წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 6:1—35

6  შვილო, თუ შენს მოძმეს თავდებად დაუდექი+ ან უცხოს ხელს ხელი დაჰკარი,+  თუ შენმა ბაგემ მახეში გაგაბა,+ ანდა შენივე სიტყვებმა გამოგიჭირეს,  ასე მოიქეცი, შვილო, და თავი დაიხსენი, რადგან შენი მოძმის ხელში ხარ ჩავარდნილი:+ მიდი, თავი დაიმდაბლე და განუწყვეტლივ ევედრე შენს მოძმეს;+  ძილი არ მიაკარო შენს თვალებს, თვლემა — შენს ქუთუთოებს.+  დაიხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა — ჩიტებზე მონადირისგან.+  წადი ჭიანჭველასთან,+ ზარმაცო,+ დააკვირდი მის გზებს და დაბრძენდი.  თუმცა არც მეთაური ჰყავს, არც თავკაცი და არც მმართველი,  ზაფხულში იმზადებს საკვებს+ და მკის დროს აგროვებს საზრდოს.  როდემდე უნდა იწვე, ზარმაცო?+ როდემდე უნდა გეძინოს?+ 10  ცოტა ხანს კიდევ იძინებ, ცოტა ხანს კიდევ ჩათვლემ, ცოტა ხანს კიდევ იწვები გულხელდაკრეფილი+ 11  და სიღარიბე ყაჩაღივით მოგადგება,+ სიდუხჭირე — შეიარაღებული კაცივით.+ 12  უვარგისი,+ სიავის ჩამდენი კაცი დადის და უსინდისოდ ელაპარაკება+ ყველას, 13  თვალს უკრავს,+ თითებით ნიშანს აძლევს,+ ფეხით ანიშნებს. 14  უკუღმართობა აქვს გულში,+ მუდამ ცუდს იზრახავს,+ შუღლს თესავს.+ 15  ამიტომ უეცრად ეწევა უბედურება,+ თვალის დახამხამებაში განადგურდება და არსაიდან ექნება შველა.+ 16  არის ექვსი რამ, რაც სძულს იეჰოვას;+ შვიდი რამ, რაც სისაძაგლეა მისი სულისთვის*:+ 17  ამაყად მომზირალი თვალები,+ მატყუარა ენა,+ უდანაშაულო სისხლის მღვრელი ხელები,+ 18  ავისმზრახველი გული,+ საბოროტოდ მარდი ფეხები,+ 19  ტყუილების მფრქვეველი ცრუმოწმე+ და ძმებს შორის შუღლის მთესველი.+ 20  შვილო, დაიცავი მამაშენის მცნება+ და დედაშენის კანონს ნუ უგულებელყოფ.+ 21  მუდამ გულზე გქონდეს მიბნეული+ და ყელზე შებმული.+ 22  სიარულისას წაგიძღვება,+ დაწოლისას დაგიცავს,+ გამოიღვიძებ და იზრუნებს შენზე. 23  მცნება ლამპარია,+ კანონი — სინათლე,+ შეგონება და დარიგება* კი — სიცოცხლის გზა,+ 24  რომ დაგიცვას უზნეო ქალისგან,+ უცხო ქალის ტკბილი ენისგან.+ 25  არ მიიზიდოს შენი გული მისმა სილამაზემ,+ არ დაგატყვევოს ეშხიანი თვალებით,+ 26  რადგან ერთი პურის ფულიღა რჩებათ მეძავის გამო+ და სხვისი ცოლი ძვირფას სულს ინადირებს.+ 27  განა ჩაიდებს კაცი უბეში ნაკვერჩხლებს ტანსაცმლის დაუწველად?!+ 28  განა გაივლის ნაკვერჩხლებზე ისე, რომ ფეხები არ დაიწვას?! 29  ასევე არ დარჩება დაუსჯელი+ ის, ვინც მოძმის ცოლთან დაწვება+ ან ვინც შეეხება მას. 30  არ სძულთ ქურდი, რომელსაც შია და თავისი სულის დასანაყრებლად იპარავს, 31  მაგრამ თუ დაიჭირეს, შვიდმაგად აზღვევინებენ, სახლიდან გაატანინებენ მთელ თავის ქონებას.+ 32  ვინც ქალთან მრუშობს, უგუნურია*.+ ამის ჩამდენი სულს ინადგურებს.+ 33  უბედურება და დამცირება არ ასცდება მას,+ სირცხვილი არ ჩამოშორდება.+ 34  ეჭვი კაცს განარისხებს.+ დაუნდობელი იქნება ის შურისძიების დღეს.+ 35  არანაირ გამოსასყიდზე არ დათანხმდება, არ დამშვიდდება, რამდენად დიდი საჩუქარიც არ უნდა შეაძლიო.

სქოლიოები

ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — გული აკლია.