არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 13:1—27

13  აი რა მითხრა იეჰოვამ: „წადი, იყიდე სელის სარტყელი და წელზე შემოირტყი. წყალს ნუ მოახვედრებ“.  მეც იეჰოვას სიტყვისამებრ ვიყიდე სარტყელი და წელზე შემოვირტყი.  მეორედ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  „აიღე შენი ნაყიდი სარტყელი, რომელიც წელზე გაქვს შემორტყმული, ადექი, წადი ევფრატთან+ და კლდის ნაპრალში დამალე“.  მეც იეჰოვას ბრძანებისამებრ წავედი და დავმალე ის ევფრატთან.  მრავალი დღის შემდეგ კვლავ მითხრა იეჰოვამ: „ადექი, წადი ევფრატთან და აიღე სარტყელი, რომლის დამალვაც გიბრძანე“.  მეც წავედი ევფრატთან, ამოვთხარე და ამოვიღე სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დამალული მქონდა და, აი, დამპალიყო სარტყელი, აღარაფრად ვარგოდა.  მაშინ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:  «აი რას ამბობს იეჰოვა: „ასევე დავალპობ იუდას სიამაყეს+ და იერუსალიმის დიდ სიამაყეს. 10  ეს ბოროტი ხალხი, რომელსაც არ სურს, დაემორჩილოს ჩემს სიტყვებს,+ რომელიც თავისი ჯიუტი გულით დადის+ და სხვა ღმერთებს დაჰყვება, რათა ემსახუროს მათ და ემხობოდეს მათ წინაშე,+ ამ უვარგის სარტყელს დაემსგავსება“. 11  „როგორც სარტყელი ეკვრის კაცის წელს, ასევე მივიკარი ისრაელის მთელი სახლი და იუდას მთელი სახლი,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ ჩემს ხალხად,+ სახელად,+ ქებად და მშვენებად ქცეულიყვნენ, მაგრამ ისინი არ დამემორჩილნენ“.+ 12  ეს სიტყვა უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „ყოველი დიდი დოქი ღვინით ივსება“.+ ისინი კი გეტყვიან: განა ჩვენ არ ვიცით, რომ ყოველი დიდი დოქი ღვინით ივსებაო?! 13  უთხარი მათ, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა: „სიმთვრალით+ ვავსებ ამ მიწის ყველა მკვიდრს, დავითის ტახტზე მსხდომ მეფეებს,+ მღვდლებს, წინასწარმეტყველებსა და იერუსალიმის ყველა მკვიდრს. 14  შევახეთქებ მათ ერთმანეთს, მამებსაც და ვაჟებსაც,+ — ამბობს იეჰოვა. — არ თანავუგრძნობ და არ შევიბრალებ მათ, არ დავინდობ მოსპობისგან“.+ 15  ისმინეთ და ყური უგდეთ, ნუ იქნებით ამპარტავნები,+ რადგან თვით იეჰოვა გელაპარაკებათ.+ 16  დიდება მიაგეთ იეჰოვას,+ თქვენს ღმერთს, სანამ დღე დაუბნელებია+ და სანამ ფეხი ფეხზე წამოგიკრავთ ბინდში მთებზე.+ სინათლის მოლოდინში იქნებით,+ ის კი უკუნეთად+ და შავ ღრუბლად+ აქცევს მას. 17  თუ არ გაიგონებთ ამას,+ საფარში იტირებს ჩემი სული თქვენი სიამაყის გამო და ცრემლებად დაიღვრება. ცრემლები იდინებს ჩემი თვალებიდან,+ რადგან იეჰოვას ფარა+ ტყვედ იქნება წაყვანილი. 18  უთხარი მეფეს და დიდგვაროვან ქალბატონს:+ „ძირს დასხედით,+ რადგან მოგძვრებათ თავიდან თქვენი სილამაზის გვირგვინი“.+ 19  იკეტება სამხრეთის ქალაქები და არავინაა მათი გამღები. მთელი იუდა გადასახლებულია, მთლიანად არის გადასახლებული.+ 20  თვალები აღაპყარი და შეხედე მათ, ვინც ჩრდილოეთიდან მოდის.+ სად არის შენთვის მოცემული ფარა, შენი მშვენიერი ფარა?+ 21  რას იტყვი, როცა ისინი, ვისაც თავიდან შენ თვითონ ასწავლიდი, როგორც სანდო მეგობრებს,+ განგიკითხავენ?+ განა მშობიარე ქალივით არ შეგიპყრობს მშობიარობის ტკივილები?!+ 22  როცა გულში იტყვი,+ რატომ დამატყდაო თავს ეს ყველაფერი,+ იცოდე, რომ შენი დიდი დანაშაულის გამო შემოგეძარცვა ტანსაცმლის კალთები+ და გეტკინა ქუსლები. 23  თუ შეიცვლის ქუშელი+ თავის კანს ან ჯიქი — თავის ხალებს?!+ მაშინ თქვენც შეძლებთ სიკეთის კეთებას, თქვენც, ვისაც ბოროტების კეთება გაქვთ ნასწავლი.+ 24  უდაბნოს ქარით გატაცებული ნამჯასავით+ გავფანტავ მათ.+ 25  ეს არის შენი წილი, ჩემგან გამოზომილი,+ — ამბობს იეჰოვა, — რადგან დამივიწყე+ და სიცრუეზე ამყარებ იმედს.+ 26  სახეზე აგაფარებ შენი ტანსაცმლის კალთებს და გამოჩნდება შენი სირცხვილი,+ 27  შენი მრუშობა+ და ჭიხვინი,+ შენი თავაშვებული მეძაობა. შენს სისაძაგლეებს ვხედავ გორებზეც და მინდორშიც.+ ვაი შენ, იერუსალიმო! არ შეგიძლია სუფთად ყოფნა.+ როდემდე?»+

სქოლიოები