წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 29:1—27

29  კაცი, რომელსაც შეაგონებენ,+ მაგრამ მაინც ჯიუტობს,+ უეცრად დაეცემა და ვეღარ განიკურნება.+  როცა მართლები მრავლდებიან, ხალხი ხარობს;+ როცა ბოროტები მმართველობენ, ხალხი ოხრავს.+  სიბრძნის მოყვარული კაცი მამას ახარებს;+ მეძავების მეგობარი კი ანადგურებს ყველაფერს, რაც ძვირფასია.+  მეფის სამართლიანობით ფეხზე იდგება ქვეყანა,+ მექრთამე კაცი კი დაანგრევს მას.+  კაცი, რომელიც თავის მოძმეს ეპირფერება,+ ფეხებთან ბადეს უშლის მას.+  ბოროტი კაცის მიერ ჩადენილი ცოდვა ხაფანგია;+ მართალი სიხარულით ყიჟინებს და მხიარულობს.+  მართალმა იცის ღარიბთა საჩივარი,+ ბოროტს კი არც უნდა რომ იცოდეს.+  მკვეხარა ხალხის ლაპარაკი ქალაქს აფორიაქებს,+ ბრძენი კი რისხვას აცხრობს.+  ბრძენს, რომელიც უგუნურს სასამართლოში ედავება, მოსვენება არა აქვს, რადგან უგუნური ბობოქრობს და დასცინის მას.+ 10  უმწიკვლოები სისხლმოწყურებულებს სძულთ,+ მართლები კი თითოეული მათგანის სულს ეძებენ.+ 11  სულელი თავის სულს გარეთ ღვრის, ბრძენი კი ბოლომდე სიმშვიდეს ინარჩუნებს.+ 12  როცა მმართველი ყურს უგდებს სიცრუეს, ყველა მისი მსახური ბოროტი იქნება.+ 13  ღარიბი და მჩაგვრელი ერთმანეთს შეხვდნენ;+ ორივეს იეჰოვა უნათებს თვალს.+ 14  თუ მეფე საწყალ ხალხს სიმართლით განსჯის,+ მისი ტახტი სამარადისოდ განმტკიცდება.+ 15  ჯოხი და შეგონება სიბრძნეს იძლევა,+ მაგრამ თავის ნებაზე მიშვებული ყმაწვილი დედის შემარცხვენელია.+ 16  როცა ბოროტები მრავლდებიან, ცოდვაც მრავლდება, მაგრამ მართლები მათ დაცემას დაინახავენ.+ 17  დასაჯე შვილი და შვებას მოგგვრის, შენს სულს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.+ 18  ხილვის გარეშე ხალხი უმართავი ხდება;+ ბედნიერნი არიან კანონის დამცველნი.+ 19  მსახურს სიტყვით ვერ გამოასწორებ,+ რადგან ესმის, მაგრამ არ გიჯერებს.+ 20  გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი?+ სულელისთვის უფრო არსებობს გამოსწორების იმედი, ვიდრე მისთვის.+ 21  თუ მსახურს სიყმაწვილიდან ანებივრებ, მოგვიანებით შენი უმადური იქნება. 22  ვინც ადვილად რისხდება, შუღლს აღვივებს;+ ფიცხი კაცი ბევრს სცოდავს.+ 23  ამპარტავნობა ადამიანს დაამდაბლებს,+ თავმდაბალი კაცი კი დიდებას მოიხვეჭს.+ 24  ქურდის მეგობარს საკუთარი სული სძულს.+ ესმის, რომ წყევლით ფიცულობენ, მაგრამ არაფერს ამბობს.+ 25  ვინც ხალხის წინაშე კანკალებს, მას მახე უგია,+ იეჰოვაზე მინდობილი კი დაცული იქნება.+ 26  ბევრი ცდილობს მმართველის სახის ხილვას,+ განაჩენი კი იეჰოვას გამოაქვს კაცისთვის.+ 27  უსამართლო კაცი სისაძაგლეა მართლისთვის,+ სიმართლის გზით მავალი კი სისაძაგლეა ბოროტისთვის.+

სქოლიოები