წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 27:1—27

27  ნუ დაიკვეხნი ხვალინდელი დღით,+ რადგან არ იცი, რას მოგიტანს ის.+  სხვამ გაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ — და არა შენმა ბაგემ.+  მძიმეა ქვა და დიდი წონა აქვს ქვიშას,+ მაგრამ სულელისგან გაღიზიანება ორივეზე მძიმეა.+  არის სასტიკი რისხვა და ბრაზი,+ რომელიც ნიაღვარს ჰგავს, მაგრამ შურს ვინ გაუძლებს?+  დაფარულ სიყვარულს აშკარა შეგონება სჯობია.+  მოყვარულისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია,+ მოძულისგან კი კოცნაც სახვეწარია.+  მაძღარი სული ფიჭიან თაფლს გათელავს, მშიერი სულისთვის კი მწარეც ტკბილია.+  თავისი საცხოვრებელი ადგილიდან გაქცეული კაცი+ ბუდიდან აფრენილი ჩიტივითაა.+  როგორც ზეთი და საკმეველი+ ახალისებს გულს, ისე ახალისებს კაცს გულითადი რჩევის მომცემი ტკბილი მეგობარი.+ 10  ნურც შენს მეგობარს მიატოვებ და ნურც მამაშენის მეგობარს. როცა გაგიჭირდება, შენი ძმის სახლში ნუ შეხვალ; ახლო მეზობელი შორს მცხოვრებ ძმას სჯობია.+ 11  შვილო, იყავი ბრძენი და გული გამიხარე,+ რომ პასუხი გავცე ჩემს დამცინავს.+ 12  წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება,+ გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს.+ 13  აიღე იმის სამოსელი, ვინც უცხოს თავდებად დაუდგა;+ თუ კაცმა უცხო ქალთან დაიჭირა საქმე, გირაო გამოართვი.+ 14  თუ კაცი დილით ადრე ხმამაღლა ლოცავს თავის მოძმეს, ეს წყევლაში ჩაეთვლება მას.+ 15  რაღა წვიმიან დღეს მჟონავი სახურავი, კაცს შინ რომ არ დააყენებს, და რაღა ანჩხლი ცოლი.+ 16  ვინც მას შეიფარებს, ქარს შეიფარებს და ზეთს დაიჭერს მარჯვენა ხელით. 17  რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცის სახეს ლესავს.+ 18  ვინც ლეღვის ხეს უფრთხილდება, მის ნაყოფს შეჭამს;+ ვინც თავის ბატონს იცავს, პატივდებული იქნება.+ 19  როგორც წყალი ირეკლავს სახეს, ასევე ირეკლავს კაცის გული კაცის გულს. 20  სამარე და ხრწნის ადგილი+ გაუმაძღარია;+ ვერც ადამიანის თვალი ძღება.+ 21  სადნობი ჭურჭელი ვერცხლისთვისაა,+ ქურა — ოქროსთვის,+ ქება კი — ადამიანის გამოსაცდელად.+ 22  უგუნური ქვასანაყით მაგრადაც რომ ნაყო ბურღულთან ერთად, უგუნურება მაინც არ მოსცილდება.+ 23  კარგად უნდა იცოდე, როგორია შენი ფარა. გული დაუდე შენს ფარას,+ 24  რადგან სიმდიდრე არ არის მარადიული+ და გვირგვინი თაობიდან თაობაში არ გადადის. 25  მწვანე ბალახი გახმა და ახალი ამოვიდა; მთის მცენარეულობა მოაგროვეს.+ 26  ბატკნები ტანსაცმლისთვის გყავს,+ ვაცები კი — მინდვრის საფასურია. 27  საკმარისად გაქვს თხის რძე საზრდოდ, შენი სახლეულობის გამოსაკვებად, და შენი მოახლეების რჩენა შეგიძლია.+

სქოლიოები