წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 8:1—36

8  განა სიბრძნე+ არ უხმობს ხალხს და გამჭრიახობის ხმა არ გაისმის?!+  იგი შემაღლებულ ადგილებზე,+ გზის პირას და გზების შესაყართან დგას.  კარიბჭეებთან, ქალაქის პირას+ და შესასვლელებთან ხმამაღლა გაიძახის:+  „ხალხო, თქვენ გიხმობთ და ჩემი ხმით ადამიანის ძეებს მივმართავ!+  გამოუცდელებო, გაიგეთ, რა არის წინდახედულობა.+ თქვენ კი, უგუნურებო, შეიძინეთ გაგებული გული.+  მოისმინეთ, იმას ვამბობ, რაც ყურადსაღებია.+ სიმართლის+ სათქმელად ვხსნი ბაგეებს.  ჩემი პირი მშვიდად ლაპარაკობს ჭეშმარიტებას+ და ბოროტება სისაძაგლეა ჩემი ბაგეებისთვის.+  რაც ჩემს პირს უთქვამს, ყველაფერი სიმართლეა.+ მასში არაფერია დამახინჯებული და გამრუდებული.+  ეს ყოველივე სწორია გამჭრიახისთვის და მართალია ცოდნის შემძენთათვის.+ 10  ვერცხლის მაგივრად ჩემი დარიგება* მიიღეთ და ხალასი ოქროს ნაცვლად — ცოდნა.+ 11  ვინაიდან სიბრძნე მარჯანზე უკეთესია,+ მას ვერ შეედრება ვერანაირი სიამოვნება.+ 12  მე, სიბრძნე, წინდახედულობასთან+ ვმკვიდრობ და ჭკუასა+ და ცოდნას ვიძენ. 13  ვისაც იეჰოვას შიში აქვს, სძულს ბოროტება.+ მძულს პატივმოყვარეობა, სიამაყე,+ ბოროტი გზა და უკუღმართი ბაგეები.+ 14  ჩემთან არის რჩევა+ და სიბრძნე*,+ გაგების უნარი+ და ძლევამოსილება.+ 15  ჩემით მეფობენ მეფეები და სიმართლეს ადგენენ მმართველები.+ 16  ჩემით მმართველობენ მთავრები+ და სიმართლით ასამართლებენ წარჩინებულები.+ 17  ვისაც ვუყვარვარ, მეც მიყვარს,+ და ვინც მეძებს, მპოულობს.+ 18  ჩემთან არის სიმდიდრე და დიდება,+ ძვირფასი მემკვიდრეობა და სიმართლე.+ 19  ჩემი ნაყოფი ოქროზე უკეთესია, ხალას ოქროზეც კი, ხოლო ჩემი მოსავალი ვერცხლსა სჯობია.+ 20  სიმართლის ბილიკზე+ და სამართლიანობის შუაგზაზე+ დავდივარ, 21  რომ ჩემს მოყვარულებს საუნჯე შევაძენინო+ და ავუვსო ბეღლები.+ 22  იეჰოვამ შემქმნა*, მე ვარ მისი შემოქმედებითი გზის დასაწყისი.+ მის უძველეს საქმეთა შორის უპირველესი ვარ.+ 23  უხსოვარი დროიდან დამადგინა,+ თავიდანვე, დედამიწის შექმნამდე.+ 24  ჯერ არ არსებობდა ღრმა წყალი, როცა დავიბადე, თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით,+ როცა არც წყალუხვი წყაროები იყო. 25  სანამ მთები დაფუძნდებოდნენ,+ გორებზე უწინარეს, დავიბადე, თითქოსდა მშობიარობის ტკივილებით; 26  როცა ჯერ არც დედამიწა ჰქონდა შექმნილი,+ არც ღია სივრცე და არც მიწის პირველი მტვერი.+ 27  მე იქ ვიყავი, როცა ცას ქმნიდა;+ როცა წრეს ავლებდა ღრმა წყლის ზედაპირს;+ 28  როცა მაღლა ღრუბლებს ამყარებდა;+ როცა ღრმა წყლის სათავეებს ამაგრებდა;+ 29  როცა ზღვას წესს უდგენდა, რათა წყალი მის ბრძანებას არ გადასულიყო;+ როცა დედამიწას საფუძველს უყრიდა;+ 30  მაშინ მე მის გვერდით ვიყავი, როგორც ოსტატი.+ ყოველთვის განსაკუთრებით ვუყვარდი+ და ყოველდღე ვხარობდი მის წინაშე.+ 31  დედამიწის ნაყოფიერება მახარებდა+ და მიყვარდა ადამიანის მოდგმა.+ 32  ახლა კი, შვილებო, მომისმინეთ. ბედნიერნი არიან ჩემი გზების დამცველნი.+ 33  მოუსმინე დარიგებას*, დაბრძენდი+ და ნუ იქნები უყურადღებო.+ 34  ბედნიერია, ვინც მისმენს, ყოველდღე ფხიზლობს ჩემს კართან და დარაჯად დგას ჩემი შესასვლელის წირთხლებთან.+ 35  ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს პოვებს+ და იეჰოვას კეთილგანწყობას დაიმსახურებს,+ 36  ხოლო ვინც არ მომძებნის, თავის სულს ავნებს.+ ყველა ჩემს მოძულეს სიკვდილი უყვარს“.+

სქოლიოები

იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
ანუ პრაქტიკული სიბრძნე.
სიტყვასიტყვით — წარმომშვა.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.