წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 26:1—28

26  როგორც ზაფხულისთვის თოვლი და მკისთვის წვიმაა შეუფერებელი,+ ასევეა სულელისთვის დიდება.+  როგორც ჩიტი არ აფრინდება და მერცხალი არ იფრენს ტყუილუბრალოდ, ისე კაცს წყევლა არ დაატყდება თავს უმიზეზოდ.+  მათრახი ცხენისთვის არის,+ ლაგამი+ — ვირისთვის, ჯოხი კი — სულელთა ზურგისთვის.+  სულელს მისი უგუნურებისამებრ ნუ უპასუხებ, შენც მისნაირი რომ არ გახდე.+  სულელს მისი უგუნურებისამებრ უპასუხე, რომ თავი ბრძენი არ ეგონოს.+  ფეხს ისახიჩრებს და ძალადობას სვამს ის, ვინც სულელს საქმეს შეატოვებს ხელში.+  თუ კოჭლი შეძლებს წყლის ამოტანას, მაშინ სულელიც შეძლებს იგავებით ლაპარაკს.+  რაღა ქვების გროვაში ქვის დამმალავი და რაღა სულელის განმადიდებელი.+  რაღა ეკლიანი სარეველა ლოთის ხელში და რაღა იგავი სულელის პირში.+ 10  რაღა მშვილდოსანი, ყველაფერს რომ ესვრის, და რაღა სულელის+ ან გამვლელის დამქირავებელი. 11  როგორც ძაღლი უბრუნდება თავის ნარწყევს, სულელიც ასევე იმეორებს უგუნურებას.+ 12  გინახავს კაცი, თავი ბრძენი რომ ჰგონია?+ სულელისთვის უფრო არსებობს გამოსწორების იმედი,+ ვიდრე მისთვის. 13  ზარმაცი ამბობს: გზაზე ლომის ბოკვერია, მოედანზე ლომიაო.+ 14  კარი ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი კი — თავის ტახტზე.+ 15  ზარმაცი თასში ყოფს ხელს, მაგრამ პირთან მიტანის თავიც კი არა აქვს.+ 16  ზარმაცი უფრო ბრძენია საკუთარ თვალში,+ ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი. 17  რაღა კაცი, რომელსაც ძაღლი ყურებით უჭირავს, და რაღა გამვლელი, სხვისი კამათის გამო რომ რისხდება და მასში ერევა.+ 18  რაღა შეშლილი კაცი, ცეცხლმოკიდებულ იარაღსა და მომაკვდინებელ ისრებს რომ ისვრის,+ 19  და რაღა კაცი, მოძმეს რომ ატყუებს და ეუბნება, გაგეხუმრეო.+ 20  შეშის გარეშე ცეცხლი ჩაქრება, ცილისმწამებლის გარეშე შუღლი დაცხრება.+ 21  რაღა ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვის და რაღა შარიანი კაცი დავის+ გასაჩაღებლად. 22  ცილისმწამებლის სიტყვებს ხარბად ყლაპავენ, მუცლის სიღრმემდე ჩადიან ისინი.+ 23  რაღა ვერცხლით მოჭიქული თიხის ჭურჭლის ნატეხი და რაღა მგზნებარე ბაგეები და ბოროტი გული.+ 24  მოძულე კაცი თავისი ბაგეებით თავს ინიღბავს, გულში კი მზაკვრობას მალავს;+ 25  ხმას კი ინაზებს,+ მაგრამ ნუ ენდობი,+ რადგან შვიდი სისაძაგლე აქვს+ გულში. 26  სიძულვილს სიცრუით ფარავს; მისი ბოროტი საქმეები კრებულში გამჟღავნდება.+ 27  ვინც სხვას ორმოს უთხრის, თავადვე ჩავარდება შიგ,+ და ვინც ქვას გადააგორებს, მასვე დაუბრუნდება.+ 28  ცრუ ენას სძულს მისით დაჩაგრულნი;+ პირფერი ბაგეები დამამხობელია.+

სქოლიოები