არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 25:1—38

25  სიტყვა გამოეცხადა იერემიას იუდას მთელ ხალხზე იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის, მეფობის მეოთხე წელს, ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობის პირველ წელს.  ეს სიტყვა იერემია წინასწარმეტყველმა წარმოთქვა იუდას მთელ ხალხზე და იერუსალიმის ყველა მკვიდრზე:  «იუდას მეფის, იოშია+ ამონის ძის, მეცამეტე წლიდან დღემდე უკვე ოცდასამი წელიწადია, რაც იეჰოვას სიტყვა არის ჩემთან; გელაპარაკებოდით, ადრე ვდგებოდი და გელაპარაკებოდით, თქვენ კი არ ისმენდით.+  იეჰოვა გიგზავნიდათ თავის მსახურებს, წინასწარმეტყველებს, ადრე დგებოდა და გზავნიდა მათ, მაგრამ თქვენ არ ისმენდით,+ ყურს არ უგდებდით.+  გეუბნებოდნენ: „მობრუნდით თითოეული თქვენ-თქვენი ბოროტი გზებიდან და ბოროტი საქმეებისგან+ და იცხოვრეთ მიწაზე, რომელიც იეჰოვამ თქვენ და თქვენს მამა-პაპას დიდი ხნის წინათ მოგცათ, რომ ხანგრძლივად გეცხოვრათ მასზე.+  არ გაჰყვეთ სხვა ღმერთებს, არ ემსახუროთ და არ დაემხოთ მათ წინაშე, რომ არ შეურაცხმყოთ თქვენი ნახელავით და უბედურება არ დაგატეხოთ“.+  „თქვენ კი არ მისმენდით, — ამბობს იეჰოვა, — რათა შეურაცხყოფა მოგეყენებინათ ჩემთვის თქვენი ნახელავით თქვენდა საუბედუროდ“.+  ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „რადგან არ დაემორჩილეთ ჩემს სიტყვებს,  აი, მოვუხმობ და წამოვიყვან ჩრდილოეთის ყველა ტომს,+ — ამბობს იეჰოვა, — მოვუხმობ ჩემს მსახურ ნაბუქოდონოსორსაც,+ ბაბილონის მეფეს, და წამოვიყვან მათ ამ მიწის წინააღმდეგ,+ მის მკვიდრთა წინააღმდეგ და მის მეზობელ ხალხთა წინააღმდეგ.+ გასანადგურებლად განვაწესებ მათ, გამაოგნებელს, დასასტვენს გავხდი+ და სამარადისოდ გავაპარტახებ.+ 10  მოვსპობ მათში სიხარულისა და მხიარულების ხმას,+ ნეფისა და პატარძლის ხმას,+ ხელსაფქვავის ხმასა+ და ლამპრის შუქს.+ 11  მთელი ეს მიწა განადგურდება და გაოგნდებიან მისი შემხედვარენი; ეს ხალხები სამოცდაათი წელი+ ემსახურებიან ბაბილონის მეფეს“. 12  „სამოცდაათი წლის დასრულების შემდეგ+ პასუხს მოვთხოვ ბაბილონის მეფეს და იმ ხალხს,+ — ამბობს იეჰოვა, — მათი დანაშაულის გამო, ასევე ქალდეველთა მიწას,+ და მარადიულად გავაპარტახებ.+ 13  მოვაწევ ამ მიწაზე ყველა ჩემს სიტყვას, რასაც მის წინააღმდეგ ვამბობ, ყველაფერს, რასაც იერემია წინასწარმეტყველებს ყველა ხალხის წინააღმდეგ და ამ წიგნშია ჩაწერილი.+ 14  ვინაიდან მრავალი ხალხი და დიდი მეფეები+ იმორჩილებენ მათ,+ მე მივუზღავ ამ ხალხებსაც და მეფეებსაც თავიანთი საქმეებისამებრ და თავიანთი ნახელავისამებრ“».+ 15  აი რა მითხრა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: გამომართვიო რისხვის ღვინით სავსე სასმისი და დაალევინეო ყველა ხალხს, რომელთანაც გგზავნი.+ 16  დალიონ, იბარბაცონ და შეიშალონო იმ მახვილის გამო, რომელსაც ვუგზავნი.+ 17  გამოვართვი იეჰოვას სასმისი და დავალევინე ხალხებს, რომლებთანაც იეჰოვამ გამგზავნა:+ 18  იერუსალიმს, იუდას ქალაქებს, მის მეფეებს, მის მთავრებს, რომ განადგურებული, გამაოგნებელი,+ დასასტვენი და დასაწყევლი გამხდარიყვნენ, როგორც ეს დღეს იქნება კიდეც;+ 19  ასევე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, მის მსახურებს, მის მთავრებსა და ყველა მის ხალხს,+ 20  მთელ ჭრელ ხალხს, უცის მიწის+ ყველა მეფეს, ფილისტიმელთა+ მიწის ყველა მეფეს — აშკელონის,+ ღაზის,+ ეკრონის+ და აშდოდში+ დარჩენილთა მეფეებს, 21  ედომს,+ მოაბსა+ და ამონის ძეებს,+ 22  ტვიროსის+ ყველა მეფეს, სიდონის+ ყველა მეფესა და ზღვისპირეთის კუნძულის მეფეებს, 23  დედანს,+ თემას,+ ბუზსა და ყველას, ვისაც საფეთქლებთან თმა აქვს შეკრეჭილი,+ 24  არაბთა+ ყველა მეფესა და უდაბნოში მცხოვრები ჭრელი ხალხის ყველა მეფეს, 25  ზიმრის ყველა მეფეს, ელამის+ ყველა მეფესა და მიდიელთა+ ყველა მეფეს, 26  ჩრდილოეთის ყველა მეფეს, ახლოს მცხოვრებს თუ შორს მცხოვრებს ერთიმეორის მიყოლებით, დედამიწის ზურგზე არსებულ ყველა სხვა სამეფოს; შეშაქის*+ მეფეც დალევს მათ შემდეგ. 27  «უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „დალიეთ, დათვერით, არწყიეთ და ისე დაეცით, რომ ვეღარ ადგეთ+ იმ მახვილის გამო, რომელსაც გიგზავნით“.+ 28  თუ უარს გეტყვიან და არ გამოგართმევენ სასმისს და არ დალევენ, მაშინ უთხარი, აი რას ამბობს-თქო ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „უეჭველად დალევთ!+ 29  აი, უბედურება უნდა მოვაწიო ქალაქს,+ რომელსაც ჩემი სახელი ეწოდება, და თქვენ როგორღა გადაურჩებით სასჯელს?!“+ „ვერ გადაურჩებით სასჯელს, რადგან მახვილს მოვუხმე დედამიწის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ“, — ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა. 30  შენ კი უწინასწარმეტყველებ მათ ყველა ამ სიტყვას და ეტყვი: „ლომივით დაიღრიალებს მაღლიდან იეჰოვა,+ თავისი წმინდა სამყოფლიდან დაიგრგვინებს;+ დაუღრიალებს თავის სამკვიდროს; საწნახელში მწნეხელივით შესძახებს დედამიწის ყველა მკვიდრის წინააღმდეგ“.+ 31  „დედამიწის კიდეებს მისწვდება ხმა, რადგან დავა აქვს იეჰოვას ხალხებთან.+ ის თავად განსჯის ყოველ ხორციელს;+ მახვილის ძალას გადასცემს ბოროტებს“,+ — ამბობს იეჰოვა. 32  აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „აი, ხალხიდან ხალხში გადადის უბედურება;+ დიდი ქარიშხალი ამოვარდება დედამიწის კიდეებიდან.+ 33  იმ დღეს იეჰოვას დახოცილნი დედამიწის კიდით კიდემდე იქნებიან.+ არ იგლოვებენ მათ, არ შეაგროვებენ და არ დამარხავენ,+ ნეხვივით ეყრებიან მიწის პირზე“.+ 34  იღრიალეთ, მწყემსებო, და იყვირეთ!+ იგორავეთ,+ ფარის დიდებულებო,+ რადგან მოვიდა თქვენი დაკვლისა და გაფანტვის დღეები;+ ძვირფასი ჭურჭელივით დაემხობით!+ 35  თავშესაფარი მოესპოთ მწყემსებს და გასაქცევი — ფარის დიდებულებს.+ 36  ისმინე! მწყემსების ყვირილი და ფარის დიდებულების ღრიალი ისმის, რადგან იეჰოვა ანადგურებს მათ საძოვარს. 37  იეჰოვას მრისხანების გამო უსიცოცხლოდ იქცა მშვიდობიანი საცხოვრებელი ადგილები.+ 38  ის ლომივით გამოვიდა თავისი ბუნაგიდან,+ რადგან გაოგნებას იწვევს მათი მიწა სასტიკი მახვილისა და მისი მრისხანების გამო».+

სქოლიოები

შესაძლოა იგულისხმებოდეს ბაბილონი.