალხს კისერზე, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს რომ ემსახურონ;+ უნდა ემსახურონ მას.+ მინდვრის მხეცებსაც მას ჩავაბარებ“».+ 15  კვლავ უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია+ წინასწარმეტყველს: «მისმინე, ხანანია! იეჰოვას არ გამოუგზავნიხარ, შენ თვითონ აიმედებ ამ ხალხს სიცრუით.+ 16  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, მოგაშორებ მიწის პირიდან. წელსვე მოკვდები,+ რადგან აშკარად ურჩად ლაპარაკობ იეჰოვას წინააღმდეგ“».+ 17  იმავე წლის მეშვიდე თვეს მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი.+

სქოლიოები

ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!