წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 13:1—25

13  მამის დარიგება* შვილს აბრძენებს,+ დამცინავი კი არ ისმენს გაკიცხვას.+  კაცი თავისი ბაგის ნაყოფით სიკეთეს მოიმკის,+ ვერაგთა სული კი ძალადობით არის სავსე.+  ვინც თავის ბაგეს დარაჯობს, თავის სულს იცავს,+ პირმორღვეული კი დაიღუპება.+  ზარმაცს სურს, მაგრამ არაფერი აქვს,+ მუყაითებს კი სიუხვე ექნებათ.+  მართალს სძულს ცრუ სიტყვა,+ ბოროტები კი სამარცხვინოდ იქცევიან და თავს ირცხვენენ.+  უმწიკვლო გზით მავალს სიმართლე იცავს,+ ცოდვილს კი ბოროტება დაამხობს.+  ზოგს თავი მდიდრად მოაქვს, მაგრამ არაფერი აბადია;+ ზოგს კი თავი არაფრის მქონედ მოაქვს, მაგრამ დიდი სიმდიდრის პატრონია.  მდიდარი კაცი თავის სულს სიმდიდრით გამოისყიდის,+ ღარიბს კი არ ესმის გაკიცხვა.+  მართლებს თავიანთი სინათლე გაახარებს,+ ბოროტთა ლამპარი კი ჩაქრება.+ 10  კადნიერება უთანხმოებას იწვევს,+ მოთათბირეებთან კი სიბრძნეა.+ 11  ამაოებით მოპოვებული ძვირფასეულობა დაცოტავდება,+ ხელით შემგროვებელი კი მეტს მოიხვეჭს.+ 12  ხანგრძლივი მოლოდინი გულს ასნეულებს,+ ასრულებული სურვილი კი სიცოცხლის ხეა.+ 13  ვინც სიტყვას არაფრად აგდებს,+ გირაოს დაკარგავს, კანონის* მოშიში კი დაჯილდოვდება.+ 14  ბრძენის კანონი სიცოცხლის წყაროა,+ სიკვდილის მახისთვის გვერდს ააქცევინებს კაცს.+ 15  მას, ვისაც წვდომის უნარი აქვს, კეთილგანწყობით ეპყრობიან,+ ვერაგთა გზა კი დაბრკოლებებითაა სავსე.+ 16  წინდახედული ცოდნით იმოქმედებს,+ უგუნური კი სისულელეს გაავრცელებს.+ 17  ბოროტ მაცნეს ცუდად წაუვა საქმე,+ ერთგული დესპანი კი მკურნალია.+ 18  დარიგების უგულებელმყოფელი გაღარიბდება და დამცირდება,+ შეგონების მომსმენი კი განდიდდება.+ 19  ასრულებული სურვილი სულს სიამოვნებას ჰგვრის;+ უგუნურებისთვის სისაძაგლეა ბოროტებისგან განრიდება.+ 20  ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება,+ სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება.+ 21  ცოდვილებს უბედურება სდევთ თან,+ მართლები კი ყოველივე კარგით დაჯილდოვდებიან.+ 22  კარგი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას დაუტოვებს, ცოდვილთა სიმდიდრე კი მართალთათვის შეინახება.+ 23  ღარიბს უხვად მისცემს საკვებს მოხნული მიწა,+ ზოგი კი თავისი უსამართლობის გამო აღიგვება.+ 24  ვისაც შვილი გასაჯოხად არ ემეტება, სძულს იგი,+ ხოლო შვილის მოყვარული მუდამ ჭკუას ასწავლის* მას.+ 25  მართალი გაძღომამდე შეჭამს,+ ბოროტს კი მუცელი ცარიელი ექნება.+

სქოლიოები

იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — მცნების.
იხილეთ 1:2-ის სქოლიო.