არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იაკობი 4:1—17

4  რა იწვევს თქვენ შორის ომსა და დავას? განა თქვენივე სხეულის ნაწილებში მებრძოლი ვნებები არა?!+  გინდათ, მაგრამ არა გაქვთ. ხოცავთ+ ერთმანეთს და შურით გსურთ,+ მაგრამ ვერ ღებულობთ. დავობთ და ომობთ.+ არა გაქვთ, რადგან არ თხოულობთ.  თხოულობთ, მაგრამ ვერ ღებულობთ, რადგან ცუდი განზრახვით თხოულობთ,+ საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად.+  მრუშებო,+ განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა?+ ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა+ უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება.+  ხომ არ გგონიათ, რომ ტყუილუბრალოდ არის დაწერილი: „ჩვენში ჩასახლებულ სულს+ შურისკენ მიდრეკილების გამო აქვს ძლიერი წადილი“?  მაგრამ წყალობა, რომელსაც ის ავლენს, უფრო დიდია.+ ამიტომ ნათქვამია: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება,+ თავმდაბლების მიმართ კი წყალობას ავლენს“.+  დაემორჩილეთ+ ღმერთს, წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს+ და გაიქცევა თქვენგან.+  დაუახლოვდით ღმერთს+ და ისიც დაგიახლოვდებათ. გაისუფთავეთ ხელები, ცოდვილებო,+ და განიწმინდეთ გულები,+ მერყევებო.+  იდარდეთ, იგლოვეთ და იტირეთ.+ თქვენი სიცილი გლოვად იქცეს და სიხარული — სევდად.+ 10  დაიმდაბლეთ თავი იეჰოვას წინაშე+ და ის აგამაღლებთ.+ 11  ძმებო, ნუღარ დაძრახავთ ერთმანეთს.+ ვინც თავის ძმას ძრახავს ან ასამართლებს,+ კანონს ძრახავს და კანონს ასამართლებს. და თუ კანონს ასამართლებ, მოსამართლე გამოდიხარ და არა კანონის შემსრულებელი.+ 12  ერთია კანონმდებელი და მოსამართლე.+ მხოლოდ მას შეუძლია ხსნაც და მოსპობაც.+ შენ ვინა ხარ, მოყვასს რომ ასამართლებ?+ 13  ახლა თქვენ მისმინეთ, ვინც ამბობთ, დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთი წელი დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოგებას ვნახავთო.+ 14  ის კი არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე,+ რადგან ბურუსივით ხართ, რომელიც ცოტა ხნით ჩნდება, მერე კი ქრება.+ 15  პირიქით, უნდა ამბობდეთ, თუ იეჰოვა ინებებს+ და ვიცოცხლებთ, ან ამას გავაკეთებთ, ან იმასო.+ 16  თქვენ კი ამაყობთ თავდაჯერებული კვეხნით.+ ყოველი ასეთი სიამაყე ბოროტებაა. 17  ვინც იცის, რა არის სწორი, მაგრამ არ აკეთებს,+ ცოდვად ეთვლება.+

სქოლიოები