წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 22:1—29

22  კარგი სახელი დიდ სიმდიდრეს სჯობია,+ კეთილგანწყობის მოპოვება ოქრო-ვერცხლზე უკეთესია.+  მდიდარი და ღარიბი ერთმანეთს შეხვდნენ;+ ორივეს შემოქმედი იეჰოვაა.+  წინდახედული ხედავს უბედურებას და იმალება,+ გამოუცდელი კი გაივლის და სასჯელს დაიტეხს თავს.+  თავმდაბლობასა და იეჰოვას შიშს სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლე მოაქვს.+  უსინდისოს გზაზე ეკლები და მახეებია,+ თავისი სულის დამცველი კი ახლოს არ ეკარება მათ.+  ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს;+ ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას.+  მდიდარი ღარიბებზე ბატონობს;+ მოვალე მევალის მსახურია.+  უმართლობის მთესველი ზიანს მოიმკის+ და მისი რისხვის ჯოხს ბოლო მოეღება.+  კეთილი თვალის მქონე კურთხეული იქნება, რადგან ღარიბს უნაწილებს თავის საჭმელს.+ 10  გააძევე დამცინავი, რომ შეწყდეს შუღლი და სასამართლოში კამათსა და სირცხვილს ბოლო მოეღოს.+ 11  სუფთა გულის მოყვარულს+ მადლიანი სიტყვის გამო მეფე ეყოლება მეგობრად.+ 12  იეჰოვას თვალები ცოდნას იცავს,+ ვერაგთა სიტყვებს კი ანადგურებს.+ 13  ზარმაცი ამბობს:+ გარეთ ლომია,+ შუა მოედანზე მომკლავსო! 14  უზნეო ქალის პირი ღრმა ორმოა.+ იეჰოვას მიერ შერისხული შიგ ჩავარდება.+ 15  ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს;+ აღზრდისას* ჯოხის გამოყენება გამოდევნის მას.+ 16  ვინც საწყალს სძალავს, თვითონ რომ დაიგროვოს,+ და ისიც, ვინც მდიდარს აძლევს, სიდუხჭირეში იქნებიან.+ 17  ყური მიაპყარი ბრძენთა სიტყვებს და მოისმინე,+ რომ გული დაუდო ჩემს ცოდნას.+ 18  სიამოვნებას მოგგვრის, თუ შენში ღრმად შეინახავ მათ,+ რათა მზად გქონდეს ისინი ბაგეებზე.+ 19  ცოდნა მოგეცი შენ დღეს, რათა იეჰოვაზე დაამყარო იმედი.+ 20  განა აქამდეც არ მოგწერე რჩევითა და ცოდნით,+ 21  ჭეშმარიტი სიტყვების ჭეშმარიტება რომ დამენახვებინა შენთვის, რათა ჭეშმარიტი სიტყვები დაგებრუნებინა შენი გამომგზავნელისთვის?!+ 22  ნუ გაძარცვავ ღარიბს, რადგან ღარიბია,+ და ნუ დაჩაგრავ საწყალს კარიბჭესთან;+ 23  ვინაიდან თვით იეჰოვა განიხილავს მათ საქმეს+ და გაძარცვავს მათ მძარცველთა სულებს.+ 24  ნუ იმეგობრებ მასთან, ვინც ადვილად რისხდება,+ და ფიცხ კაცთან ნუ დაიჭერ საქმეს, 25  რათა მის ბილიკებს არ შეეჩვიო და შენს სულს მახე არ დაუგო.+ 26  ნუ იქნები მათ შორის, ვინც ხელს ხელზე დაჰკრავს+ და ვინც სხვებს თავდებად უდგება სესხის აღებისას.+ 27  რატომ უნდა გამოგაცალონ საწოლი, თუ გადახდის თავი არა გაქვს? 28  ნუ გადასწევ მიჯნას, რომელიც დიდი ხნის წინათ დაადგინა შენმა მამა-პაპამ.+ 29  გინახავს თავის საქმეში დახელოვნებული კაცი? მეფეთა წინაშე წარდგება იგი და არა უბრალო ხალხის წინაშე.+

სქოლიოები

იხილეთ 1:2-ის სქოლიო.