წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იერემია 1:1—19

1  ბენიამინის+ მიწაზე, ანათოთში+ მცხოვრები ერთი მღვდლის, ხილკიას ძის, იერემიას+ სიტყვები,  რომელსაც გამოეცხადა იეჰოვას სიტყვა იუდას მეფის, იოშიას,+ ამონის+ ძის დროს, მისი მეფობის მეცამეტე წელს.+  და ასე ხდებოდა იუდას მეფე იეჰოიაკიმის,+ იოშიას ძის დროიდან იუდას მეფე ციდკიას,+ იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის დასრულებამდე, მეხუთე თვეში+ იერუსალიმის მკვიდრთა გადასახლებამდე.  ასეთი იყო იეჰოვას სიტყვა, რომელიც გამომეცხადა:  „მანამდე გიცნობდი,+ ვიდრე მუცელში+ შეგქმნიდი, და განგწმინდე, ვიდრე საშვილოსნოდან გამოხვიდოდი.+ ხალხების წინასწარმეტყველად გაქციე“.  მე კი მივუგე: „ო, უზენაესო უფალო, იეჰოვა! არ ვიცი, როგორ ვილაპარაკო,+ მე ხომ ყმაწვილი ვარ“.+  იეჰოვამ მითხრა: „ნუ ამბობ, ყმაწვილი ვარო, რადგან ყველასთან უნდა წახვიდე, ვისთანაც გაგგზავნი, და ყველაფერი უნდა ილაპარაკო, რასაც გიბრძანებ.+  ნუ შეგაშინებს მათი სახეები,+ რადგან შენთანა ვარ, რომ გიხსნა,+ — ამბობს იეჰოვა“.  მაშინ ხელი გამოიწოდა იეჰოვამ და ბაგეზე შემახო.+ მითხრა იეჰოვამ: „აი, ბაგეზე გიდებ ჩემს სიტყვებს.+ 10  იცოდე, რომ დღეს დაგაყენე ხალხებზე და სამეფოებზე,+ რათა ამოძირკვო, დაანგრიო, მოსპო და დაამხო,+ ააშენო და დარგო“.+ 11  კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: „რას ხედავ, იერემია?“ მე მივუგე: ნუშის ხის ამონაყარს ვხედავ-მეთქი. 12  იეჰოვამ მითხრა: „კარგად დაგინახავს, რადგან მე ვფხიზლობ ჩემი სიტყვის შესასრულებლად“.+ 13  მეორედ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა: „რას ხედავ?“ მე მივუგე: „ვხედავ ფართოპირიან ქვაბს, რომელსაც უბერავენ და რომლის პირიც ჩრდილოეთის საპირისპიროდაა მიმართული“. 14  იეჰოვამ მითხრა: „ჩრდილოეთიდან დაატყდება თავს უბედურება ქვეყნის ყველა მკვიდრს.+ 15  ვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოთა ყველა ტომს, — ამბობს იეჰოვა.+ — მოვლენ ისინი და თითოეული დადგამს თავის ტახტს იერუსალიმის კარიბჭეების შესასვლელებთან,+ გარშემო აღმართული გალავნისა და იუდას ყველა ქალაქის წინააღმდეგ.+ 16  გავუცხადებ მათ ჩემს განაჩენს, მთელი მათი ბოროტების გამო გამოტანილს,+ რადგან მიმატოვეს,+ სხვა ღმერთებისთვის აბოლებენ შესაწირავს+ და თავიანთი ნახელავის წინაშე ემხობიან.+ 17  შენ კი წელი შემოისარტყლე,+ ადექი და უთხარი მათ ყველაფერი, რაც გიბრძანე. ნუ შეძრწუნდები მათ გამო,+ თავზარი რომ არ დაგცე მათ წინაშე. 18  აი, გამაგრებულ ქალაქად, რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად+ გაქციე დღეს მთელი ამ მიწის,+ იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი მღვდლებისა და ამ მიწაზე მცხოვრები ხალხის წინააღმდეგ.+ 19  შეგებრძოლებიან, მაგრამ ვერ გძლევენ,+ რადგან შენთანა ვარ,+ — ამბობს იეჰოვა, — რომ გიხსნა“.+

სქოლიოები