წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 25:1—28

25  ესეც სოლომონის იგავებია,+ რომლებიც იუდას მეფე ხიზკიას+ კაცებმა გადაწერეს:  ღვთის დიდება საქმის საიდუმლოდ შენახვაა,+ მეფეთა დიდება კი საქმის გამოკვლევაა.+  მეფეთა გული ცის სიმაღლისა+ და დედამიწის სიღრმის+ მსგავსად გამოუკვლეველია.+  ვერცხლს ხენჯი მოაშორე და მთლიანად გასუფთავდება.+  მეფეს ბოროტი მოაშორე+ და მისი ტახტი სიმართლით განმტკიცდება.+  მეფის წინაშე საკუთარ თავს ნუ მიაგებ პატივს,+ ნურც დიდებულთა ადგილზე დადგები;+  რადგან ჯობია გითხრას: „აქ ამოდი“,+ ვიდრე დაგამციროს წარჩინებულის წინაშე, რომელიც იხილა შენმა თვალებმა.+  ნაჩქარევად ნუ წარმართავ სასამართლო საქმეს, თორემ რას გააკეთებ ბოლოს, როცა შენი მოძმე დაგამცირებს?+  შენს მოძმესთან განიხილე შენი საქმე+ და სხვის საიდუმლოს ნუ გააცხადებ,+ 10  რათა არ შეგარცხვინოს მან, ვინც გისმენს, რადგან შენ მიერ გავრცელებულ ხმებს ვეღარ შეაკავებ. 11  დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე.+ 12  ოქროს საყურე და ბაჯაღლოს სამკაულია ბრძენისგან შეგონება მომსმენი ყურისთვის.+ 13  რაღა თოვლის სიგრილე+ მკის დროს და რაღა ერთგული დესპანი მის გამგზავნელთათვის, თავის ბატონებს სულს რომ უხალისებს.+ 14  რაღა საწვიმარი ღრუბელი და ქარი წვიმის გარეშე და რაღა კაცი, რომელიც ცრუდ იკვეხნის ძღვნით.+ 15  მოთმინებას მეთაურის დაყოლიება შეუძლია, რბილ ენას კი — ძვლის გადატეხვა.+ 16  თაფლი იპოვე?+ იმდენი ჭამე, რომ შეგერგოს, რათა მეტი არ მოგივიდეს და არ ამოარწყიო.+ 17  ხშირად ნუ ივლი მოძმის სახლში, თავი რომ არ მოაბეზრო და არ შეგიძულოს. 18  კაცი, რომელიც ცრუდ ამოწმებს თავისი მოძმის წინააღმდეგ, საბრძოლო ხელკეტს, მახვილსა და წვერწამახულ ისარს ჰგავს.+ 19  რაღა მოტეხილი კბილი და კოჭლი ფეხი და რაღა ვერაგ კაცზე იმედის დამყარება გასაჭირის დღეს.+ 20  გინდ ტანსაცმელი გაგიხდია სიცივეში, გინდ ძმარი დაგისხამს ტუტეზე და გინდ სიმღერები გიმღერია გულდაღონებულისთვის.+ 21  თუ შენი მოძულე მშიერია, დააპურე, თუ სწყურია, წყალი დაალევინე,+ 22  რადგან ამით ნაკვერჩხალს დააგროვებ მის თავზე+ და იეჰოვა დაგაჯილდოებს.+ 23  ჩრდილოეთის ქარი მშობიარობის ტკივილებით წარმოშობს წვიმას,+ საიდუმლოს გამცემი ენა კი — მოძულებულ სახეს.+ 24  სახურავის კუთხეში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან ერთ სახლში ცხოვრებას.+ 25  რაღა ცივი წყალი დაღლილი სულისთვის+ და რაღა კარგი ამბავი შორეული ქვეყნიდან.+ 26  ბოროტის წინაშე წაბორძიკებული მართალი ამღვრეულ წყაროსა და დანგრეულ ჭას ჰგავს.+ 27  ბევრი თაფლის ჭამა კარგი არ არის.+ ის რა დიდებაა, როცა საკუთარ დიდებას ეძებს ხალხი?+ 28  რაღა გალავანმორღვეული ქალაქი და რაღა კაცი, საკუთარ სულს რომ ვერ აკავებს.+

სქოლიოები