წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 17:1—27

17  „რკინის კალმითაა ნაწერი+ იუდას ცოდვა, ალმასის წვერითაა ამოტვიფრული მათი გულის ფიცარზე+ და მათი სამსხვერპლოების რქებზე,+  მათ ვაჟებსაც ახსოვთ სამსხვერპლოები ფოთოლხშირი ხეების გვერდით და მაღალ გორებზე მდგარი წმინდა ბოძები,+  მთებზე მინდვრად. დავატაცებინებ შენს სიმდიდრესა და მთელ შენს განძს,+ დავატაცებინებ შენს მაღლობებს მთელ შენს მხარეში ჩადენილი ცოდვის გამო.+  შენ თვითონ გაუშვი ხელიდან მემკვიდრეობა, რომელიც მოგეცი,+ და მეც შენი მტრების მსახურად გაქცევ უცხო მიწაზე;+ ცეცხლად აგანთოთ ჩემმა რისხვამ.+ მარადიულად იგიზგიზებს ის“.  აი რას ამბობს იეჰოვა: „წყეულია ის, ვინც ადამიანზე ამყარებს იმედს,+ ხორციელის მკლავს ენდობა+ და ვისი გულიც შორდება იეჰოვას.+  ხრიოკ მიწაზე მდგომ ერთადერთ ხეს დაემსგავსება ის და ვერ იხილავს სიკეთის მოსვლას;+ დამკვიდრდება უდაბნოს გადახრუკულ ადგილზე, მარილიან მიწაზე, რომელზეც არავინ მკვიდრობს.+  კურთხეულია კაცი, რომელიც იეჰოვაზე ამყარებს იმედს და ენდობა იეჰოვას.+  იქნება ის წყალთან დარგული ხესავით, წყლის ნაკადულთან რომ იდგამს ფესვს; არ იხილავს პაპანაქების დადგომას და ხშირი ფოთლებით შეიმოსება.+ არ შეწუხდება გვალვიან წელს+ და არც ნაყოფის გამოღებას შეწყვეტს.  გული ყველაზე ვერაგი და უმართავია.+ ვინ შეიცნობს მას? 10  მე, იეჰოვა, ვიკვლევ გულს+ და ვამოწმებ თირკმელებს,+ რათა თითოეულს თავისი გზისამებრ+ და თავის საქმეთა ნაყოფისამებრ მივუზღა.+ 11  კაცი, რომელიც უსამართლობით იგროვებს სიმდიდრეს, ჰგავს კაკაბს, იმას რომ აგროვებს, რაც არ დაუდვია.+ თავისი დღეების შუაგზაზე მიატოვებს+ მას და ბოლოს უგუნური აღმოჩნდება“.+ 12  დიდებული ტახტი დასაბამიდანვე ამაღლებულია;+ ისაა ჩვენი საწმინდრის ადგილსამყოფელი.+ 13  ო, იეჰოვა, ისრაელის იმედო,+ შერცხვება ყველა შენი მიმტოვებელი;+ ჩემგან* განდგომილნი+ მიწის მტვერზე დაიწერებიან, რადგან ტოვებენ ცოცხალი წყლის წყაროს, იეჰოვას.+ 14  განმკურნე, იეჰოვა, და განვიკურნები,+ გადამარჩინე და გადარჩენილი ვიქნები,+ რადგან შენ გაქებ!+ 15  აი მეუბნებიან: „სად არის იეჰოვას სიტყვა?+ მოვიდეს!“ 16  არ მიმიტოვებია მწყემსობა და მოგყვებოდი, არ მსურდა უბედური დღის დადგომა. შენ იცი, რასაც ამბობს ჩემი ბაგე, ჩემი სიტყვები შენ თვალწინაა. 17  ნუ შემაძრწუნებ,+ შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების დროს.+ 18  შერცხვნენ ჩემი მდევნელები,+ მე კი ნუ შევრცხვები!+ დაე, თავზარი დაეცეთ მათ, მე კი ნუ დამეცემა თავზარი! უბედურება დაატეხე მათ,+ ორმაგი დაქცევით დააქციე!+ 19  აი რა მითხრა იეჰოვამ: «წადი და დადექი ხალხის ძეთა კარიბჭესთან, საიდანაც შედიან და საიდანაც გადიან იუდას მეფეები, იერუსალიმის ყველა კარიბჭესთან დადექი+ 20  და უთხარი მათ, ისმინეთ-თქო იეჰოვას სიტყვა, იუდას მეფეებო, მთელო იუდა და იერუსალიმის მკვიდრნო, რომლებიც ამ კარიბჭეების გავლით შემოდიხართ!+ 21  აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „იფხიზლეთ თქვენს სულებზე,+ არანაირი ტვირთი არ იტვირთოთ შაბათ დღეს და არ შეიტანოთ იერუსალიმის კარიბჭეებით,+ 22  არ გამოიტანოთ ტვირთი თქვენი სახლებიდან შაბათ დღეს; არანაირი საქმე არ აკეთოთ.+ წმინდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც ვუბრძანე თქვენს მამა-პაპას;+ 23  მაგრამ არ მისმენდნენ ისინი და ყურს არ მიგდებდნენ,+ ჯიუტობდნენ,+ რომ არ მოესმინათ და არ მიეღოთ დარიგება“.+ 24  „თუ ყველაფერში დამემორჩილებით,+ — ამბობს იეჰოვა, — შაბათ დღეს არანაირ ტვირთს არ შეიტანთ ამ ქალაქის კარიბჭეებით და წმინდაჰყოფთ შაბათ დღეს+ იმით, რომ ამ დღეს არანაირ საქმეს არ გააკეთებთ,+ 25  მაშინ ამ კარიბჭეების გავლით შევლენ დავითის ტახტზე+ მსხდომი მეფეები და მათი მთავრები,+ ეტლებსა და ცხენებზე ამხედრებულნი; შევლენ მეფეები და მათი მთავრები, იუდას ხალხი და იერუსალიმის მკვიდრნი; და მარადიულად დასახლებული იქნება ეს ქალაქი. 26  მოვა ხალხი იუდას ქალაქებიდან, იერუსალიმის შემოგარენიდან, ბენიამინის მიწიდან,+ ბარიდან,+ მთიდან+ და ნეგებიდან;+ მოიტანენ მთლიანად დასაწვავ შესაწირავს,+ მსხვერპლს,+ მარცვლეულ შესაწირავსა+ და გუნდრუკს,+ და სამადლობელ მსხვერპლს მიიტანენ იეჰოვას სახლში.+ 27  მაგრამ თუ არ დამემორჩილებით — არ წმინდაჰყოფთ შაბათ დღეს, მაინც ატარებთ ტვირთს+ და შაბათ დღეს ტვირთით შეხვალთ იერუსალიმის კარიბჭეების გავლით, ცეცხლს დავანთებ მის კარიბჭეებში,+ შთანთქავს ის იერუსალიმის საცხოვრებელ კოშკებს+ და არ ჩაქრება“».+

სქოლიოები

იერემია ლაპარაკობს იეჰოვას სახელით.