წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 19:1—29

19  ღარიბი და უმწიკვლოდ მავალი სჯობია+ უსინდისო ბაგეების მქონესა და სულელს.+  არ არის კარგი, უცოდინარი იყოს კაცი*;+ ვინც ფეხს უჩქარებს, სცოდავს.+  კაცს თავისივე უგუნურება უმრუდებს გზას,+ მისი გული კი იეჰოვას ურისხდება.+  სიმდიდრე ბევრ მეგობარს სძენს კაცს,+ ღარიბს კი თავისი მეგობარიც შორდება.+  ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;+ სიცრუის მფრქვეველი ვერ გადარჩება.+  ბევრი ცდილობს წარჩინებულის გულის მოლბობას;+ ყველა უმეგობრდება მას, ვინც საჩუქრებს არიგებს.+  ღარიბი ყველა ძმას სძულს;+ მით უმეტეს, მის ახლო მეგობრებს უჭირავთ თავი შორს მისგან!+ ემუდარება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.+  ვინც გულს იძენს,+ მას თავისი სული უყვარს; ვინც გამჭრიახობას ინარჩუნებს, ის ყოველივე კარგს პოვებს.+  ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;+ სიცრუის მფრქვეველი დაიღუპება.+ 10  სულელს არ შეჰფერის ფუფუნება,+ მით უმეტეს, მსახურს — მთავრებზე ბატონობა!+ 11  წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს,+ სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის.+ 12  მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვას ჰგავს,+ მისი კეთილგანწყობა კი — ბალახზე დაფენილ ნამს.+ 13  სულელი ვაჟი მამისთვის უბედურებაა;+ ანჩხლი ცოლი მჟონავ სახურავს ჰგავს, კაცს შინ რომ არ დააყენებს.+ 14  სახლი და სიმდიდრე მემკვიდრეობაა მამისგან,+ გონიერი ცოლი კი იეჰოვასგან არის.+ 15  სიზარმაცემ ღრმა ძილი იცის;+ დაუდევარი სული იშიმშილებს.+ 16  მცნების დამცველი თავის სულს იცავს;+ ვისთვისაც სულერთია, რა გზით დადის, მოკვდება.+ 17  ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას;+ ის გადაუხდის მას მისი საქმისთვის.+ 18  დასაჯე შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი;+ მის სიკვდილს ნუ მოისურვებ.+ 19  მრისხანე კაცმა ჯარიმა გადაიხადოს;+ თუ გაუშვებ მას, ისევ და ისევ მოგიწევს ამის გაკეთება.+ 20  მოუსმინე რჩევას და მიიღე დარიგება*,+ რათა საბოლოოდ დაბრძენდე.+ 21  კაცი გულში ბევრ რამეს გეგმავს,+ მაგრამ შესრულდება ის, რასაც იეჰოვა განიზრახავს.+ 22  კაცში სიკეთე* ფასობს;+ ღარიბი კაცი სჯობს მატყუარას.+ 23  იეჰოვას შიშს სიცოცხლისკენ მიჰყავს კაცი;+ კმაყოფილი დაიძინებს+ და ცუდი არაფერი შეემთხვევა მას.+ 24  ზარმაცი თასში ყოფს ხელს,+ მაგრამ პირთან ვერ მიაქვს.+ 25  დამცინავს დაარტყი,+ რომ გამოუცდელმა წინდახედულობა შეიძინოს.+ გაგების უნარის მქონე შეაგონე, რომ ცოდნა მიიღოს.+ 26  ვინც მამას ცუდად ეპყრობა და დედას თავიდან იშორებს,+ შემარცხვენელი და უღირსი შვილია.+ 27  შვილო, თუ დარიგებას აღარ მოუსმენ, ბრძნული სიტყვებიდან გადაუხვევ.+ 28  უვარგისი მოწმე სამართალს დასცინის,+ ბოროტ ხალხს სიავე სიამოვნებს.+ 29  სასჯელი მზადაა დამცინავთათვის+ და დარტყმები — სულელთა ზურგისათვის.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.