წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იგავები 11:1—31

11  მატყუარა პინები სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ ზუსტი ქვის საწონი კი სასურველია მისთვის.  სადაც კადნიერებაა, იქ დამცირებაც მოვა,+ სიბრძნე კი მოკრძალებულებთანაა.+  მართლებს უმწიკვლობა წაუძღვება,+ ვერაგებს კი მათივე უკუღმართობა დაღუპავს.+  ძვირფასეულობა ფუჭი იქნება რისხვის დღეს,+ სიმართლე კი სიკვდილისგან დაიხსნის კაცს.+  უმწიკვლოს სიმართლე გზას გაუსწორებს,+ ბოროტი კი თავისი ბოროტებით დაეცემა.+  მართლებს სიმართლე დაიხსნის,+ ვერაგებს კი მათივე სურვილები დაატყვევებს.+  როცა ბოროტი კვდება, მისი იმედიც ქრება+ და ძლიერებაზე დაფუძნებული მოლოდინი ქარწყლდება.+  მართალი გასაჭირს გადაურჩება,+ მის ნაცვლად ბოროტი ჩავარდება გასაჭირში.+  განდგომილი თავისი ბაგით ღუპავს მოძმეს,+ მართალს კი ცოდნა გადაარჩენს.+ 10  მართალთა კარგი საქმეებით ხარობს ქალაქი,+ ბოროტთა დაღუპვას კი მხიარული შეძახილი მოჰყვება.+ 11  როცა მართლები კურთხეულნი არიან, მაშინ ქალაქიც განდიდებულია*,+ ბოროტთა ბაგე კი ანგრევს მას.+ 12  უგუნური* თავის მოძმეს აბუჩად იგდებს,+ გამჭრიახი კაცი კი დუმს.+ 13  ცილისმწამებელი+ საიდუმლოს ამხელს,+ ერთგული სულის მქონე კი ინახავს.+ 14  გონივრული მითითების გარეშე ხალხი იღუპება,+ მრავალ მრჩეველს კი ხსნა მოაქვს.+ 15  ვინც უცხოს თავდებად უდგება, ხიფათს გადაეყრება,+ ხოლო ვისაც არ უყვარს ხელის ჩამორთმევა შეთანხმების ნიშნად, უდარდელად იქნება. 16  მშვენიერი ქალი დიდებას იხვეჭს,+ სასტიკნი სიმდიდრეს იხვეჭენ. 17  კეთილი* კაცი აჯილდოებს თავის სულს,+ სასტიკი კი თავის თავს ვნებს.+ 18  ბოროტი ტყუილ გასამრჯელოს იღებს,+ სიმართლის მთესველი კი — ნამდვილ მოგებას.+ 19  ვინც მტკიცედ იცავს სიმართლეს, სიცოცხლის გზას ადგას,+ ხოლო ვინც ცუდისკენ ისწრაფვის, სიკვდილის გზას ადგას.+ 20  გულმრუდი კაცი სისაძაგლეა იეჰოვასთვის,+ უმწიკვლოდ მავალი კი სასურველია მისთვის.+ 21  ბოროტებმა ხელი ხელსაც რომ დაჰკრან შეთანხმების ნიშნად, დაუსჯელი ვერ გადარჩებიან,+ მართლის შთამომავლები კი თავს უშველიან.+ 22  რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზე და რაღა ლამაზი ქალი, გონიერებას რომ ზურგს აქცევს.+ 23  მართლის სურვილი ნამდვილად კარგია,+ ბოროტები კი მხოლოდ რისხვას უნდა მოელოდნენ.+ 24  ვინც ფანტავს, მას მაინც ემატება,+ ხოლო ვინც არ აკეთებს იმას, რაც სწორია, სიდუხჭირეში იქნება.+ 25  ხელგაშლილი სული დამსუყდება+ და მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად.+ 26  ვინც სხვას მარცვლეულს უკავებს, დაწყევლილი იქნება ხალხისგან, ხოლო ვინც ყიდის მარცვლეულს, კურთხევა იქნება მის თავზე.+ 27  ვისაც სხვებისთვის კარგი უნდა, კეთილგანწყობის მიღება სურს,+ ხოლო ვინც ცუდს ესწრაფვის, ბოროტება ეწევა მას.+ 28  თავისი სიმდიდრის მოიმედე დაეცემა,+ მართალი კი შეფოთლილი ხესავით აყვავდება.+ 29  ვინც თავის ოჯახს უბედურებას ატეხს,+ ქარს დაიჭერს;+ უგუნური გულბრძენის მსახური იქნება. 30  მართალთა ნაყოფი სიცოცხლის ხეა,+ და ვინც სულს იძენს, ბრძენია.+ 31  მართალს საზღაური მიეცემა დედამიწაზე,+ მით უმეტეს, ბოროტსა და ცოდვილს!+

სქოლიოები

ან როცა მართლები აკურთხებენ ქალაქს, მაშინ ის განდიდებულია.
იხილეთ 6:32-ის სქოლიო.
იხილეთ 3:3-ის სქოლიო.