წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 10:1—25

10  ისმინე, ისრაელის სახლო, იეჰოვას სიტყვა, რომელსაც თქვენ წინააღმდეგ წარმოთქვამს!  აი რას ამბობს იეჰოვა: „ნუ ისწავლით ხალხთა გზას+ და ნუ შეგაშინებთ ციური ნიშნები, რაკი ხალხებს ეშინიათ მათი.+  ხალხთა წეს-ჩვეულებები+ მხოლოდ ამონასუნთქია. ტყეში ჭრიან უბრალო ხეს,+ რომელსაც ხელოსანი საჭრისით ამუშავებს.+  ოქრო-ვერცხლით ალამაზებენ მას,+ ლურსმნებითა და ჩაქუჩებით აჭედებენ, რომ არ მოირყეს.+  კიტრის ბაღჩაში დადგმულ საფრთხობელას ჰგვანან, ვერ ლაპარაკობენ.+ დაატარებენ მათ, რადგან ნაბიჯს ვერ დგამენ.+ ნუ შეგეშინდებათ მათი, რადგან არ შეუძლიათ უბედურების მოტანა, მით უმეტეს — კარგის კეთება“.+  არავინ არის შენი მსგავსი, იეჰოვა!+ დიდებული ხარ და დიდი და ძლევამოსილია შენი სახელი!+  ვის არ შეეშინდება შენი,+ ხალხთა მეფეო,+ რადგან შენ იმსახურებ ამას, რადგან ხალხთა ბრძენკაცებს შორის და მათ სამეფოებში არავინაა შენი მსგავსი!+  უგუნურებიც არიან და სულელებიც;+ მხოლოდ ამაოებისკენ მოუწოდებს მათ ხე.+  თარშიშიდან ფირფიტებად ნაჭედი ვერცხლი ჩამოაქვთ,+ უფაზიდან+ — ოქრო, ხელოსნისა და მჭედლის ნახელავი; მათი სამოსი ლურჯი ძაფისა და მოშინდისფრო შალისგანაა დამზადებული. ეს ყველაფერი ოსტატთა ნახელავია.+ 10  იეჰოვა კი ჭეშმარიტად ღმერთია!+ ისაა ცოცხალი ღმერთი+ და მარადიული მეფე!+ მისი რისხვა დედამიწას შეარყევს+ და მის წყრომას ვერ გაუძლებენ ხალხები.+ 11  აი რას ეტყვით მათ: „ღმერთები,+ რომლებსაც არ შეუქმნიათ ცა და დედამიწა, აღიგვებიან დედამიწიდან+ და ამ ცისქვეშეთიდან“. 12  მან თავისი ძლიერებით შექმნა დედამიწა,+ სიბრძნით+ დააფუძნა ნაყოფიერი მიწა და გამჭრიახობით გადაჭიმა ცა.+ 13  მის ხმაზე წყალი ხმაურობს ცაში,+ ორთქლი ამოჰყავს მას დედამიწის კიდიდან,+ წყლის კარიბჭეებს ადგენს წვიმისთვის+ და ქარი გამოჰყავს თავისი საცავებიდან.+ 14  უგუნურად იქცევიან, უცოდინრებივით.+ ყველა მჭედელი შერცხვება გამოსახულების გამო,+ რადგან სიცრუეა მათი ჩამოსხმული ქანდაკებები+ და სული არ არის მათში.+ 15  ფუჭი და დასაცინია ისინი.+ დაიღუპებიან განკითხვისას.+ 16  იაკობის წილი*+ კი ასეთი არ არის, რადგან ისაა ყველაფრის შემქმნელი,+ ისრაელი კი მისი მემკვიდრეობის კვერთხია.+ ლაშქართა ღმერთი იეჰოვაა მისი სახელი.+ 17  აკრიფე მიწიდან შენი ტვირთი,+ გაჭირვებაში მცხოვრებო ქალო!+ 18  აი რას ამბობს იეჰოვა: „ამჯერად მოვისვრი დედამიწის მკვიდრებს+ და უბედურებას დავატეხ მათ, რათა მიხვდნენ ამას“.+ 19  ვაიმე, რადგან დაქცეული ვარ!+ მოუშუშებელია ჩემი ჭრილობა, დარტყმით მოყენებული. ვამბობ: „ნამდვილად ესაა ჩემი ავადმყოფობა და მე უნდა ვატარო ის;+ 20  იძარცვება ჩემი კარავი, წყდება მისი თოკები;+ წავიდნენ ჩემგან ჩემი ვაჟები, აღარ არიან ისინი;+ აღარავინაა ჩემი კარვის გამშლელი ან ჩემი კარვის ქსოვილების აღმმართველი; 21  უგუნურად იქცევიან მწყემსები,+ არ ეძებენ იეჰოვას;+ ამიტომაც არ ავლენენ წვდომის უნარს და გაფანტულია მთელი მათი სამწყსო“.+ 22  ისმინეთ ამბავი! მოდის ის და ჩრდილოეთის+ მიწიდან მოჰყვება დიდი გრუხუნი, რათა გააპარტახოს იუდას ქალაქები და ტურების ბუნაგად აქციოს.+ 23  ვიცი, იეჰოვა, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა; მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს.+ 24  გამომასწორე, იეჰოვა, სამართლიანობით+ და არა რისხვით,+ რომ არარაობად არ მაქციო.+ 25  გადმოღვარე შენი რისხვა ხალხებზე,+ რომლებიც უგულებელგყოფენ,+ და ტომებზე, რომლებიც არ უხმობენ შენს სახელს.+ ისინი ჭამენ იაკობს,+ ჭამენ და მუსრავენ მას;+ აპარტახებენ მის საცხოვრებელს.+

სქოლიოები

იაკობის წილში იგულისხმება ღმერთი.