წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 14:1—35

14  ბრძენი ქალი თავის სახლს აშენებს,+ უგუნური კი საკუთარი ხელით ანგრევს.+  სიმართლით მავალი იეჰოვას მოშიშია,+ გზაგამრუდებული კი არაფრად აგდებს მას.+  უგუნურის სიტყვები ამპარტავნობის ჯოხია;+ ბრძენს თავისივე ბაგეები დაიცავს.+  სადაც საქონელი არ არის, იქ ბაგაც სუფთაა, უხვი მოსავალი კი ხარის ძალით მოდის.  ერთგული მოწმე ტყუილს არ იტყვის,+ ცრუმოწმე კი აფრქვევს სიცრუეს.+  დამცინავი სიბრძნის პოვნას ცდილობს, მაგრამ ამაოდ; მისთვის კი, ვისაც გაგების უნარი აქვს, ცოდნის მიღება ადვილია.+  ჩამოშორდი სულელ კაცს,+ თორემ ვერ ნახავ ცოდნით მეტყველ ბაგეებს.+  წინდახედულის სიბრძნე იმაშია, რომ ესმის, რა გზას ადგას;+ უგუნურთა სისულელე კი ის არის, რომ სხვებსაც ატყუებენ და საკუთარ თავსაც.+  უგუნური თავის დანაშაულზე იცინის,+ მართალთა შორის კი თანხმობაა.+ 10  გული გრძნობს სულის სიმწარეს;+ მის სიხარულს უცხო ვერ გაიზიარებს. 11  ბოროტთა სახლი მოისპობა,+ მართალთა კარავი კი აყვავდება.+ 12  არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია,+ მისი ბოლო კი სიკვდილია.+ 13  კაცს სიცილის დროსაც კი შეიძლება სტკიოდეს გული;+ მხიარულება მწუხარებით მთავრდება ხოლმე.+ 14  გულით ურწმუნოს თავისი გზის ნაყოფი აკმაყოფილებს,+ კარგ ადამიანს კი — თავისი საქმეების ნაყოფი.+ 15  გამოუცდელს ყველა სიტყვისა სჯერა,+ წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.+ 16  ბრძენს შიში აქვს და ზურგს აქცევს ბოროტებას,+ უგუნური კი რისხდება და თავდაჯერებულია.+ 17  ვინც სწრაფად რისხდება, უგუნურებას ჩაიდენს;+ ჭკვიანი კაცი მოძულებულია.+ 18  გამოუცდელები გაუგუნურდებიან,+ წინდახედულებს კი ცოდნა თავსაბურავად ექნებათ.+ 19  უკეთურები ქედს მოიხრიან კარგი ხალხის წინაშე,+ ბოროტები — მართალთა კარიბჭეებთან. 20  ღარიბი თავის მოძმესაც კი სძულს,+ ხოლო მდიდარს ბევრი მეგობარი ჰყავს.+ 21  ვისაც თავისი მოძმე სძულს, სცოდავს;+ ვინც დაჩაგრულს სწყალობს, ბედნიერია.+ 22  განა ავისმზრახველები უგზო-უკვლოდ არ დაეხეტებიან?!+ სიკეთე* და ჭეშმარიტება კი მათთანაა, ვინც კარგს განიზრახავს.+ 23  ყოველგვარი შრომა სასარგებლოა,+ ცარიელ ლაპარაკს კი სიდუხჭირე მოაქვს. 24  ბრძენთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა; უგუნურთა სისულელე კი უგუნურებაა.+ 25  ჭეშმარიტი მოწმე სულებს დაიხსნის,+ მატყუარა კი მხოლოდ სიცრუეს აფრქვევს.+ 26  იეჰოვას შიში კაცისთვის მტკიცე იმედია,+ მის ვაჟებს თავშესაფარი ექნებათ.+ 27  იეჰოვას შიში სიცოცხლის ჭაა,+ სიკვდილის მახეს განმრიდებელი.+ 28  ხალხის სიმრავლე მეფეს ამშვენებს,+ მოსახლეობის სიმცირე კი ღუპავს მთავარს.+ 29  რისხვაში ნელი კაცი გამჭრიახია,+ მოუთმენელი კი — უგუნურების განმადიდებელი.+ 30  მშვიდი გული სხეულის სიცოცხლეა,+ შური კი — ძვლების ლპობა.+ 31  ვინც საწყალს რამეს გამოსტყუებს, მის შემოქმედს შეურაცხყოფს,+ ხოლო ვინც ღარიბს სწყალობს, განადიდებს მას.+ 32  ბოროტი თავისი ბოროტებით დაეცემა,+ მართალი კი თავის უმწიკვლობას შეაფარებს თავს.+ 33  გაგების უნარის მქონე კაცს სიბრძნე გულში აქვს,+ სულელები კი მას ყველას ამცნობენ. 34  სიმართლე ხალხს განადიდებს,+ ცოდვა კი ერების სირცხვილია.+ 35  მეფისთვის მოსაწონია მსახური, რომელიც წვდომის უნარს ავლენს,+ სამარცხვინოდ მოქმედი კი მის რისხვას დაიტეხს.+

სქოლიოები

იხილეთ 3:3-ის სქოლიო.