არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 12:1—28

12  დარიგების* მოყვარულს ცოდნა უყვარს,+ შეგონების მოძულე კი უგუნურია.+  კარგ ადამიანს იეჰოვა იწონებს,+ ბოროტი ზრახვების მქონეს კი დამნაშავედ აღიარებს.+  კაცი ბოროტებით ვერ განმტკიცდება,+ მართალთა ფესვები კი არ შეირყევა.+  მარჯვე ცოლი ქმრის* გვირგვინია,+ ხოლო ცოლი, რომელიც სამარცხვინოდ იქცევა, ძვლებს ულპობს მას.+  მართლები იმას ფიქრობენ, რაც სამართლიანია,+ ბოროტთა ხელმძღვანელობა კი მზაკვრობაა.+  ბოროტთა სიტყვები სისხლის ღვრისთვის ჩასაფრების ტოლფასია,+ მართლებს კი თავიანთი ბაგეები დაიხსნის.+  ბოროტები დაემხობიან და აღარ იქნებიან,+ მართალთა სახლი კი იდგება.+  გონივრული ლაპარაკი ადამიანს ქებას მოუტანს,+ უკუღმართი გულის პატრონს კი შეიძულებენ.+  ჯობია ათვალწუნებული იყო და მსახური გყავდეს, ვიდრე საკუთარ თავს განადიდებდე და პური გენატრებოდეს.+ 10  მართალი საკუთარ პირუტყვზე ზრუნავს,+ ბოროტთა წყალობაც კი სისასტიკეა.+ 11  ვინც თავის მიწას ამუშავებს, პურით გაძღება,+ ხოლო ვინც ამაოებას ესწრაფვის, უგუნურია*.+ 12  უკეთურს ბოროტთა მიერ ბადით დაჭერილი მსხვერპლი სურს;+ მართალთა ფესვი ნაყოფს გამოიღებს.+ 13  ცოდვილი ბაგეები მახეში გააბამს ბოროტს,+ მართალი კი თავს დაიხსნის გასაჭირიდან.+ 14  კაცი თავისი ბაგის ნაყოფით მოიმკის ყოველივე კარგს+ და ყველაფერი დაუბრუნდება, რაც კი საკუთარი ხელით უკეთებია.+ 15  უგუნურს თავისი გზა სწორი ჰგონია,+ რჩევის მომსმენი კი ბრძენია.+ 16  უგუნური იმავე დღეს ამჟღავნებს წყენას,+ წინდახედული კი ფარავს სირცხვილს.+ 17  ერთგული კაცი სიმართლეს ლაპარაკობს,+ ცრუმოწმე კი — სიცრუეს.+ 18  დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილივით ჭრის,+ ბრძენის ენა კი კურნავს.+ 19  ჭეშმარიტების მოლაპარაკე ბაგე+ სამუდამოდ განმტკიცდება,+ სიცრუის მოლაპარაკე ენა კი თვალის დახამხამებაში გაქრება.+ 20  ავისმზრახველს გულში მზაკვრობა აქვს,+ მშვიდობისმოყვარეს კი — სიხარული.+ 21  მართალს საზიანო არაფერი შეემთხვევა,+ ბოროტებს კი მრავალი უბედურება დაატყდებათ.+ 22  ცრუ ბაგეები სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ ერთგულები კი სასურველნი არიან მისთვის.+ 23  წინდახედული კაცი ცოდნას ფარავს,+ სულელის გული კი სისულელეს როშავს.+ 24  მუყაითის ხელი იხელმწიფებს,+ მოდუნებული ხელი კი მონურად იმუშავებს.+ 25  წუხილი გულს უმძიმებს ადამიანს,+ კეთილი სიტყვა კი გულს ახალისებს.+ 26  მართალი თავის საძოვარს ათვალიერებს, ბოროტები კი თავიანთ გზაზე დაეხეტებიან.+ 27  ზარმაცი ნადირს არ გაედევნება;+ გულმოდგინება ძვირფასი სიმდიდრეა. 28  სიმართლის გზაზე სიცოცხლეა+ და მის ბილიკებზე სიარულს სიკვდილი არ მოაქვს.+

სქოლიოები

იხილეთ 1:2-ის სქოლიო.
სიტყვასიტყვით — პატრონის.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.