წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ბიბლია ონლაინში

ბიბლია (ახალი ქვეყნიერების თარგმანი)

იაკობი 2:1—26

2  ჩემო ძმებო, თუ მიკერძოებას ავლენთ,+ განა გწამთ ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელიც ჩვენი დიდებაა?+  თუ თქვენთან კრებაში+ შემოდის ოქროსბეჭდებიანი, მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილი კაცი და შემოდის ღარიბიც, ჭუჭყიანი ტანსაცმლით,+  თქვენ კი მდიდრულ ტანსაცმელში გამოწყობილს პატივისცემით ეპყრობით+ და ეუბნებით, აი აქ დაბრძანდით, კარგ ადგილზე, ღარიბს კი ეუბნებით, იდექი ან ჩემს ფეხსადგამთან დაჯექიო,  განა ასე ერთმანეთს ფენებად არა ყოფთ+ და ისეთი მოსამართლეები არ გამოდიხართ,+ საზიანო გადაწყვეტილებებს+ რომ იღებენ?  მომისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმებო! განა ქვეყნიერების ღარიბები+ არ ამოირჩია ღმერთმა, რომ ყოფილიყვნენ რწმენით მდიდრები+ და სამეფოს მემკვიდრეები, რომელსაც ის თავის მოყვარულებს დაჰპირდა?+  თქვენ კი შეურაცხყავით ღარიბი. განა მდიდრები არ გჩაგრავენ+ და მიგათრევენ სასამართლოებში?+  განა ისინი არ გმობენ+ იმ კარგ სახელს, რომლითაც იწოდებით?+  თუ დიდებულ კანონს+ ისე ასრულებთ, როგორც დაწერილია: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“,+ კარგია,  მაგრამ თუ ისევ ავლენთ მიკერძოებას,+ ცოდვას სჩადიხართ, ვინაიდან კანონი+ გამხელთ დანაშაულში. 10  ვინც მთელ კანონს იცავს, მაგრამ ერთ-ერთში სცდება, ყველაფერში დამნაშავე ხდება.+ 11  მან, ვინც თქვა: „არ იმრუშო“,+ ისიც თქვა, რომ „არ მოკლა“.+ და თუ არ მრუშობ, მაგრამ კლავ, კანონს არღვევ. 12  ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც ისინი, ვინც თავისუფალი ხალხის კანონით გასამართლდებიან.+ 13  ვინც გულმოწყალებას არ ავლენს, გულმოწყალების გარეშე გასამართლდება.+ გულმოწყალება კი იმარჯვებს გასამართლებაზე. 14  ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე ამბობს, რწმენა მაქვსო,+ მაგრამ საქმეები არ გააჩნია?+ განა იხსნის ასეთი რწმენა მას?+ 15  თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო არა აქვს,+ 16  რომელიმე თქვენგანი კი ეუბნება, აბა მშვიდობით, თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთო, მაგრამ სხეულისათვის საჭიროს არაფერს აძლევს, რა სარგებელია?+ 17  რწმენაც ასეა. თუ საქმეები არ გააჩნია,+ თავისთავად მკვდარია. 18  ვიღაც იტყვის: „შენ რწმენა გაქვს, მე კი — საქმეები. მაჩვენე შენი რწმენა საქმეების გარეშე, მე კი საქმეებით გაჩვენებ ჩემს რწმენას“.+ 19  ხომ გწამს, რომ ღმერთი ერთია?+ კარგია. თუმცა ეს დემონებსაც სწამთ და კანკალებენ.+ 20  უგუნურო ადამიანო, როგორ არ გინდა გაიგო, რომ რწმენა საქმეების გარეშე უმოქმედოა? 21  განა მამაჩვენი აბრაამი+ საქმეებით არ იქნა აღიარებული მართლად, როცა თავის ძეს, ისაკს, სამსხვერპლოზე სწირავდა?+ 22  როგორც ხედავ, აბრაამის რწმენას საქმეები ახლდა და რწმენა მას საქმეებმა გაუსრულყოფილა.+ 23  შესრულდა დაწერილი: „აბრაამმა ირწმუნა იეჰოვა და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“,+ და იეჰოვას მეგობარი ეწოდა.+ 24  როგორც ხედავთ, ადამიანი საქმეებით+ იქნება მართლად+ აღიარებული და არა მხოლოდ რწმენით.+ 25  განა მეძავი რახაბიც+ საქმეებით არ იქნა მართლად აღიარებული, როცა სტუმართმოყვარულად მიიღო მაცნეები და მერე სხვა გზით გაისტუმრა?+ 26  ამგვარად, როგორც სხეულია მკვდარი სულის* გარეშე,+ ისე რწმენაა მკვდარი საქმეების გარეშე.+

სქოლიოები

ბერძნულად პნევმა. იხილეთ დანართი 2ბ.