არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში | ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იაკობი 3:1—18

3  ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები,+ რადგან ვიცით, რომ უფრო მკაცრად გავსამართლდებით.+  ჩვენ ყველა ხშირად ვცდებით.+ ვინც სიტყვით არ ცდება,+ სრულყოფილია+ და მთელი სხეულის ალაგმვა შეუძლია.  როცა ცხენს დასამორჩილებლად+ ლაგამს+ ამოვდებთ, მის მთელ სხეულსაც ვმართავთ.  დიდ ხომალდებსაც კი, რომლებსაც ძლიერი ქარი ატორტმანებს, პატარა საჭე+ იქით აბრუნებს, საითაც მესაჭეს უნდა.  ასევეა ენაც, სხეულის პატარა ნაწილია, მაგრამ ბევრს ტრაბახობს.+ პატარა ცეცხლსაც ხომ შეუძლია უზარმაზარი ტყის გადაბუგვა!  ენა ცეცხლია.+ სხეულის ეს ნაწილი სავსეა უმართლობით, მთლიანად ალაქავებს სხეულს+ და მთელ სიცოცხლეს ალში ხვევს, თვითონ კი გეენის* ალში ეხვევა.  ადამიანს შეუძლია მოათვინიეროს ნებისმიერი მხეცი, ფრინველი, ქვეწარმავალი და ზღვის ცხოველი, და მოუთვინიერებია კიდეც,+  მაგრამ ენას ვერავინ ათვინიერებს. ის უმართავი და მავნებელია და მომაკვდინებელი გესლით არის სავსე.+  ენით ვადიდებთ იეჰოვას,+ მამას,+ და ენითვე ვწყევლით+ ადამიანებს, ღვთის მსგავსებად შექმნილებს.+ 10  ერთი და იმავე პირიდან ამოდის დიდებაც და წყევლაც. არ არის კარგი, ჩემო ძმებო, რომ ასეთი რამ ხდება.+ 11  განა მოჩუხჩუხებს ერთი და იმავე სათავიდან+ მტკნარი და მწარე წყალი? 12  ჩემო ძმებო, განა შეიძლება ლეღვმა ზეთისხილი მოისხას ან ვაზმა — ლეღვი?+ ასევე შეუძლებელია მლაშე წყლის სათავიდან მტკნარი წყალი მოედინებოდეს. 13  ვინ არის თქვენ შორის ბრძენი და შეგნებული? აჩვენოს თავისი საქმეები+ კარგი საქციელით და სიბრძნისთვის ჩვეული რბილი ხასიათით. 14  თუ გულში მწარე შური+ და შუღლი+ გაქვთ, ნუ ტრაბახობთ+ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ნუ ცრუობთ.+ 15  ეს არ არის ზემოდან მომავალი სიბრძნე,+ არამედ მიწიერი,+ ხორციელი და დემონურია,+ 16  რადგან, სადაც შური+ და შუღლია, იქ არის უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტება.+ 17  ზემოდან მომავალი სიბრძნე+ კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა,+ მერე მშვიდობიანი,+ ახასიათებს გონიერება+ და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით,+ მიუკერძოებელი+ და უთვალთმაქცოა.+ 18  სიმართლის+ ნაყოფი+ კი მშვიდობიან+ პირობებში ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.+

სქოლიოები

იხილეთ დანართი 2დ.