წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 21:1—31

21  მეფის გული წყლის ნაკადებივითაა იეჰოვას ხელში;+ საითაც უნდა, იქით მიუშვებს.+  ადამიანის თვალში ყველა გზა სწორია,+ გულებს კი იეჰოვა აფასებს.+  სიმართლისა და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია იეჰოვასთვის.+  ამპარტავანი თვალები და ქედმაღალი გული+ ბოროტების ლამპარი და ცოდვაა.+  მუყაითის გეგმები წარმატებულია,+ მოჩქარე კი სიდუხჭირეში იქნება.+  ცრუ ენით მოპოვებული განძი ორთქლივით ქრება+ სიკვდილის მძებნელთათვის.+  ბოროტებს მათივე ნაძარცვი წალეკავს,+ რადგან სამართლის ქმნა არ სურთ.+  უცხო კაცის გზა გამრუდებულია,+ ხოლო ვინც სუფთაა, სიმართლით მოქმედებს.+  სახურავის კუთხეში ცხოვრება სჯობია+ ანჩხლ ცოლთან ერთ სახლში ცხოვრებას.+ 10  ბოროტის სულს ბოროტება სწადია;+ მისი მოძმე წყალობას ვერ პოვებს მის თვალში.+ 11  დამცინავს თუ დააჯარიმებ, გამოუცდელი დაბრძენდება.+ ბრძენს თუ წვდომის უნარს მისცემ, ცოდნა შეემატება.+ 12  მართალი* აკვირდება ბოროტის სახლს,+ ბოროტებს უბედურებას დაატეხს თავს.+ 13  ვინც ღარიბის ჩივილზე ყურს დაიხშობს,+ თავადაც დაიწყებს ძახილს, მაგრამ პასუხს არავინ გასცემს.+ 14  ფარულად მიცემული ძღვენი რისხვას აცხრობს+ და უბეში დამალული ქრთამი+ — მძვინვარებას. 15  მართალს სიმართლის ქმნა ახარებს,+ სიავის მქნელს კი საზარელი რამ დაატყდება თავს.+ 16  ვინც წვდომის უნარს აღარ ავლენს,+ უსიცოცხლოთა კრებულში განისვენებს.+ 17  მხიარულების მოყვარული სიდუხჭირეში იქნება;+ ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.+ 18  ბოროტი მართლის გამოსასყიდია;+ ვერაგი მართლის ადგილზე აღმოჩნდება.+ 19  უდაბნოში ცხოვრება სჯობია ანჩხლ ცოლთან სიმწარეში ცხოვრებას.+ 20  ძვირფასი განძი და ზეთი ბრძენის სამყოფელშია,+ სულელი კი აჩანაგებს მათ.+ 21  ვინც სიმართლისა+ და სიკეთის* ქმნისკენ ისწრაფვის, სიცოცხლეს, სიმართლესა და დიდებას პოვებს.+ 22  ბრძენი ძლიერის ქალაქშიც კი გადაძვრება, რომ დაამხოს მისი საიმედო სიმაგრე.+ 23  თავისი ბაგეებისა და ენის დამცველი თავის სულს გასაჭირისგან იცავს.+ 24  მას, ვინც რისხვაში კადნიერებას ავლენს, კადნიერი და თავდაჯერებული მკვეხარა ჰქვია.+ 25  ზარმაცს თავისი წადილი მოკლავს, რადგან მის ხელებს შრომა არ სურთ.+ 26  ის მთელი დღე რაღაცას ნატრულობს, მართალი კი ხელგაშლილად გასცემს.+ 27  ბოროტის მსხვერპლი სისაძაგლეა,+ მით უმეტეს, როცა მას თავაშვებული კაცი სწირავს.+ 28  ცრუმოწმე დაიღუპება,+ მომსმენი კაცი კი მარადიულად ილაპარაკებს.+ 29  ბოროტი ურცხვად იყურება,+ მართალი კი გზას განიმტკიცებს.+ 30  არ არსებობს სიბრძნე, გამჭრიახობა და რჩევა იეჰოვას რომ დაუპირისპირდეს.+ 31  ცხენს ბრძოლის დღისთვის ამზადებენ,+ ხსნა კი იეჰოვასგანაა.+

სქოლიოები

იგულისხმება ღმერთი.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.