წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 11:1—23

11  იეჰოვას სიტყვა გამოეცხადა იერემიას:  «ისმინეთ ამ შეთანხმების სიტყვები! დაელაპარაკე+ იუდას ხალხს და იერუსალიმის მკვიდრებს,  უთხარი, აი რას ამბობს-თქო იეჰოვა, ისრაელის ღმერთი: „წყეულია კაცი, რომელიც არ ისმენს ამ შეთანხმების სიტყვებს,+  თქვენს მამა-პაპას რომ ვუბრძანე ეგვიპტის მიწიდან,+ რკინის ღუმლიდან,+ მათი გამოყვანის დღეს: დაემორჩილეთ-მეთქი ჩემს ხმას, ყველაფერი ჩემი ბრძანებისამებრ გააკეთეთ;+ თქვენ იქნებით ჩემი ხალხი და მეც ვიქნები თქვენი ღმერთი+  და შევასრულებ-მეთქი თქვენი მამა-პაპისთვის მიცემულ ფიცს,+ რომ მივცემდი მათ მიწას, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ როგორც ეს დღესაა“». მივუგე: „ამინ*, ო, იეჰოვა!“  კვლავ მითხრა იეჰოვამ: «გამოაცხადე ყველა ეს სიტყვა იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში+ და თქვი: „ისმინეთ ამ შეთანხმების სიტყვები და შეასრულეთ,+  რადგან შევაგონებდი თქვენს მამა-პაპას ეგვიპტის მიწიდან გამოყვანის დღიდან დღემდე,+ ადრე ვდგებოდი და შევაგონებდი, ჩემს ხმას დაემორჩილეთ-მეთქი.+  ისინი კი არ მისმენდნენ, ყურს არ მიგდებდნენ,+ თითოეული თავისი ბოროტი და ჯიუტი გულით დადიოდა,+ ამიტომ მეც მოვაწიე მათზე ამ შეთანხმების ყოველი სიტყვა, რისი შესრულებაც ვუბრძანე, მაგრამ არ შეასრულეს“».  კვლავ მითხრა იეჰოვამ: «შეთქმულნი არიან იუდეველები და იერუსალიმის მკვიდრნი.+ 10  ისინი უბრუნდებიან დანაშაულს თავიანთი მამა-პაპისა,+ რომლებმაც პირველად თქვეს უარი ჩემი სიტყვების მორჩილებაზე და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, მათთვის რომ ემსახურათ.+ ისრაელის სახლი და იუდას სახლი არღვევს ჩემს შეთანხმებას, რომელიც მათ მამა-პაპას დავუდე.+ 11  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა: „აი, დავატეხ მათ უბედურებას,+ რასაც ვერ დააღწევენ თავს.+ შველას მთხოვენ, მაგრამ არ მოვუსმენ მათ.+ 12  იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის მკვიდრებს მოუწევთ წასვლა და საშველად იმ ღმერთების მოხმობა, რომლებსაც შესაწირავს უბოლებენ,+ მაგრამ არ შეუძლიათ მათი ხსნა უბედურების დროს.+ 13  რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდა,+ და რამდენი ქუჩაც არის იერუსალიმში, იმდენ სამსხვერპლოს უდგამთ სამარცხვინოს;+ დგამთ სამსხვერპლოებს ბაალისთვის შესაწირავის ასაბოლებლად“.+ 14  არ ილოცო ამ ხალხისთვის, არ შემევედრო და არ ილოცო,+ რადგან არ მოვუსმენ მათ, როცა გაუბედურებულები მომიხმობენ!+ 15  რაღა ესაქმება ჩემს სახლში მას, ვინც მიყვარს,+ ბევრი მათგანი ხომ ბოროტ განზრახვას+ ახორციელებს?!+ განა წმინდა ხორცით აგაცილებენ ისინი ამას,+ როცა უბედურება დაგატყდება?! გაიხარებ იმ დროს?!+ 16  ფოთოლხშირ, მშვენიერ და ლამაზნაყოფიან ზეთისხილის ხეს გიწოდებს იეჰოვა.+ ის დიდი გრგვინვის ხმაზე უკიდებს მას ცეცხლს; ლეწავენ ისინი მის ტოტებს.+ 17  ლაშქართა ღმერთი იეჰოვა, შენი დამრგველი,+ გეუბნება, რომ უბედურება დაგატყდება ისრაელის სახლისა+ და იუდას სახლის ბოროტების გამო, რომელსაც სჩადიან, რომ შეურაცხმყონ ბაალისთვის შესაწირავის აბოლებით».+ 18  იეჰოვამ გამაგებინა და ვიცი. მაშინ დამანახვა მათი საქმეები.+ 19  დასაკლავად წაყვანილი მორჩილი ბატკანივით+ ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ჩემ წინააღმდეგ ბოროტებას იზრახავდნენ:+ „მოდი, მოვსპოთ ხე თავის ნაყოფიანად, მოვკვეთოთ ცოცხალთა ქვეყნიდან,+ რომ აღარ იხსენიებოდეს მისი სახელი“. 20  სიმართლით ასამართლებს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა;+ ის იკვლევს თირკმელებსა და გულს.+ ნეტავ ვნახავდე, როგორ იძიებ შურს მათზე, რადგან შენ განდობ ჩემს სასამართლო საქმეს.+ 21  ამიტომ, აი რას ამბობს იეჰოვა ანათოთელების+ წინააღმდეგ, რომლებიც ჩემს სულს დაეძებენ და მეუბნებიან, ნუ წინასწარმეტყველებ იეჰოვას სახელით,+ ჩვენი ხელით რომ არ მოკვდეო; 22  ამიტომ, აი რას ამბობს ლაშქართა ღმერთი იეჰოვა: „განვიკითხავ მათ. მახვილი მოსპობს ჭაბუკებს,+ მათი ვაჟები და ასულები შიმშილით დაიხოცებიან.+ 23  მცირე ნაწილიც კი არ დარჩება მათგან, რადგან უბედურებას დავატეხ ანათოთელებს+ მათი განკითხვის წელს“.+

სქოლიოები

ებრაულად ამენ, რაც ნიშნავს: დაე, იყოს ასე!