წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 5:1—23

5  შვილო, ყური მოაპყარი ჩემს სიბრძნეს,+ მისმინე+ და გამჭრიახობას შეგძენ,  რომ ჭკუა შეინარჩუნო+ და ცოდნა შეინახოს შენმა ბაგეებმა.+  როგორც ფიჭას, ისე სდის უზნეო ქალს ბაგეებიდან თაფლი,+ და გაზეთილი აქვს სასა,+  შედეგი კი აბზინდასავით მწარე+ იქნება, ორლესული მახვილივით ბასრი.+  ფეხებს სიკვდილში+ ჩაჰყავს ის. მისი ნაბიჯები სამარისკენ არის მიმართული.+  სიცოცხლის გზას არ უკვირდება.+ გზა-კვალი აქვს არეული.+  მაშ, მისმინეთ, შვილებო,+ და ზურგს ნუ შეაქცევთ ჩემს ნათქვამ სიტყვებს.+  შენი გზა შორს იყოს მისგან და მისი სახლის შესასვლელს ნუ მიეკარები,+  რათა სხვებს არ მისცე შენი ღირსება+ და შენი წლები იმას, რაც გაგანადგურებს,+ 10  რათა უზნეო ქალებს არ შეალიო შენი ძალა+ და რაც ტანჯვით მოგიპოვებია, უცხოს სახლში არ დარჩეს,+ 11  კვნესაში რომ არ გაატარო შენი მომავალი,+ როცა მთელი სხეული დაგიუძლურდება.+ 12  მაშინ იტყვი: „როგორ მძულდა დარიგება*,+ ჩემი გული არაფრად აგდებდა შეგონებას!+ 13  ჩემს მოძღვართა ხმას არ ვუსმენდი+ და ჩემს მასწავლებლებს ყურს არ ვუგდებდი.+ 14  ადვილად ვებმებოდი ყველანაირ ცუდ საქმეში,+ კრებულსა თუ თავყრილობაში“.+ 15  წყალი შენი წყაროდან და შენი ჭიდან სვი.+ 16  რატომ უნდა დაიღვაროს გარეთ შენი წყაროს წყალი+ და შენი ნაკადული მოედნებზე?! 17  მხოლოდ შენთვის გქონდეს და უცხოებს ნუ გაუნაწილებ.+ 18  კურთხეული იყოს შენი წყარო+ და გაიხარე შენი ახალგაზრდობის ცოლთან,+ 19  საყვარელ ფურირემთან და მშვენიერ ნიამორთან.+ ყოველთვის გათრობდეს მისი მკერდი,+ მისი სიყვარულით ტკბებოდე მუდამ.+ 20  რატომ უნდა გატკბობდეს, შვილო, უზნეო ქალი და რატომ უნდა ეხუტებოდე მკერდზე უცხო ქალს?!+ 21  კაცის გზები ხომ იეჰოვას თვალწინაა+ და ის აკვირდება მის ბილიკებს.+ 22  ბოროტს თავისივე დანაშაული დაიჭერს+ და თავისივე ცოდვის თოკებით შეიბოჭება.+ 23  მოკვდება, რადგან დარიგება არ მიიღო,+ გზა აქვს აბნეული დიდი უგუნურებით.+

სქოლიოები

იხილეთ 1:2-ის სქოლიო.