არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 15:1—33

15  მშვიდი პასუხი სიბრაზეს აცხრობს,+ მწარე სიტყვა კი რისხვას იწვევს.+  ბრძენის ენა ცოდნას სასიკეთოდ იყენებს,+ სულელის პირი კი უგუნურებას აფრქვევს.+  იეჰოვას თვალი ყველგან არის,+ აკვირდება კეთილებსა და ბოროტებს.+  მშვიდად მოლაპარაკე ენა სიცოცხლის ხეა,+ უკუღმართად მოლაპარაკე კი სულის დაცემაა.+  უგუნური არაფრად აგდებს მამის დარიგებას*,+ წინდახედული კი ყურად იღებს შეგონებას.+  მართლის სახლში სიუხვეა,+ ბოროტის მონაგებს კი უბედურება მოაქვს.+  ბრძენთა ბაგენი სიბრძნეს აფრქვევენ,+ სულელთა გულს კი ეს არ შეუძლია.+  ბოროტთა მსხვერპლი სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ მართალთა ლოცვა კი სასურველია მისთვის.+  ბოროტის გზა სისაძაგლეა იეჰოვასთვის;+ ვინც სიმართლეს ესწრაფვის, უყვარს მას.+ 10  გზის მიმტოვებლისთვის სასჯელი* მკაცრია,+ შეგონების მოძულე მოკვდება.+ 11  სამარე და ხრწნის ადგილი+ იეჰოვას წინაშეა,+ მით უმეტეს, ადამიანთა გულები!+ 12  დამცინავს არ უყვარს შემგონებელი,+ ის ბრძენებთან არ მივა.+ 13  გულის სიხარული სახეზეც აისახება,+ გულისტკივილი კი სულს ამწუხრებს.+ 14  გაგებული გული ცოდნას ეძებს,+ სულელთა პირი კი უგუნურებისკენ ისწრაფვის.+ 15  დაჩაგრულისთვის ყოველი დღე ცუდია,+ გულმხიარულს კი მუდამ ლხინი აქვს.+ 16  ჯობია იეჰოვასი გეშინოდეს+ და ცოტა გქონდეს, ვიდრე სიუხვესა და შფოთში ცხოვრობდე.+ 17  ბოსტნეულის კერძი და სიყვარული+ სჯობია ნასუქ ხარსა და სიძულვილს.+ 18  განრისხებული კაცი შუღლს აღვივებს,+ რისხვაში ნელი კი დავას აცხრობს.+ 19  ზარმაცის გზა ასკილის ღობესავითაა,+ მართალთა ბილიკი კი მოსწორებულია.+ 20  ბრძენი ვაჟი მამას ახარებს,+ სულელი კი არაფრად აგდებს დედას.+ 21  უგუნურს* უგუნურება ახარებს,+ გამჭრიახი კი სწორი გზით მიდის.+ 22  გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება;+ სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა.+ 23  კაცს თავისი პირით გაცემული პასუხი ახარებს.+ რა კარგია დროულად ნათქვამი სიტყვა!+ 24  მისთვის, ვინც წვდომის უნარს ავლენს, სიცოცხლის ბილიკი ზევით მიდის,+ რათა სამარეში ჩასვლისაგან დაიცვას იგი.+ 25  პატივმოყვარეთა სახლს იეჰოვა დაანგრევს,+ ქვრივის მიჯნას კი გაამყარებს.+ 26  ბოროტის ზრახვები სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ სასიამოვნო სიტყვები კი სუფთაა მისთვის.+ 27  ვინც უსამართლოდ იხვეჭს, უბედურებას მოუტანს თავის სახლს,+ ქრთამის მოძულე კი იცოცხლებს.+ 28  მართლის გული პასუხის გაცემამდე ფიქრობს,+ ბოროტთა პირი კი ბოროტებას აფრქვევს.+ 29  იეჰოვა შორსაა ბოროტთაგან,+ მართალთა ლოცვას კი ისმენს.+ 30  გაბრწყინებული თვალები+ გულს ახარებს,+ კარგი ამბავი+ ძვლებს ამსუყებს.+ 31  სასიცოცხლო შეგონების მომსმენი+ ყური ბრძენთა შორის არის.+ 32  ვინც დარიგებას ყურად არ იღებს,+ საკუთარ სულს უარყოფს, შეგონების მომსმენი კი გულს იძენს.+ 33  იეჰოვას შიში სიბრძნეს ასწავლის კაცს,+ თავმდაბლობა წინ უსწრებს დიდებას.+

სქოლიოები

იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.