წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 24:1—34

24  ბოროტი ხალხის ნუ შეგშურდება+ და მათთან ყოფნას ნუ მოისურვებ,+  რადგან გულში ძარცვაზე ფიქრობენ და მათი ბაგეები იმაზე ლაპარაკობენ, როგორ გააუბედურონ სხვები.+  სიბრძნით აშენდება ოჯახი+ და გამჭრიახობით განმტკიცდება იგი.+  ცოდნა აავსებს შიდა ოთახებს მშვენიერი და ძვირფასი ნივთებით.+  ვაჟკაცია ის, ვინც თავის ძალას ბრძნულად იყენებს;+ მცოდნე კაცი ძალას მატებს საკუთარ თავს.+  გონივრული მითითებით შეძლებ ბრძოლის წარმართვას;+ მრავალ მრჩეველს ხსნა მოაქვს.+  უგუნურისთვის მიუწვდომელია ჭეშმარიტი სიბრძნე;+ ის ვერ გახსნის ბაგეს კარიბჭესთან.  ბოროტის განმზრახველს ბოროტი ზრახვების ოსტატი დაერქმევა.+  ცოდვაა უგუნურთა თავაშვებულობა;+ დამცინავი საძაგელია ხალხისთვის.+ 10  თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა,+ ძალა გამოგეცლება. 11  იხსენი სასიკვდილოდ წაყვანილნი და შეაჩერე დასაკლავად მიმავალნი.+ 12  თუ იტყვი: უი, ეს არ ვიცოდითო;+ განა ვერ დაინახავს ამას გულების შემფასებელი?!+ განა არ ეცოდინება შენი სულის გამომკვლეველს?!+ განა არ მიუზღავს ის ადამიანს თავისი საქმეებისამებრ?!+ 13  შვილო, ჭამე თაფლი, რადგან კარგია, და სასაზე გქონდეს ტკბილი, ფიჭიანი თაფლი.+ 14  ასევე გქონდეს სიბრძნე შენივე სასარგებლოდ.+ თუ იპოვი მას, მაშინ გექნება მომავალი და შენი იმედი არ მოისპობა.+ 15  ბოროტივით ნუ ჩაუსაფრდები მართლის საცხოვრებელს,+ ნუ გაძარცვავ მის მოსასვენებელ ადგილს.+ 16  ვინაიდან მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება,+ ბოროტი კი წაბორძიკდება უბედურების დროს.+ 17  შენი მტრის დაცემა ნუ გაგახარებს და მისი წაბორძიკება ნუ გაგიხალისებს გულს,+ 18  თორემ დაინახავს იეჰოვა და ეს მოსაწონი არ იქნება მის თვალში; ის უეჭველად დაიცხრობს რისხვას მის მიმართ.+ 19  ბოროტმოქმედებზე ნუ განრისხდები, ბოროტი ხალხის ნუ შეგშურდება.+ 20  უკეთურებს მომავალი არა აქვთ;+ ჩაქრება ბოროტთა ლამპარი.+ 21  შვილო, იეჰოვასი და მეფის გეშინოდეს.+ მოჯანყეებში ნუ გაერევი.+ 22  მოჯანყეებს ისე მოულოდნელად დაატყდებათ თავს უბედურება,+ რომ ვინ გაიგებს მათ განადგურებას?!+ 23  ეს სიტყვები ბრძენთათვის არის:+ განაჩენის გამოტანისას მიკერძოება არ არის კარგი.+ 24  ვინც ბოროტს ეუბნება, მართალი ხარო,+ ხალხები დასწყევლიან და ერები შერისხავენ მას. 25  მის შემგონებლებს ხელი მოემართებათ+ და ყოველივე კარგით იკურთხებიან.+ 26  პირზე კოცნის ის, ვინც გულწრფელად პასუხობს.+ 27  შეასრულე შენი საქმე გარეთ და მინდორში მოამზადე იგი,+ შემდეგ კი აღაშენე შენი ოჯახი. 28  უსაფუძვლოდ ნუ გამოხვალ მოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ,+ უგუნურება რომ არ ილაპარაკო შენი ბაგეებით.+ 29  ნუ იტყვი: რაც იმან გამიკეთა, მეც იმავეს გავუკეთებ;+ ყველას თავისი ნამოქმედარის მიხედვით მივუზღავო.+ 30  ზარმაცის ყანასა+ და უგუნურის* ვენახს ჩავუარე+ 31  და რა ვნახე: ყველგან სარეველა ამოსულიყო,+ იქაურობას ჭინჭარი მოსდებოდა და ქვის კედელი დანგრეულიყო.+ 32  ვაკვირდებოდი და გულთან ახლოს მიმქონდა ნანახი;+ დავინახე და გავითვალისწინე დარიგება*:+ 33  ცოტა ხანს იძინებ, ცოტა ხანს ჩათვლემ, ცოტა ხანს იწვები გულხელდაკრეფილი,+ 34  და სიღარიბე ყაჩაღივით მოგადგება, სიდუხჭირე — შეიარაღებული კაცივით.+

სქოლიოები

იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.